რუტინაცეა იუნიორი 100მლ სიროფი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
რუტინაცეა იუნიორი სიროფი 100მლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფლაკონი 100მლ
|
შემადგენლობა |
1½ ჩაის კოვზი (7,5მლ) |
5 ჩაის კოვზი (25მლ) |
|
ექინაცეას ექსტრაქტი |
0,90მ |
3მგ |
|
რუტინი |
0,75მგ |
2,5მგ |
|
შავი მოცხარის კონცენტრატი |
111,6მგ |
372მგ |
|
ჟოლოს წვენი |
37,2მგ |
124მგ |
|
ასკილის ექსტრაქტი |
7,44მგ |
24,8მგ |
დამხმარენივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.
ფარმაკოლოგიურითვისებები
მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.
ჩვენებები
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
მიღებისწესებიდადოზები
3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შენახვისპირობებიდავადები
პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქშიგაცემისწესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელიფირმა, ქვეყანა
AFLOFARM, Poland
პოლონეთი









