ბისოდოლი #30ტ

ბისოდოლი #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმი+მაგნიუმის და ნატრიუმის კარბონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 33996
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბისოდოლი
ტაბლეტები №30

მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო უნიკალური სამმაგი მოქმედების ფორმულა გულძმარვის, მოუნელებლობისა და გაზების დაგროვების სწრაფი და ეფექტური მკურნალობისათვის.

დოზირება:
ჩაღეჭეთ ან ჩაწუწნეთ ერთი ან ორი ტაბლეტი საჭიროებისამებრ. ბავშვებისათვის 12 წლამდე რეკომენდებული არ არის. თუკი სიმპტომები შენარჩუნდება, მიმართეთ ექიმს. ორსულობის დროს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გაეცანით ანოტაციას წამლის პირველად მიღებამდე. მოაცილეთ თავსახურის ქვეშ არსებული ფირფიტა. თუკი ფირფიტა არ არის, არ გამოიყენოთ პრეპარატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: კალციუმის კარბონატს 522მგ, მსუბუქ მაგიუმის კარბონატს 68 მგ, ნატრიუმის ბიკარბონატს 64 მგ.
ნატრიუმის შემცველობა თითოეულ აბზე 18მგ. ასევე შეიცავს საქარინს და შაქარს.
შენახვის ტემპერატურა არაუმეტეს 25ºС.
მოარიდეთ ბავშვებს


ეს ანოტაცია შეიცავს ინფორმაციას მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბიზოდოლის აბებზე. ყურადღებით გაეცანით ამ ანოტაციას პრეპარატის მიღებამდე. თუკი გაგიჩნდებათ შეკითხვები ან დარწმუნებული არ ხართ რაიმეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
რას შეიცავს ეს პრეპარატი?
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის თითოეული ჩასაღეჭი ტაბლეტი შეიცავს კალციუმის კარბონატს 522მგ, მსუბუქ მაგნიუმის კარბონატს 68 მგ, ნატრიუმის ბიკარბონატს 64 მგ.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები ასევე შეიცავს საქარინს, სიმინდის სახამებელს, შაქარს, კალციუმის სტეარატს და პიტნის ზეთის არომატიზატორს.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები გამოდის 20, 30 და 100 ტაბლეტიან შეფუთვაში.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები - უნიკალური სამმაგი მოქმედების ფორმულა, რომელიც შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: კალციუმის კარბონატს, მსუმუქ მაგნიუმის კარბონატს და ნატრიუმის ბიკარბონატს. ისინი მიეკუთვნებიან ე.წ. ანტაციდების ჯგუფის პრეპარატებს და მოქმედებენ მოჭარბებული კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციის გზით.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები მენთოლით აყუჩებს მომატებული მჟავიანობით გამოწვეული მოუნელებლობით წაქრმოქმნილ ტკივილს და დისკომფორტს, გულძმარვას და დაგროვებულ გაზებს.
მარკეტინგის უფლებამოსილება
შ.პ.ს. ფორესტერ ლაბორატორიზ იუნაითედ ქინგდომ, ბორნ როუდი, ბაქსლი, კენტი. DAS 1NX, გაერთიანებული სამეფო.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები იწარმოება შ.პ.ს. ფორესტერ ლაბორატორიზ-ისათვის შ.პ.ს პერიგო იუნაითედ ქინგდომის მიერ, უილიამ ნადინ ბეი, სუოდლინკოტი, დერბისი, DE11 0BB, გაერთიანებული სამეფო.
როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი?
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები მოჭარბებული კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციის გზით აყუჩებს მომატებული მჟავიანობით გამოწვეული მოუნელებლობით წაქრმოქმნილ ტკივილს და დისკომფორტს, გულძმარვას და დაგროვებულ გაზებს.
წამლის მიღებამდე უნდა იცოდეთ
არ მიიღოთ მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტები თუკი:
•    ალერგიული ხართ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმეს მიმართ,
•    თუკი სისხლში ფოსფატის დონე დაბალი გაქვთ (ჰიპოფოსფატემია),
•    გაქვთ გულის ან თირკმლის პრობლემები.
ორსულობის დროს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუკი სვამთ ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკს ან რკინის შემცველ ტაბლეტებს.

როგორ მივიღოთ ეს წამალი:

მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: ჩაღეჭეთ ან ჩაწუწნეთ ერთი ან ორი ტაბლეტი საჭიროებისამებრ.
12 წლამდე ბავშვებისათვის რეკომენდებული არ არის
თუკი სიმპტომები შენარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

მოჭარბებული დოზით მიღება

მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტების მეტისმეტად დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა მათ რაიმე სახის ზიანი მოგაყენონ. თუმცა შესაძლოა გქონდეთ ყაბზობა, დიარეა ან შებერილობის შეგრძნება. მიმართეთ ექიმს თუკი ეს სიმპტომები გახანგრძლივდება.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტების მიღებისას ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ყაბზობა ან დიარეა. თუკი ეს არასასურველი გვერდითი მოვლენები ძლიერია ან რამოდენიმე დღეზე მეტად გასტანს, მიმართეთ ექიმს. მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტების ხანგრძლივად მიღებისას შესაძლოა გქონდეთ დროებითი გაუარესების სიმპტომები მისი მიღების შეწყვეტის შემდგომ. ამ სიმპტომს რიკოშეტული ჰიპერმჟავიანობა ეწოდება (კუჭის მჟავის რეგურგიტაცია საკვებ მილებში). მიმართეთ ექიმს თუკი ეს სიმპტომები გახანგრძლივდება.

შენახვის პირობები

მომნელებელი ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო ბისოდოლის ტაბლეტების შენახვის ტემპერატურა არაუმეტეს 25ºС-ია.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ.
მოარიდეთ ბავშვებს