ვოზიტექს-L 500მგ/5მგ#30კაფს

ვოზიტექს-L 500მგ/5მგ#30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანაბოლური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: L-კარნიტინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 33989
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვოზიტექს –L
Vozitex-L



შემადგენლობა:

ერთი კაპსულა შეიცავს:
L - კარნიტინი                           500 მგ
მაგნიუმის სტეარატი                  5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
L-კარნიტინი (l-carnitine) ორგანიზმში სინთეზირდება ღვიძლისა და თირკმელების მეშვეობით. ორგანიზმში L-კარნიტინის მწვავე უკმარისობა დაფიქსირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ნერვული განლევის, ინფექციების, ორგანიზმის დაბერების, გულთან დაკავშირებული პრობლემების და განსაკუთრებით ინტენსიური ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვების დროს. L-კარნიტინი არის ამინომჟავური ვიტამინისებური ნაერთი, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ცვლაში (ცხიმოვანი მჟავების ცვლის კოფერმენტი) და წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც გვხვდება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში.
მეტაბოლიზმში კარნიტინის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი  – დაჟანგვის ადგილზე ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მისი უნიკალური თვისება მდგომარეობს იმაში რომ, ის ზრდის უჯრედული მემბრანის შეღწევადობის ხარისხს ცხიმოვანი მჟავებისათვის. კარნიტინი, ცხიმოვანი ქსოვილის დაშლის სიჩქარის გაზრდის გარეშე და ენერგიით მომარაგების მიზნით ზრდის ლიპიდების გამოყენებას რის შედეგადაც მცირდება კანქვეშა–ცხიმოვან დეპოში ცხიმის მოლეკულების სინთეზის სიჩქარე.
კარნიტინის შესანიშნავ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი შეამციროს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობა და შეანელოს სისხლძარღვოვანი ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოშობა.  Vozitex-L -L ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციის ფუნქციის, ცილის და გლიკოგენის სინთეზის  გაძლიერებას, რძის და პიროყურძნის მჟავის, ე.წ. „დაღლილობის ტოქსინების“, აქტიურ დაშლას.

გამოყენების წესები:  
გაცხიმოვნების სხვადასხვა ფორმები
გადახრები გულის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციონირებაში/მუშაობაში
სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციები
ბავშვებში ზრდის შეფერხება
ბავშვებში მადის დაქვეითება
ვეგეტარიანელობა: გამოიყენება რაციონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ამოღების დროს
გერონტოლოგია: მიზანშეწონილია პირებისათვის (55 წელს ზემოთ), ათეროსკლეროზის რისკის არსებობასთან დაკავშირებით
სპორტი: შეუცვლელია მოყვარული და პროფესიული სპორტში, რაც მოითხოვს ხანგრძლივ და ინტენსიურ  ფიზიკურ ვარჯიშს მაქსიმალური დატვირთვით. ზრდის ენერგომომარაგებას, წვავს ცხიმს, ინარჩუნებს და აძლიერებს კუნთოვან ქსოვილს.
მოიხმარენ ადამიანები, რომელთა პროფესია დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან.

გვერდითი ეფექტები:
არ შეიმჩნევა

დოზირება:

ბავშვებში 4–8 წლამდე – 1 კაპსულა ერთჯერ დღეში; 9–18 წლამდე –  1 კაპსულა 2–ჯერ დღეში; მოზრდილებსა და 18 წლის ზემოთ ბავშვებში  – 1 კაპსულა 3–ჯერ დღეში.

მიიღეთ ჭამის დროს ან ვარჯიშის  (სპორცმენები) წინ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. წამლის მიღებისათვის  რეკომენდირებული დრო – 2 თვე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
 
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას!
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას!
არ გამოიყენოთ როგორც საკვები დანამატი კვების რაციონის გასამდიდრებლად!

შენახვა:
   
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ  ადგილას ტემპერატურაზე <25°С.
გამოყენების ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.  

გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა

წარმოებულია:

კენდი ООД –ბანკია 1320 , სოფიის ქუჩა #101, ბულგარეთი, ტელ: +35929977374,
email: [email protected]
www.kendy.com