კოლადერმი 7% 80გ აეროზოლი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატები, ადგილობრივი გამოყენების დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პოლიესტერამიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30531
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კოლადერმი
Coladerm
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
Coladerm
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
წამლის ფორმა: გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი სითხე.
შემადგენლობა: კოლადერმი წარმოადგენს ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი პოლიესტერამიდის 7%-იან ხსნარს ეთილის სპირტში.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი სხეულის ზედაპირზე შეფრქვევის (ან დატანის) და სპირტის აორთქლების შემდეგ, წარმოქმნის პოლიესტერამიდის დამცავ აპკს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს. ხასიათდება ბაქტერიციდული და ანტისეპტიკური აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე.
ჩვენება: გამოიყენება
* როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);
* კლინიკურ პირობებში - ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ;
* ქირურგიაში _ საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.
უკუჩვენება:
* ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
* ფენილკეტონურია;
მიღების წესი და დოზირება: კანის მცირე ზომის დაზიანებებისას სასურველია გამოყენებული იქნეს 10 მლ ტევადობის საწვეთურიანი ფლაკონები, რომლიდანაც პრეპარატი დაზიანებულ უბანზე დაიტანება ფლაკონზე ხელის ოდნავ მოჭერით.
კლინიკურ პირობებში, ფართო მასშტაბის დამწვრობების და მექანიკურად დაზიანებული კანის მკურნალობისთვის, ასევე საოპერაციო ველის დამუშავების მიზნით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, გამოიყენება "კოლადერმი" გამფრქვევი მექანიზმის მქონე ფლაკონებით (120 მლ და 30 მლ ტევადობის). საოპერაციო ველს, ხსნარის დასხურების და სპირტის აორთქლების შემდეგ, ფარავენ სტერილური ბინტით.
სხვადასხვა ფართობის მქონე დაზიანებულ ზედაპირზე ხსნარის თანაბარი განაწილებისათვის საჭიროა ბალონიდან გაფრქვევის სწორი რეგულირება სათანადო დისტანციის დაცვითა და გამფრქვევზე სხვა-დასხვა ინტენსივობით დაჭერით: პოლიესტერამიდის დამცავი აპკით დიდი ზომის დაზიანებული ზედაპირის დასაფარად დისტანცია ბალონსა და სხეულის ზედაპირს შორის უნდა იყოს 20 სმ; ხოლო გაფრქვევის ინტენსივობა - მაქსიმალური, რაც მიიღწევა ბალონის გამფრქვევზე მაქსიმალური (შესაბამისად - მე-2 დონემდე) დაჭერით, ხოლო შედარებით მცირე ზომის ჭრილობის დასამუშავებლად დისტანცია სასურველია იყოს 10-15 სმ, ხოლო გა-მფრქვევზე დაჭერა _ საშუალო სიძლიერის (პირველ დონემდე).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღეში ერთჯერ ან ორჯერ, საჭიროების მიხედვით.
გამოშვების ფორმა:
80 გ და 15 გ-ის ოდენობით 120 მლ და 30 მლ მოცულობის გამფრქვევი მოწყობილობით აღჭურვილ პოლიმერული მასალის ბალონებში და 8 გ-ის ოდენობით 10 მლ ტევადობის პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით