გრიპ ჰოთი #10ტ

გრიპ ჰოთი #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 31037
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გრიპ ჰოთი ტაბლეტები
Grip Hot
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - paracetamol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები >> პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #10

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
250 მგ. პარაცეტამოლს,
5 მგ.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს,
100 მგ ოქსალამინის ციტრატს,
2 მგ ქლორფენირამინის მალეატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გრიპჰოთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისდამწევი, ანტიჰისტამინური და დეკონგესტიური ეფექტი.გამოიყენება გაციების,სურდოს და ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიური ინფექციების სიმპტომური მკურნალობისას
ფარმაკოდინამიკა:
პარაცეტამოლი: აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით ამცირებს ტკივილის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას.
ქლორფენირამინის მალეატი: აქვს ანტიჰისტამინური და ანტიმუსკარინული მოქმედება. .ჰისტამინის H1 რეცეპტორების კონკურენტული ინჰიბირება განაპირობებს ალერგიული სიმპტომების შემცირებას,მცირდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპება, ახდენს ზომიერ ბრონქოლიზურ მოქმედებას,ცრემლდენის და ქავილის კუპირებას თვალსა და ცხვირში.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ავლენს დეკონგესტიური მოქმედებას. ფენილეფრინი სისხლძარღვების ძლიერ შემავიწროებელი პრეპარატია, რომელსაც გააჩნია პირდაპირი და უშუალო სიმპათომიმეტური მოქმედება. იგი წარმოადგენს პოსტადრენორეცეპტორების აგონისტს. ფენილეფრინის გამოყენება ახდენს ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების შევიწროვებას, რის შედეგადაც მცირდება ცხვირიდან გამონადენი.
ოქსალამინის ციტრატი: პერიფერიული მოქმედების სინთეზური ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გზით, ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას

ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი: ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვლინდება 30წთ-ის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2სთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა 3-4სთ-ია. პარაცეტამოლის 90-95% მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა განავალთან ერთად.
ქლორფენირამინის მალეატი: ქლორფენირამინი კარგად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, მოქმედებას ავლენს 15-60წთ-ში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 3-6სთ-ის განმავლობაში. 24 სთ-ის განმავლობაში მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმლებით. პლაზმის ცილებს უკავშირება 60%-ით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ორალური მიღებისას 15-20წთ-ის შემდეგ ვლინდება მისი მოქმედება და გრძელდება 4სთ-ის განმავლობაში. ფენილეფრინი აბსორბირდება და მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუმცა ნაწლავებიდან არასრულად შეიწოვება, პირის ღრუს ლორწოვანიდან ხორციელდება ფენილეფრინის სრული აბსორბცია. ბიოტრანსფორმირდება ნაწლავის კედელში და ღვიძლში: ძირითადი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ნაწლავში, სადაც ფერმენტ მონოამინოოქსიდაზის ზემოქმედების ქვეშ გარდაიქმნება ქინაქინის კონიუგატად. არამეტაბოლიზირებული ფენილეფრინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა საშარდე გზით.

ჩვენებები
გამოიყენება გაციების(მწვავე ვირუსული რინიტი), სურდოს, გრიპის,რინიტების (სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, არაალერგიული ეოზინოფილური რინიტი, ვაზომოტორული რინიტი) ზემო სასუნთქი გზების ინფექციების (ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი და ლარინგიტი) სიმპტომური მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. 6 დან 12 წლამდე ბავშვები: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში 8 საათიანი ინტერვალებით. ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 1-2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, მგრძნობიარე პირებს შესაძლებელია აღენიშნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ნევროზულობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, აგზნებადობა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, ფოტოსენსიბილიზაცია, შარდვის გაძნელება. პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულებში: (С კატეგორია)
ორსულობისას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ აუცილებლობის გარეშე მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
გამოყენება ლაქტაციისას: მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის ცნობილი, ამიტომ ლაქტაციისას მისი გამოყენება არ არის სასურველი.

გამოყენება მოხუცებში: სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასაკოვან პირებში, მათი განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო ხველების საწინააღმდეგო და ვაზოპრესორული ეფექტების მიმართ.
გამოყენება ბავშვებში:
6 წლამდე არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღება არ არის სასურველი რომელიმე შემცველი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; ქლორფენილამინმა შეიძლება გამოიწვიოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიური სტიმულაცია; ფენილეფრინი სიფრთხილით ინიშნება მძიმე ჰიპერტენზიით და ვენტრიკულარული ტაქიკარდიით დაავადებულ ავადმყოფებში. ოქსალამინმა ბავშვებში შეიზლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და ჰალუცინაციები.მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია.პრეპარატი უნდა დაინიშნოს მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდად არა უმცირეს 3 კვირის შემდგომ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პროსტატის ჰიპერპლაზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის, არითმიების, ცერებროვასკულური დარღვევების დროს. პრეპარატი არ ენიშნებათ პირებს, რომლებიც ასრულებენ ზუსტ საქმიანობას და მძღოლებს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას ადრეულ პერიოდში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა. ბავშვებში ღებინების გამოწვევისას გასათვალისწინებელია ასპირაციის საშიშროება. შეიძლება მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება. სიმპტომების გამოვლენის გვიან პერიოდში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით ტარდება სიმპტომური მკურნალობა (ინტრავენურად გადასასხმელი ხსნარების შეყვანა, ოქსიგენაცია). ჰიპოტონიისას, შესაძლებელია ვაზოპრესორების დანიშვნა, მაგრამ არა ადრენალინის, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო დააქვეითოს არტერიული წნევა. კონვულსიების განვითარების საშიშროების გამო, უკუნაჩვენებია ანალეფსიური საშუალებები. პარაცეტამოლის სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ორალური N- აცეტილცისტეინი

შენახვის პირობები და ვადები
ინახება შეფუთული, ოთახის ტემპერატურაზე (25°C- ზე დაბლა), მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
დროგსან ილაჩლარი სან. ვე თიჯ. ა. შ.
თურქეთი
ასფარმა