რინგერი 500მლ #1ფლ (დელტა)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის საკორექციო საშუალებები, პარენტერალური გამოყ. დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული საშუალებები, დეზინტოქსიკაციისა და რეჰიდრატაციული საშუალებები, პარენტერალური საშუალებები რეჰიდრატაცისა და დეზინტოქსიკაციისათვის
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ნატრიუმი,კალიუმი,კალციუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 32087
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
რინგერის ხსნარი
საინფუზიო ხსნარი
(Ringer Solution)
საინფუზიო ხსნარი
(Ringer Solution)
საინფუზიო ხსნარი 250 მლ / 500 მლ / 1000 მლ
ვენაში გადასხმებისათვის
ქიმიური შემადგენლობა
1000 მლ პრეპარატი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი 8.60 გ
კალიუმის ქლორიდი 0.30 გ
კალციუმის 2 H2O ქლორიდი 0.33 გ
საინფუზიო წყალი 1000 მლ-მდე
მოლური კონცენტრაცია:
1 მლ ხსნარი შეიცავს: 0.147 მმოლი Na+
4 მიკრომოლი K+
2.25 მიკრომოლი Ca++
0.156 მმოლი Cl-
pH-ის სიდიდე: 5.0-7.5
თეორიული ოსმოლარობა 307 მოსმ/ლ
ტიტრირებული მჟავიანობა pH 7.4-მდე: < 0.1 მმოლი/ლ
გამოყენების ჩვენებები
- სითხისა და ელექტროლიტების შევსება ქლოროპენული ალკალოზის ან ქლორიდების დაკარგვის დროს
- სითხის მოცულობის ხანმოკლე სისხლძარღვებშიდა შევსება
- იზოტონიური დეჰიდრატაცია
- ჰიპოტონიური დეჰიდრატაცია
- როგორც საბაზო ხსნარი ელექტროლიტების კონცენტრატებისა და იმ მედიკამენტებისათვის, რომლებიც კომბინირდება რინგერის ხსნართან თავისი თვისებებითა და ხარისხით
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) რინგერის ხსნარის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
- ორგანიზმში წყლის დიდი რაოდენობით შემცველობა (ჰიპერჰიდრატაცია).
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება
- სისხლში დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობა (ჰიპერკალიემია)
- სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემცველობა (ჰიპერნატრიემია)
- სისხლში დიდი რაოდენობით ქლორიდების შემცველობა (ჰიპერქლორემია)
- დაავადებები, რომლებიც მოითხოვს ორგანიზმში ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობით შეყვანას (მაგალითად, გულის უკმარისობა, ზოგადი შეშუპებები, ფილტვების შეშუპება, სისხლის მაღალი წნევა, ეკლამპსია, თირკმლის მძიმე უკმარისობა)
- თირკმლის უკმარისობა სისხლში დიდი რაოდებით კალიუმის შემცველობისაკენ (ჰიპერკალიემია) მიდრეკილებით
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება დღეისათვის არ გამოვლენილა.
პრეპარატის შემადგენლობაში კალიუმის არსებობის გამო შესაძლებელია ურთიერთქმედება ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს არაორგანულ ფოსფატს ან კარბონატს.
შესაძლო ურთიერთქმედების პრევენციისათვის გასათვალისიწნებელია პარალელურად მისაღებად დანიშნული პრეპარატების ინსტრუქციები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს.
გამოყენების წესი
პრეპარატის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის მოთხოვნაზე ელექტროლიტებსა და სითხეზე.
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:
პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის დადგენა ხდება პაციენტის ორგანიზმის ელექტროლიტებსა და სითხეზე მოთხოვნის მიხედვით. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში სითხის შეყვანა არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ სხეულის წონის კგ-ზე დღეში.
ვენაში ინფუზიებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჰგონია, რომ რინგერის ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია, ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, ჰიპეროსმოლარობა და ნივთიერებათა ცვლის მაღალი მჟავიანობა.
თერაპია ჭარბი დოზის დროს:
ორგანიზმში პრეპარატის მიწოდების შეწყვეტა, პრეპარატის დაჩქარებულად გამოყოფა თირკმელების მეშვეობით, ორგანიზმში შესაბამისი ელექტროლიტების მიწოდების შემცირება.
რინგერის ხსნარის შეფუთვა და შიგთავსი:
1 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
1 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
1 ტარა ინფუზიისათვის 1000 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 1000 მლ (პლასტიკი)
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის სპეციალურ პირობებს პრეპარატი არ საჭიროებს.
შენახვის ვადა გახსნის ან მომზადების შემდეგ
რინგერის ხსნარის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ტარა დაზიანებულია და ტარის შიგთავსი დაბინდულია.
რინგერის ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ შეფუთვის გახსნის შემდეგ.
ინფუზიისათვის გამოუყენებელი ხსნარის ნარჩენები უნდა გადაიყაროს.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მხოლოდ აფთიაქებში გასაყიდად.
ფარმაცევტული კომპანია
DeltaSelect GmbH
Otto-Hahn-Straße 31-33
63303 Dreieich
Germany
For Actavis international Ltd
მწარმოებელი
DeltaSelect GmbH
Zweigniederlassung
Benzstraße 5
72793 Pfullingen
Germany
72793 Pფულლინგენ
Gერმანყ
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით