პელეტროცინ პლუსი #30ტ

პელეტროცინ პლუსი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიოსმინი+ჰესპერიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 32685
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პელეტროცინ პლუსი 30 ტაბლეტი

1. ფარმაკოდინამიკა:

პელეტროცინ პლუსის ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დიოსმინს და ჰესპერიდინს(450+50)მგ. დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნება კაპილარების მასტაბილიზებელი პრეპარატების ჯგუფს. ისინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას. გამოიყენება ვენების დაჭიმულობის, შევიწროვების შესამცირებლად და ვენურ სისტემაში ობსტრუქციის ან მაღალი წნევის შედეგად განვითარებული ბლოკადით გამოწვეული ცირკულაციის შენელებას , რაც ყველაზე ხშირად ვლინდება ტერფებისა და ფეხების არეში.

ჩვენება:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებები შემდეგი სიმპტომებით : ფეხების არეში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება , ღამის კრუნჩხვები , შესიება დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების შედეგად.

ბუასილისა და მწვავე ჰემოროიდული შეტევების მკურნალობა .

2. პელეროცინ პლუსის მიღებამდე

მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები , რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ზოგადი ინფორმაციისაგან .

უკუჩვენება:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ( მომატებული მგრძნობელობა ) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ .

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის , ორსულობის დაგეგმვის ან ლაქტაციის შესახებ. 
სხვა პრეპარატების მიღება:

აცნობეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ , რომელსაც ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით , მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ .

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები სასურველია მიიღოთ ერთი და იგივე დროს დღეში ორჯერ საკვებთან ერთად .

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა : ადამიანებში ჩატარებული კვლევებისას პრეპარატის გამოყენების შედეგად არ აღინიშნა ნაყოფისათვის ზიანის მიყენების შემთხვევები . თუმცა, რეკომენდებულია, რომ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები არ იქნას მიღებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში .

ლაქტაცია : ვინაიდან მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს, პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენება .

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ავტომობილებისა და მანქანა - დანადგარების მართვის უნარზე გავლენა :

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მანქანა - დანადგარებით სარგებლობის უნარზე .

3. როგორ მიიღება პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით . რაიმე კითხვის შემთხვევაში , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მიღების წესი:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში ორ ტაბლეტს , რომელიც მიიღება დილა - საღამოს ჭამის დროს .

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები მიიღება ყოველ დღე ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით . შეიძლება საჭირო იქნას პრეპარატის რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში მიღება . მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში , მიმართეთ ექიმს .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი .

თუ დაგავიწყდათ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება: თუ დანიშნული გაქვთ პრეპარატის რეგულარულად მიღება და გამოტოვეთ დოზა , მიიღეთ ის მაშინვე , როგორც კი გაგახსენდებათ . თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დროს , არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და ჩვეულებრივ დროს მიიღეთ შემდეგი დოზა . გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია .

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას: ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება . თუ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას შეწყვეტთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე , შეიძლება კვლავ გამოვლინდეს თავდაპირველი სიმპტომები . აუცილებელია ტაბლეტების მიღება ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში .

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად,პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ წარმოდგენილია გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი :

ხშირი ( შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტში ):

დარღვევები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ , როგორიცაა დისკომფორტი კუჭის არეში , ტკივილი კუჭის არეში , სისუსტე;

ნაკლებად ხშირი ( შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1000 პაციენტიდან 1-100 პაციენტში ):

ძილიანობა , თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში , დისკომფორტი , ღებინება , დიარეა

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

დაბალი არტერიული წნევა, სპაზმი, გულისცემის გახშირება;

დაღლილობა;

უძილობა, აგზნება;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-1000 პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა;

არარეგულარული მენსტრუაცია ან ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში .

რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში , ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას , რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრქუციის ფურცელში , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

5. შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები არ გამოიყენება ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს .

დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა . გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების წესის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტისაგან . აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას .

6. დამატებითი ინფორმაცია

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების შემადგენლობა :

- პრეპარატის აქტიური სუბსტანციებია დიოსმინი და ჰესპერიდინი .

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 450 მგ დიოსმინს და 50 მგ ჰესპერიდინს .

ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები :

ფუტკრის თეთრი ც*-1ვილი, გლიცეროლი, ჰიპრომელოზა 2190, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილსულფატი, რკინის ოქსიდი ( ყვითელი ) ( E-172 ), რკინის ოქსიდი ( წითელი ) ( E -172), ტიტანის დიოქსიდი ( E -171), მაგნიუმის სტეარატი ;

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემცველობა:

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების სახით . ტაბლეტები მოვარდისფრო - კრემისფერია , ოვალური ფორმის , ორმხრივ ამობურცული, გასაყოფი ხაზით. ყოველ ბლისტერში მოთავსებულია 30 ან 60 პელეთროცინ პლუსის შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეფუთულია პვქ / ალუმინის ფოლგიან ბლისტერში პაციენტისათვის განკუთვნილ ინსტრუქციის ფურცელთან ერთად . ბაზარზე ყველა შეფუთვის ფორმა არ არის წარმოდგენილი .

გამოშვების ფორმა

№30 ტაბლეტი შეფუთვაში;

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე;

ვარგისობის ვადა

3 წელი

გაცემის რეჟიმი

II ჯგუფი ( რეცეპტით )

მწარმოებელი:

HELP SA  ატიკა – საბერძნეთი