მინისებური სხეული 2მლ #10ა(თბ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მინისებრი სხეული
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე; pH 8,4-9,8;
შემადგენლობა:
სხვადასხვა სახის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თვალის მინისებრი სხეული.
გამოშვების ფორმა:
საინექციო სითხე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოგენური პრეპარატი მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს არასპეციფიკურ მასტიმულირებელ მოქმედებას, იგი აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, გააჩნია დამარბილებელი და შეწოვის მოქმედება.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ნაწიბუროვანი ქსოვილის დასარბილებლად და გასაწოვად სახსრების სხვადასხვა გენეზის კონტრაქტურის, ოპერაციის შემდგომი, დამწვრობების, ტრავმული და სხვა ფართო ზომის ნაწიბურების დროს, ძვლოვანი კორძის განვითარების სტიმულაციისათვის.
პრეპარატი ინიშნება აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნევრალგიების, რადიკულიტის, ფანტომური ტკივილების დროს.
პრეპარატი ეფექტურია კერატიტების, თვალის რქოვანას წყლულისა და დამწვრობის დროს (რეგრესიულ პერიოდში), აგრეთვე თვალის ტრავმების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება:
მინისებრი სხეული შეჰყავთ კანქვეშ ან კონიუქტივიტის ქვეშ.
2 მლ გამოიყენება ყოველდღიურად: მკურნალობის კურსი კონტრაქტურის, ნაწიბურების დროს შეადგენს 25 დღემდე, ნევრალგიების დროს – 8-დან 10 დღემდე.
სუბკონიუნქტივურად პრეპარატი შეჰყავთ დოზით 0,3-0,5 მლ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული გამოვლინებები.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების, ზოგადი გამოფიტვის, ნეფრიტის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებით მიმდინარე გულის უკამრისობისას, ავთვისებიანი სიმსივნის დროს წინააღმდეგნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება პრეპარატის მცირე ტოქსიკურობის გამო.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
შეფუთვა:
10 ამპულა 2 მლ მუყაოს კოლოფში.