ირს-19 60დოზა 20მლ აეროზოლი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ირსი’ 19
IRS’19
გენერიული დასახელება: თხიერი, კომპლექსური პრეპარატი ბაქტერიების ლიზატებისაგან.
წამლის ფორმა: აეროზოლი 20 მლ ფლაკონში (60 დოზა).
შემადგენლობა: 43,27 მლ ბაქტერიების ლიზატები; 4250,00 მგ გლიცინი; 12,50 მგ არომატიზატორი ნეროლის ფუძეზე; 2,50 მგ ნატრიუმის მერტიოლატი; 100,00 მლ-მდე გასუფთავებული წყალი.
ბაქტერიბის ლიზატის შემადგენლობა: Streptococcus pneumoniae type I – 1,11 მლ; Streptococcus pneumoniae type II – 1,11 მლ; Streptococcus pneumoniae type III – 1,11 მლ;
Streptococcus pneumoniae type V – 1,11 მლ; Streptococcus pneumoniae type VIII – 1,11 მლ;
Streptococcus pneumoniae type XII – 1,11 მლ; Haemophilus influenzae type B - -3,33 მლ;
Klebsiella pneumonie ss pneumoniae –6,66 მლ; Staphylococcus aureus – 9,99 მლ;
Acinobacter calcoaceticus baumannii variety – 3,33 მლ; Moraxella catarrhalis – 2,22 მლ;
Neisseria subflava flava variety – 2,22 მლ; Neisseria subflava perflava variety – 2,22 მლ;
Streptococcus pyogenes group A – 1,66 მლ; Streptococcus dysgalactiae group C– 1,66 მლ;
Enterococcus faecium – 0,83 მლ; Enterococcus faecalis – 0,83 მლ; Streptococcus group G – 1,66 მლ;
დამხმარე ნივთიერებები: არომატიზატორის შემადგენლობა ნეროლის ფუძეზე ფორთოხლის ყვავილების ეთერზეთი, რომელიც დაკავშირებულია ეთილენის ჟანგვის კონდენსატთან რაციონალური ჯაჭვში.
ფარმაკოლოგიური თვისება: ირსი’ 19 ზრდის ბუნებრივ სპეციფიურ და არასპეციფიურ იმუნიტეტს. მისი შესხურებისას წარმოიშობა წვრილ დისპერსიული აეროზოლი, რომელიც ფარავს ცხვირის ლორწოვანი გარსს, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი იმუნური პასუხის სწრაფ განვითარებას. სპეციფიური დაცვა განპირობებულია A ტიპის (lgA) იმუნოგლობულინების სეკრეტორული კლასის ანტისხეულების განვითარებით, რაც ხელს უშლის ინფექციის გამომწვევის ფიქსაციას და გამრავლებას ლორწოვან გარსზე. ირს’ 19-ის არასპეციფიური იმუნოდაცვითი ფუნქცია განპირობებულია მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობით და ლიზოციმის შემცველობის მომატებით.
ჩვენება: ზედა სასუნთქი გზების მწვავე და გამწვავებული და ბრონქების ქრონიკული დაავადებების სეზონური პროფილაქტიკა (გაზაფხული/შემოდგომა).
ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების: რინიტი, სინუსიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, ოტიტი, ასევე გრიპის გართულებების და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.
ვაზომოტორული რინიტი.
პრეპარატი გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის მოსამზადებელი და პოსტოპერაციული პერიოდის დროს.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილეა საჭირო: ბაქტერიული ინფექციის გამოვლენისთანავე, საჭიროა გავითვალისწინოთ ირს’19-ით მკურნალობის ფონზე ანტიბიოტიკების გამოყენების შესაძლებლობა. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორულ ფუნქციაზე, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ყურადღების კონცენტრაციის უნართან.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიურობის შესახებ. ასევე არ არსებობს მონაცემები აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის ცნობილი.
მიღების წესი და დოზირება: პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 1 დოზის ოდენობით (1 დოზა=პულველიზატორზე ერთი ხანმოკლე დაჭერა) თითოეული ცხვირის ნესტოში 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. დაავადების გამწვავების ფაზაში პრეპარატი გამოიყენება 1 დოზის ოდენობით თითოეული ცხვირის ნესტოში 2-5ჯერ დღეში ინფექციის სიმპტომების გაქრობამდე. ირსი’ 19 გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ასევე 3 თვის ასაკის ბავშვებში. ფლაკონი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
განსაკუთრებული მითითებანი: ხშირად როდესაც პრეპარატი დიდი ხნის განმავლობაში არ არის გამოყენებული, ფლაკონის შიგთავსი გარდაიქმნება კრისტალებად, რაც ხელს უშლის მუნშტუკიდან მის გამოფრქვევას. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც მუნშტუკი მოხსნილია და იგი მოთავსებულია ფლაკონის გვერდით შეფუთვაში ზედა ბოლოთი ქვემოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნშტუკიდან აეროზოლის გამოფრქვევა გაძნელებულია, მაშინ რეკომენდებულია მუნშტუკის რამდენჯერმე დაფიქსირება. თუკი ამის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ სასურველია მუნშტუკის რამდენიმე წთ-ით თბილ წყალში მოთავსება.
გვერდითი მოვლენები: მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია ცხვირის ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მომატება. როგორც წესი ისინი მალე ქრებიან. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სიმპტომები მიიღებენ მძიმე ხასიათის მმდინარეობას, საჭიროა პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება და/ან მისი მიღების შეწყვეტა.
არსებობს მონაცემი ალერგიული რეაქციების (ურტიკარია) ერთეული შემთხვევის შესახებ.
ჭარბი დოზირება: არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. იმის გამო, რომ ფლაკონი იმყოფება წნევის ქვეშ, ამიტომ: უნდა მოვერიდოთ მის გათბობას 50ºC ტემპერატურაზე ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან; არ დავწვათ; არ გავხსნათ ფლაკონი მაშინაც კი თუკი იგი ცარიელია.
გამოშვების ფორმა: 20 მლ ფლაკონი (60 დოზა) გამჭვირვალე მინის ბოთლი, რომელიც შემოგარსულია დამცავი პლასტმასის გარსით, აზოტის წნევის ქვეშ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მწარმოებელი ფირმა: “სოლვეი ფარმა”, საფრანგეთი