არბიბათი 100მგ #10ტ

არბიბათი 100მგ #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: უნიფერონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30483
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

არბიბათი
Arbibat


სამკურნალო საშუალების დასახელება:

არბიბათი.

გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

ეთილის ეთერის 1-მეთილ-2-ფენილთიომეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-5--ჰიდროქსი-6-ბრომინდოლ-3-კარბონმჟავას ჰიდროქლორიდი, მონოჰიდრატი.       

სამკურნალო ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულები, 100 მგ.
1 კაფსულის შიგთავსის  შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ეთილის ეთერის 1-მეთილ-2-ფენილთიომეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-5- -ჰიდროქსი-6-ბრომინდოლ-3-კარბონმჟავას ჰიდროქლორიდი, მონოჰიდრატი _ 0,1 გ;         
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, აეროსილი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, პოლისორბატი 80.                                       
ათქ კოდი:  L03AX.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული, იმუნომასტიმულირებელი საშუალება. ინტერფერონის სინთეზის ინდუქტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:
ანტივირუსული პრეპარატი, გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, სპეციფიკურად თრგუნავს A და B გრიპის ვირუსებს. თრგუნავს ვირუსის ლიპიდური გარსის შერწყმას უჯრედულ მემბრანასთან, რითაც ეწინააღმდეგება ვირუსთა შეღწევას უჯრედში. გააჩნია ინტერფერონინდუცირებადი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნიტეტის ჰუმორალურ და უჯრედულ რეაქციებს, მაკროფაგების ფაგოციტურ ფუნქციას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციების მიმართ. ამცირებს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებულ გართულებების სიხშირეს, ასევე ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების გამწვავებას.
ვირუსული ინფექციებისას თერაპიული ეფექტურობა ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის გამოვლენის, კლინიკური მოვლენებისა და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებაში.
არბიბათი წარმოადგენს ნაკლებად ტოქსიკურ პრეპარატს (LD50>4გ/კგ). პერორალურად მიღებისას რეკომენდებულ დოზებში არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
50 მგ არბიბათის მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1.2 სთ-ში მიიღწევა, 100 მგ-ის მიღებისას _ 1.5 სთ-ში.
არბიბათი სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 შეადგენს 17_21 სთ-ს.
დაახლოებით 40% გამოიყოფა უცვლელი სახით, ძირითადად ნაღველთან ერთად (38,9%), ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით _ თირკმლებით (12%). პირველი დღის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.  

ჩვენებები:
      მოზრდილებსა და ბავშვებში პროფილაქტიკა და მკურნალობა:
•    A და B გრიპი, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, მათ შორის, ბრონქიტითა და პნევმონიით გართულებული;
•    მეორეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
•    ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და იმუნური სტატუსის  ნორმალიზაცია.
ბავშვებში 3 წლის ზემოთ მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეთიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

გამოყენების წესი და დოზები:

     პრეპარატი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებამდე. მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ერთჯერადი დოზაა 200 მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ, 3-დან 6 წლამდე _ 50 მგ.
არასპეციფიკური პროფილაქტიკისათვის:
გრიპითა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებით დაავადებულებთან უშუალო კონტაქტისას მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ პრეპარატი დღეში; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ დღეში; 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 50 მგ დღეში. პრეპარატი მიიღება ერთხელ დღეში, კურსი – 10_14 დღე.
      გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა და ჰერპესული ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 200 მგ; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ; 3-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებში _ 50 მგ. პრეპარატი მიიღება 2-ჯერ კვირაში, 3 კვირის განმავლობაში.
    მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პროფილაქტიკისათვის (ავადმყოფებთან კონტაქტისას) მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 12_14 დღის განმავლობაში; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ ერთხელ დღეში 12_14 დღის განმავლობაში.
    ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის პრეპარატი ინიშნება ოპერაციამდე ორი დღით ადრე, ასევე ოპერაციის შემდეგ მეორე და მეხუთე დღეს, დოზებით: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ _ 200 მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ, 3-დან 6 წლამდე _ 50 მგ.
    მკურნალობისათვის:
    გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული გაურთულებელი ინფექციებისას მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4-ჯერ დღეში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 100 მგ 4-ჯერ დღეში, 2-დან 6 წლამდე _ 50 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 5 დღე.
    გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული გართულებული ინფექციებისას (მათ შორის, ბრონქიტი, პნევმონია) მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ _ ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 6-დან 12 წლამდე _ 100 მგ 4-ჯერ დღეში, შემდეგ 100 მგ ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 3-დან 6 წლამდე _ 50 მგ 4-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 50 მგ ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში.
    მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის მკურნალობისათვის  მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 2ჯერ დღეში 8_10 დღის განმავლობაში.
    ქრონიკული ბრონქიტისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 2-ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 6-დან 12 წლამდე _ 100 მგ 4-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ 2 ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 3-დან 6 წლამდე _ 50 მგ 4-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში, შემდეგ _ 50 მგ 2-ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში.
    მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, 6-დან 12 წლამდე _ 100 მგ 4-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში, 3-დან 6 წლამდე _ 50 მგ 4-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
    _ 3 წლამდე ასაკის ბავშვები;
    _ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
    სიფრთხილით მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
    პრეპარატი არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო პრაქტიკაში პროფილაქტიკის მიზნით სხვადასხვა პროფესიის მქონე, მათ შორის, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (ტრანსპორტის მძღოლები, ოპერატორები), პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
    სხვა პრეპარატებთან დანიშვნისას  უარყოფითი ეფექტები არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
    მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
    2 წელი.

გაცემის წესი:
    ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა                     
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. N65.