ტორაგამა 10მგ #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ძლიერ მოქმედი დიურეტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ტორასემიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 33200
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ტორაგამა 10 მგ
Toragamma 10 mg
Toragamma 10 mg
საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით; მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10 მგ ტაბლეტი #30
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორესამიდს
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალოსკოპური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი, კროსკარამელოზა ნატრიუმი, მაღალდისპერსული ეროსილი, მაგნიუმის სტრეატი, (Ph.Eur)
როგორია ვიზუალურად ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები და შეფუთვა:
არსებობს 30, 50 და 100 ტაბლეტიანი კოლოფები საავადმყოფოსათვის ძირითადადაა განკუთვნილია 30 და 300 ტაბლეტიანი კოლოფები.
ჩვენებები
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი ფარმაცევტული პროდუქცია რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით (გულის უკმარისობა)
მიღების წესები და დოზები
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები აუცილებლად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიიღოთ,შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები:
ექმის რეცეპტის გარეშე იხელმძღვანელეთ შემდეგი დოზებით:
მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.ამისათვის არსებობს ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ინგრედიეტების შემადგენლობით.
ეს დოზა არის ჩვეულებრივ ჩემანარჩუნებელი დოზა.
თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები (10 მგ ტორასემიდი). თუ არც ეს არის საკმარისი,მაშინ დოზა იზრდება 20 მგ მდე დღეში და მიიღება 2 ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტი (20 მგ ტორესამიდი),გაითვალისწინება კლინიკური სურათის სიმწვავე.
პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება
იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.
ასაკოვანი პაციენტები:
ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზებზე.
12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში, ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება.
მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად მცირე წყალთან ერთად დილით. ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა:
როგორც წესი ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები მიიღება ხანგრძლივი მკურნალობისას ან მანამდე სანამ ქსოვილში სითხის დაგროვება არ შემცირდება. ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თუ გრძნობთ რომ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას თქვენზე აქვს ძლიერი ან პირიქით სუსტი ეფექტი აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები.,თუმცა ეს არ აიღინიშნება ყველა პაციენტში.ცხრილში მოცემულია ის არასასურველი შედეგები რაც შესაძლებელია ახლდეს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეფასებულია სიხშირის მიხედვით.
მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები,სიმპტომები და ზომები რომლებიც უნდა მიიღოთ მათი დაფიქსირების შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები უნდა შეწყვიტოთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.
მეტაბოლიზმი/ელექტროლიტები
ჩვეულებრივ: მჟავური დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზისი), კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება,ხისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები,ქოლესტეროლი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოპოტასემია), რაც დაკავშირებულია დაბალ კალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში რომელთაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ.
შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა (განსაზღვრავს დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა), განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოპოტასემია და/ან ჰიპონატრემია)
გულსისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათად: შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის გასქელება თრომბოემბოლური გართულებები,გონების დაბინდვა, სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციოური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია,მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა)
კუჭნაწლავის ტრაქტი
ჩვეულებრივ: კუჭნაწლავი პრობელემები(მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულის რევა,ღებინება, დიარეა, შეკრულობა) განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი
თირკმლის და საშარდე ტრაქტი
იშვიათად: სისხლში და შარდში კრეატინის მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია კლიენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.
ღვიძლი:
ჩვეულებრივ: ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება (გამა GT)
კანის ალეგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ალეგიული რეაქციები ისეთი როგორიცაა ანთება, ანთებითი ცვლილებები კანზე (ეკზანტემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები.
სისხლი და სისხლმბადი სისტემა
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი სხეულების და ტრომბოციტის შემცირება(ტრომბოციტები,ერითროციტები და ლეიკოციტები)
ზოგადი ინფორმაცია:
ჩვეულებრივ: თავისტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპზე)
იშვიათად: პირის სიმშრალე, სისიუტის, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია.)
ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება,სმენის პრობლემები, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.
უკუჩვენება
თუ შენიშნავთ ზემოთ აღნიშნულ გვერდით ეფექტებს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რომ მან მიიღეოს შესაბამისი საჭირო ზომები.
თუ გვერდითი ეფექტი უეცრად აღგენიშნათ ან გაუარესდა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მედიკამენტის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოიჩნდეს.ექიმი გადაწყვეტს რა ზომებს მიმართოს და შეწყვიტოს თუ არა მკურნალობა.
როგორც კი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები დაფიქსირდება უნდა შეწყდეს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მოცემული ამ ბუკლეტში დაუყოვნებლის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება:
-თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების- ტორასემიდის, სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების (სულფონილურეზას) ან ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების სხვა ინგრედიენტების მიმართ.
-თუ გაწუხებთ შარდის არასათანადოდ გამოყოფით გამოწვეული თირკმლის პრობლემები.
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება, რასაც თან ახლავს გონების დაბნელება (კომა ან ჰეპატური პრეკომა).
-თუ გაქვთ პათოლოგიურად დაბალი წნევა (ჰიპოტონია)
-თუ გაქვთ სისხლისნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
-ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს(ჰიპონატრემია,ჰიპოპოტასემია) -შარდის ნაკადის მწვავე დარღვევის დროს(მაგ.როდესაც პროსტატის ზომა პათოლოგიურად იზრდება)
-ძუძუთი კვების დროს
ყურადღებით მიიღეთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები
იქედან გამომდინარე, რომ ამ მედიკამენტის მკურნალობაში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილებაა ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
-ნიკრისის ქარი
-მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულის ცემა და გულის რეჟიმის დარღვევა (მაგ. სინოართრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა).
-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები.
ერთდოული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები).
-სისხლის ანალიზში პატოლოგიური ცვლილებები. (მაგ. ტრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)
-თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით რომლებიც აზიანებენ თირკმელს.
12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
იქედან გამომდინარე რომ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს ამ მედიკამენტით 12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების მკურნალობისა ასეთმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება თუ რა ეფექტი აქვს ნაყოფზე ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებს.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა,რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ ჩავენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი,თუმცა ატიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.
რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის რომ მისის გამოყენება აუცილებელია.
იმ შემთხვევაში თუ აპირებთ დაორსულებს ან უკვე ხართ ორსულად დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება:
არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.
განსაკუთრებული მითითებები
მართვა და დანადგარების გამოყენება:
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციების ისე გამწვავება, რომ მაგ ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას უსაფრთხოების ზომების გარეშე ცუდი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების ზედმეტი დოზა:
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შემთხვევით თუ გამიზნულად გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მარილის და წყლის ზედმეტი და ორგანიზმისათვის სახიფათო რაოდენობის გამოყოფა,ასევე გონების დაბინდვა, დაკარგვა, სისხლის წნევის დაცემა,სისხლის მიმოქცევის მოშლა და კუჭნაწლავის პრობლემები.
ასეთ შემთხვევაში საჭირო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება
თუ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების დოზა ძალიან პატარაა ან დაგავიწყდათ მიღება შესაბამისად მისი ეფექტი შემცირდება, რაც შესაძლებელია სიმპტომებით გამოვლინდეს, მაგ ქსოვილებში სითხის დაგროვების მომატება, რომლის შედეგადად თავს ცუდად გრძობთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ის დოზა რაც დაგავიწყდათ, მაგრათ თუ წამლის მიღების ჩვეული დრო ახლოვდება არ მიიღოთ დამატებითი დოზა. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დოზების მიღება დანიშნულების მიხედვით.
თუ შეაჩერებთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობას
იმ შემთხვევაში თუ ნაადრევად შეყვიტავთ ამ მედიკამენტის მიღებას, შესალებელია დაფიქსირდეს სიმპტომების გაუარესება. ასე რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები,მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია.
ასევე მხედველობაში მიიღეთ ის მედიკამენტებიც რომლებიც მიგიღიათ..
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები ზრდის სხვა წნევის დამწევი საშუალებების ,განსაკუთრებით კი ACE ინჰიბიტორების ეფექტს.თუ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება ACE ინჰიბიტორები ან ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის გადაჭარბებულად დაწევა. კალიუმის ნაკლებობას, რომელიც გამოწვეულია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით შესაძლებელია შედეგად მოყვეს ერთდროულად გამოყენებული დიგიტალესის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეცინიმა (რომელიც გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.
იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის მედიკამენტები) ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:
სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.
საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით გამოწვეულია კალიუმის კარგვა.
ლითიუმისა და ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რომ სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკელებზე გაიზარდოს.
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შეიძლება შემაციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ (მაგ ადრენალინი, ნორადრენალინი).
ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მედიკამაენტი ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე
არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
ამ პრეპარატისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები არ მოითხოვება
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა
გერმანია

ძალიან ზოგადად | 10 პაციენტში ერთზე მეტი |
ზოგადად | 10 პაციენტში 1ზე ნაკლები,მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი |
იშვიათად | 100 პაციენტში ერთზე ნაკლები,მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი |
იშვიათად | 1000 პაციენტში ერთზეე ნაკლები მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი |
ძალიან იშვიათი | 10000 პაციენტში ერთზე ნაკლები ან უცნობია |

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით