ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედ40გ მალ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
მეკოლი
სავაჭრო დასახელება: მეკოლი.
წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო.
შემადგენლობა: თითოეული ტუბი (40 გ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: ქლორამფენიკოლი - 0,30 გ, მეთილურაცილი - 1,60 გ, დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 1500, მაკროგოლი 400.
აღწერილობა: თეთრი ან თეთრი ყვითელი შეფერილობით, ერთგვაროვანი კონსისტენციის მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები მიკრობების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
aTq kodi: D06C.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული, რეპარაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, რომლის მექანიზმიც დაკავშირებულია მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევასთან. მოქმედებს ბაქტერიოსტაზულად, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლურჯჩირქოვანი და ნაწლავური ჩხირი) მიმართ. მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების დანაწიბურებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატი ადვილად აღწევს ქსოვილებში ბიოლოგიური მემბრანების დაზიანების გარეშე, თუმცა პრეპარატის კანზე, ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვის ხარისხი უცნობია.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
გამოყენების ჩვენებები
ჩირქიანი ჭრილობები (მათ შორის, ინფიცირებული შერეული მიკროფლორით) ჭრილობის პროცესის პირველ (ჩირქოვან-ნეკროზულ) ფაზაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენეტების მიმართ, ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი დაზიანებები, კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, სისხლის სისტემის პათოლოგიები ანამნეზში, მიელოსუპრესიისა და აპლასტიური ანემიის ჩათვლით, 3 წლამდე ბავშვები.
გამოყენების წესი და დოზები
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მალამოთი უნდა გაიჟღინთოს სტერილური დოლბანდის ტამპონები, რომლებითაც უნდა ამოივსოს ჭრილობა.
შესაძლებელია მალამოს შეყვანა ჩირქიან ღრუებში კათეტერის (სადრენაჟო მილაკის) საშუალებით შპრიცის მეშვეობით. ამგვარ შემთხვევებში მალამო წინასწარ შევათბოთ 35-360C ტემპერატურამდე. გადახვევები გავაკეთოთ ყოველდღიურად ჭრილობის ჩირქოვან-ნეკროზული მასებისგან სრულ გაწმენდამდე და მათი გრანულაციის დაწყებამდე. დიდი ფართობის მქონე ჭრილობის ზედაპირების შემთხვევაში მალამოს სადღეღამისო დოზა ქლორამფენიკოლზე გადაანგარიშებით (ლევომიცეტინი) არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე 5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
სიფრთხილის ზომები
გარეგანი გამოყენების ანტიბაქტერიულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ კანის სენსიბილიზაცია, რასაც ახლავს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება ამ პრეპარატის გარეგანად შემდგომი გამოყენებისას სისტემური მოქმედების წამლის ფორმის სახით.
ჩირქის ან ნეკროზული მასების არსებობისას პრეპარატი ინარჩუნებს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
არ უნდა დავუშვათ მალამოს შეხება თვალის ლორწოვან გარსთან.
5 დღეზე მეტ ხანს თერაპიის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ლოკალური სტატუსისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ხელახლა შეფასება.
ქლორამფენიკოლის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მისი სისტემური აბსორბცია, რამაც ხანგრძლივი ზემოქმედებისას შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობა. არსებობს შეტყობინებები ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის შესახებ, ქლორამფენიკოლის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ აპლასტიური ანემიის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ რისკი დაბალია, იგი გათვალისწინებული უნდა იქნას მკურნალობისგან მოსალოდნელი უპირატესობების შეფასებისას. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის მდგომარეობის კონტროლის განხორციელება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში
თუ თქვენ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან არ გამორიცხავთ დაორსულების შესაძლებლობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ზეგავლენას არ ახდენს.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: გამაღიზიანებელი მოქმედება, კონტაქტური დერმატიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, რეტიკოლოციტოპენია, აპლასტიური ანემია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, წვა, ანგიონევროზული შეშუპება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასასურველია სისხლწარმოქმნის დამთრგუნავ პრეპარატებთან (სულფანილამიდები, ციტოსტაზურები, პირაზოლინის წარმოებულები) ერთდროული გამოყენება.
პრეპარატი შეუთავსებელია ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
მალამოს ხანგრძლივი და ხშირი გამოყენებისას შესაძლებელია აღწერილი გვერდითი რეაქციების გამოვლენა და გაძლიერება. ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა. მკურნალობა სიმპტომურია.
გამოშვების ფორმა
40 გ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში (შეფუთვა #1).
შენახვა
არაუმეტეს 200 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3,5 წელი. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ღია სააქციონერო საზოგადოება «ბორისოვი ს სამედიცინო პრეპარატების ქარხანა»,ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქალაქი ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა 64,
ტელ/ფაქსი +375 (177) 735612, 731156.










