ვალერინ სენი #15დრაჟე
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კატაბალახა+ბარამბო+სვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30584
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვალერინ სენი
Valerin Sen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დრაჟე 15ც
1 დრაჟეს შემადგენლობა: სტანდარტიზებული ექსტრაქტები
- კატაბალახას ძირები 100მგ,
- ბარამბო 25მგ,
- სვიის გირჩები 25მგ
და მაგნიუმი 30მგ.
შეიცავს შაქარს.
შემადგენლობა | 1 დრაჟე | 2 დრაჟე |
კატაბალახას ძირების ექსტრაქტი | 100მგ | 200მგ |
ბარამბოს ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ |
სვიის გირჩების ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ |
მაგნიუმი | 30მგ (10%*) | 60მგ (10%*) |
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების კატაბალახას ძირები, ბარამბოსა და სვიის გირჩების ექსტრაქტების აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ჩაძინების პროცესს და განაპირობებენ პრეპარატის სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი კი აღადგენს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს
ჩვენებები
ვალერინ სენი შეიცავს კატაბალახას ძირების, ბარამბოს და სვიის გირჩების ექსტრაქტს, და გამოიყენება:
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ძილის დარღვევების;
-მომატებული აგზნებადობისა და შფოთვის დროს.
მაგნიუმი ამცირებს ნერვ-კუნთოვან აგზნებადობას და ახასიათებს სედატიური ეფექტი.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში 1-2 დრაჟე დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ვალერინ სენის გამოყენება შემცვლელად ბალანსირებულ დიეტებში არ შეიძლება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15ºC - 25ºC ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
AFLOFARM, Poland
პოლონეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით