ბისოდოლი #100ტ

ბისოდოლი #100ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 33995
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბისოდოლი №100 ტბ.


საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები
სწრაფი სამმაგი მოქმედება
მოცემული ინსტრუქცია გაწვდით ინფორმაციას ბისოდოლის - საჭმლის მონელების ხელის შემწყობი ტაბლეტების – შესახებ. პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხში ან გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას წარმოადგენს ეს პრეპარატი?
ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე თითოეული დასაღეჭი ტაბლეტი შეიცავს 522 მგ. კალციუმის კარბონატს, 68 მგ. მსუბუქი მაგნიუმის კარბონატს და 64 მგ. ნატრიუმის ბიკარბონატს.
გარდა ამისა, ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები შეიცავს საქარინს, სიმინდის სახამებელს, შაქარს, კალციუმის სტეარატს და პიტნის ზეთის არომატიზატორს.
ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები ხელმისაწვდომია 20, 30 და 100 ტაბლეტიანი შეფუთვებით;
ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები წარმოადგენს უნიკალური სამმაგი მოქმედების ფორმულას, რომელიც შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ბიკარბონატს, კალციუმის კარბონატს და მსუბუქი მაგნიუმის კარბონატს. აღნიშნული ნივთიერებები მიეკუთვნებიან პრეპარატთა იმ ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ანტაციდურ პრეპარატებს და ანეიტრალებენ კუჭის მომატებულ მჟავიანობას.
ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები ეფექტურია კუჭის არეში ტკივილის და დისკომფორტის, გულძმარვის, პერიგასტრიტის დროს.  
სავაჭრო უფლების მფლობელი
Forest Laboratories UK Ltd., Bourne Road,
Bexley, Kent, DA5 1NX, UK.

ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები წარმოებულია Forest Laboratories UK Ltd –თვის, Perrigo UK Ltd, William Nadin Way-ს მიერ, Swadlincote, Derbyshire, DE11 0BB, UK.
რა მოქმედება გააჩნია პრეპარატს?
ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები, კუჭის მომატებული მჟავიანობის განეიტრალებით უმკლავდება გულძმარვის და პერიგასტრიტის სიმპტომებს.
არ მიიღოთ ბისოდოლი თუ თქვენ:
•    ხართ ალერგიული ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან ნებისმიერი მათგანის მიმართ;
•    თქვენთვის ცნობილია, რომ სისხლში გაქვთ ფოსფორის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია);
•    გაქვთ გულის ან თირკმელების მწვავე პრობლემები.
თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ბისოდოლის მიღებამდე, თუ თქვენ იღებთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ან რკინის შემცველ ტაბლეტებს.
მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
გაწუწნეთ ან დაღეჭეთ ერთი ან ორი ტაბლეტი, საჭიროების მიხედვით.
ბავშვები 12 წელს ქვემოთ: არ არის რეკომენდებული.
თუ სიმპტომები კვლავ ვლინდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღებთ ჭარბი რაოდენობის ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე აბს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან რაიმე ზიანი მოგიტანოთ, თუმცა, შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა, ფაღარათი ან შებერილობა. თუ აღნიშნული სიმპტომები არ გაივლის, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთ პაციენტს, ბისოდოლის მიღების დროს, შესაძლოა აღენიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ყაბზობა ან ფაღარათი. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენა ვლინდება მწვავე ფორმით ან გრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ღებულობდით ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტებს, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა გქონდეთ სიმპტომების დროებითი გამწვავება. ამ სიმპტომს მომატებული შექცევითი მჟავიანობა ეწოდება. თუ სიმპტომები არ შეწყდება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

დოზირება:
ჩაღეჭეთ ან ჩაწუწნეთ ერთი ან ორი ტაბლეტი საჭიროებისამებრ.
არ შეინახოთ ბისოდოლის საჭმლის მონელების დამხმარე ტაბლეტები 25ºС-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)