ნატრიუმის ქლორ0.9% 500მლ(დელტა
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნიკელით ქრონიკული მოწამვლის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, პარენტერალური გამოყ. დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული საშუალებები, დეზინტოქსიკაციისა და რეჰიდრატაციული საშუალებები, ანტიდოტები და კომპლექსწარმომქმნელი პრეპარატები, ოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ნატრიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 32085
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნატრიუმის ქლორიდი
საინფუზიო ხსნარი
(Sodium Chloride 0.9% solution for infusion)
საინფუზიო ხსნარი
(Sodium Chloride 0.9% solution for infusion)
ზოგადი დახასიათება
ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი წარმოადგენს ელექტროლიტების ხსნარს.
აქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდი.
საინფუზიო ხსნარი 250 მლ / 500 მლ / 1000 მლ
ვენაში გადასხმებისათვის.
ქიმიური შემადგენლობა
1000 მლ პრეპარატი შეიცავს:
ნაყტიუმის ქლორიდი 9.0 გ
საინფუზიო წყალი 1000 მლ-მდე
მოლური კონცენტრაცია:
1 მლ შეიცავს: 0.154 მმოლი Na+
0.154 მმოლი Cl-
pH-ის სიდიდე: 4.5-7.0
თეორიული ოსმოლარობა 309 მოსმ/ლ
ტიტრირებული მჟავიანობა pH 7.4-მდე: < 0.1 მმოლი/ლ
გამოყენების ჩვენებები
- სითხისა და ელექტროლიტების შევსება ქლოროპენული ალკალოზის დროს
- ქლორიდების დანაკარგის შევსება
- სითხის მოცულობის ხანმოკლე სისხლძარღვებშიდა შევსება
- ჰიპოტონიური დეჰიდრატაცია
- იზოტონიური დეჰიდრატაცია
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
- ორგანიზმში წყლის დიდი რაოდენობით შემცველობა (ჰიპერჰიდრატაცია).
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება
- სისხლში კალიუმის მცირე შემცველობა (ჰიპოკალიემია)
- სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემცველობა (ჰიპერნატრიემია)
- სისხლში დიდი რაოდენობით ქლორიდების შემცველობა (ჰიპერქლორემია)
- დაავადებები, რომლებიც მოითხოვს ორგანიზმში ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობით შეყვანას (მაგალითად, გულის უკმარისობა, ზოგადი შეშუპებები, ფილტვების შეშუპება, სისხლის მაღალი წნევა, ეკლამპსია, თირკმლის მძიმე უკმარისობა)
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს.
გამოყენების წესი
ჩვეულებრივი დოზა (თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა):
როგორც წესი, პრეპარატის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის მოთხოვნაზე ელექტროლიტებსა და სითხეზე (40 მლ/სხეულის წონის კგ/დღე ან 2 მმოლი ნატრიუმი სხეულის წონის კგ/დღე).
პრეპარატის დოზირებისათვის ნამდვილია შემდეგი საორიენტაციო მაჩვენებლები:
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:
პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის დადგენა ხდება პაციენტის ორგანიზმის ელექტროლიტებსა და სითხეზე მოთხოვნის მიხედვით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის: 3-6 მმოლი ნატრიუმი კგ/სხეულის წონის კგ, ბავშვებისათვის – 3-5 მმოლი ნატრიუმი/სხეულის წონის კგ.
ჰიპერტონიული დეჰიდრატაციისას არ შეიძლება ინფუზიის დიდი სიჩქარით შეყვანა (წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პლაზმის ოსმოლარობისა და მასში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება).
ვენაში ინფუზიებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჰგონია, რომ რინგერის ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის სიმპტომები:
- ჰიპერჰიდრატაცია
- სისხლში ნატრიუმისა და ქლორიდების დიდი რაოდენობით შემცველობა (ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია)
- ჰიპეროსმოლარობა
- ნივთიერებათა ცვლის მაღალი მჟავიანობის დადგენა
თერაპია ჭარბი დოზის დროს:
ორგანიზმში პრეპარატის მიწოდების შეწყვეტა, პრეპარატის დაჩქარებულად გამოყოფა თირკმელების მეშვეობით, ორგანიზმში შესაბამისი ელექტროლიტების მიწოდების შემცირება.
გვერდითი ეფექტები
სისხლში ნატრიუმისა და ქლორიდების დიდი რაოდენობით შემცველობა (ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია).
ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარის შეფუთვა და შიგთავსი:
1 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
1 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
1 ტარა ინფუზიისათვის 1000 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 1000 მლ (პლასტიკი)
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის სპეციალურ პირობებს პრეპარატი არ საჭიროებს.
ტარის ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა გადის ტარის ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა გახსნის ან მომზადების შემდეგ
ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ტარა დაზიანებულია და ტარის შიგთავსი დაბინდულია.
ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ შეფუთვის გახსნის შემდეგ.
ინფუზიისათვის გამოუყენებელი ხსნარის ნარჩენები უნდა გადაიყაროს.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მხოლოდ აფთიაქებში გასაყიდად.
ფარმაცევტული კომპანია
DeltaSelect GmbH
Otto-Hahn-Straße 31-33
63303 Dreieich
Germany
For Actavis international Ltd
მწარმოებელი
DeltaSelect GmbH
Zweigniederlassung
Benzstraße 5
72793 Pfullingen
Germany
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით