რენიტეკი 5მგ #14ტ

რენიტეკი 5მგ #14ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ენალაპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 3253
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რენიტეკი 5მგ 
RENITEC


შემადგენლობა: 1 ტაბლეტში შედის 5, 10 ან 20 მგ ენალაპრილის მალეატი (enalapril).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ენალაპრილის მალეატი მალეინის მჟავის და ენალაპრილის (ალანინის და პროლინის წარმოებული) მარილია. ფარმაკოლოგიურად აქტიურია ენალაპრილის მეტაბოლიტი ენალაპრილატი, რომელიც თრგუნავს ანგიოტენზინგარდამქნელ ფერმენტს.
ფარმაკოკინეტიკა: ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება და ჰიდროლიზდება ენალაპრილატად. საკვების მიღება არ მოქმედებს აბსორბციაზე.
ჩვენებები:
• ესენციური არტერიული ჰიპერტენზია
• რენოვასკულარური ჰიპერტენზია
• გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება უკმარისობის პროგრესირების შესაჩერებლად, ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის დროს, როცა კლინიკურად არ არის გულის უკმარისობის სიმპტომები, რენიტეკი გამოიყენება გულის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად, ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად, ასევე კორონარული იშემიის პროფილაქტიკისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირის და არასტაბილური სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება:
რენიტეკი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მისი მიღება საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული. არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა 10-20 მგ დღეში ერთხელ. მსუბუქი ჰიპერტონიის დროს 10 მგ, მძიმე ჰიპერტონიისას 20მგ. დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მაქს დღიური დოზაა 40 მგ.
რენოვასკულური ჰიპერტონიით დაავადებულებში საწყისი დოზაა 5 მგ, რომელიც უნდა გაიზარდოს საჭიროების მიხედვით. ეფექტურია 20 მგ. მაქსიმალური დღიური დოზა 40 მგ არის. ჰიპოტენზიის შესაძლო განითარების გამო საჭიროა პაციენტს მოეხსნას შარდმდენები რენიტეკის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, ან მკურნალობა დაიწყოს 5 მგ რენიტეკით და დოზა შემდეგ გაიზარდოს.
გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის დროს რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება 2.5 მგ-ით. პრეპარატის დოზა თანდათან შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე. დოზის შერჩევა 2-4 კვირა შეიძლება გაგრძელდეს.
თირკმლების უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან ინტერვალი მიღებებს შორის გაიზარდოს. როცა კრეატინინის კლირენსი არის 80-30 მლ/წთ, რენიტეკის დოზა 5-10 მგ უნდა იყოს, კრეატინინის კლირენსი 30-10 მლ/წთ დროს 2.5-5 მგ დღეში, ხოლო10 მლ-ზე ნაკლები კლირენსისას 2.5 მგ დიალიზის დღეს.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია წამლის მიღებიდან დაახლოებით 6 საათში, სტუპოროზული მდგომარეობა. მკურნალობა: ინტრავენურად იზოტონური ხსნარის ინფუზია, კუჭის ამორეცხვა თუ პრეპარატი ახალი მიღებულია. ორგანიზმიდან ენალაპრილის გამოყვანა ჰემოდიალიზით ხდება.
უკუჩვენებები:
• ანამნეზში აგფ ინჰიბიტორებზე ალერგიული რეაქცია
• მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის მიმართ
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტთა 2%-ზე ნაკლებს აღენიშნება ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, იშვიათად ტკივილი გულის არეში, არითმია, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია; შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია, იშვიათად დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, მხედველობის დაბინდვა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, იშვიათად პანკრეატიტი, ჰეპატიტი, დისპეფსია, სტომატიტი, ტრანსამინაზების და ბილირუბინის მომატება სისხლში. სიმპტომები პრეპარატის მოხსნისას ქრება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, იშვიათად ინფილტრატი ფილტვებში, ბრონქოსპაზმი, რინორეა, დისფონია.
საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად თირკმლების უკმარისობა, ოლიგურია, კრეატინინის და შარდოვანას მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დერმატიტი, ერითემა, პემფიგუსი. აღწერილია რთული სიმპტომოკომპლექსის განვითარება ცხელებით, ედს-ის მატებით, სეროზიტით, ართრიტით, მიალგიით, ვასკულიტით.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
კანის მხრივ: ქავილი, ალოპეცია, სახის სიწითლე.
ლაბორატორული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერკალემიის, ჰიპონატრემიის განვითარება, ჰემატოკრიტის შემცირება.
სხვა: გაძლიერებული ოფლდენა, იმპოტენცია, კრუნჩხვები, გლოსიტი.
პაციენტები კარგად იტანენ რენიტეკს. გვერდითი მოვლენები დროებითი და უმნიშვნელოა.
განსაკუთრებული მითითებანი:
კლინიკური კვლევით დადასტურდა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა რენიტეკით მკურნალობისას. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისტემატურად არტერიული წნევის და თირკმლების ფუნქციის კონტროლი. მკურნალობის დასაწყისში ჰიპოტენზია არ წარმოადგენს მკურნალობის წინააღმდეგჩვენებას.
სიმპტომური ჰიპოტენზია ხშირად ვითარდება შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოვოლემიის, დიარეის ან ღებინების ფონზე.
სიმპტომური ჰიპოტენზია უვითარდებათ გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულებს შარდმდენების მიღების, ჰიპონატრიემიის და თირკმლების უკმარისობის გამო. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დოზის შეცვლისას. ასევე სიფრთხილეა საჭირო გიდ-ით და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადების დროს, რადგან ჰიპოტენზიამ ინფარქტი და ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს. ჰიპოტენზიის დროს პაციენტი უნდა დაწვეს და საჭიროების შემთხვევაში გადაესხას ფიზიოლოგიური ხსნარი.
ნორმალური და დაბალი არტერიული წნევით მიმდინარე გულის უკმარისობისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ზოგ შემთხვევაში ჰიპოტენზია აუარესებს თირკმლების ფუნქციას, იშვიათად ვითარდება შექცევადი თირკმლების მწვავე უკმარისობა. ზოგ პაციენტში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით, აღინიშნა კრეატინინის და შარდოვანას მომატება სისხლში. მკურნალობის შეწყვეტისას მონაცემები ნორმას დაუბრუნდა.
ცალკეულ შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობამდე თირკმლების ნორმალური ფუნქცია ჰქონდათ, რენიტეკის და დიურეზული საშუალებების ერთად დანიშვნამ გამოიწვია კრეატინინის სისხლში და შარდოვანას შარდში უმნიშვნელო მომატება. ამ დროს რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება იშვიათად იწვევს სახის, ტუჩების, ენის, კიდურების ანგიონევროზულ შეშუპებას. ამ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს. ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, ხოლო სასუნთქი გზების დახშობის შემთხვევაში გამოიყენება ინტრავენურად ადრენალინი.
ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ზრდის მისი კვლავ განვითარების რისკს რენიტეკით თერაპიისას.
იშვიათად რენიტეკით მკურნალობის პერიოდში ჰიპოსენსიბილიზაცია იწვევს ანაფილაქსიურ რეაქციას. რის გამოც სასურველია ჰიპოსენსიბილიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე დროებით უნდა მოიხსნას რენიტეკი.
დიალიზზე (პოლიაკრილონიტროლის მემბრანების გამოყენებით) მყოფ პაციენტებს, რომლებიც რენიტეკს ღებულობენ, შესაძლოა ანაფილაქსია განუვითარდეთ, რის გამოს ამ ტიპის მემბრანების გამოყენება დიალიზის დროს არ არის რეკომენდირებული.
ქირურგიული ოპერაციების დროს წარმოქნმილი ჰიპოტეზია კორეგირდება მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით.
რენიტეკით მკურნალობის დროს საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი.
ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა არ არის შესწავლილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებსი რენიტეკი არ არის რეკომენდირებული. დაფეხმძიმებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება ნაყოფის დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. კერძოდ ვითარდება ჰიპოტენზია, თირკმლების უკმარისობა, ჰიპერკალემია, თავის ქალას ჰიპოპლაზია; ვითარდება ოლოგოჰიდრამნიონი, რომელიც თავის ქალას დეფორმაციას, ფილტვების ჰიპოპლაზიას, კიდურების კონტრაქტურას იწვევს. აღნიშნული მოვლენები არ ვითარდება რენიტეკის ორსულობის I ტრიმესტრში დანიშვნისას. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა ოლოგოჰიდრამნიონის გამოსავლენად.
ახალშობილები, რომელთა დედებიც ღებულობდნენ რენიტეკს, საჭიროებენ მეთვალყურეობას ოლიგურიის, ჰიპერკალემიის და ჰიპოტენზიის გამო. ენალაპრილი გადის პლაცენტაში და მისი გამოყვანა ნაყოფის ორგანიზმიდან შეიძლება პერიტონული დიალიზით.
რენიტეკი გადადის დედის რძეში, რაც უნდა გავითვალისწინოთ ლაქტაციის დროს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
რენიტეკის დანიშვით სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებთან ერთად ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება. რენიტეკით მონოთერაპიის დროს კალიუმი საშუალოდ 0.2 მეკვ/ლ აღწევს. დიურეზული საშუალებების დანიშვნა რენიტეკით გამოწვეულ ჰიპეკალემიას ამცირებს.
რენიტეკის და კალიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა კალიუმის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში. საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი ასეთი მკურნალობის დროს. რენიტეკით მკურნალობისას შესაძლოა ლითიუმის კლირენსის დაქვეითება, რაც მის რეგულარულად განსაზღვრას მოითხოვს სისხლში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, 20-250C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
მითითებულია კოლოფზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი ფირმა: MERCK SHARP & DOHME IDEA