ლევოსინის მალამო 50გ ფლ(ნიჟფ.)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
“ლევოსინის” მალამო
შემადგენლობა:
ლევომიცეტინი-1,0გ, სულფადიმეტოქსინი-4,0გ, მეთილურაცილი-4,0გ, ტრიმეკაინი-3,0გ, პოლიეთილენოქსიდი 100გ-მდე.
პრეპარატი წარმოადგენს თეთრ მოყვითალო შეფერილობის მალამოს.
ფორმა:
მალამო
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული, ადგილობრივ საანესთეზიო და ქსოვილთა რეგენერაციის პროცესების გასაუმჯობესებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
“ლევოსინის” მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული, ადგილობრივ საანესთეზიო, ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი მოქმედებით. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, აგრეთვე ანაერობების მიმართ.
მალამო ღრმად აღწევს ქსოვილთა სიღრმეში და გადააქვს პოლიეთილენგლიკოლთან შეკავშირებული ლევომიცეტინი და სულფადიმეტოქსინი. მაღალი ჰიდრატაციული აქტივობის გამო ლევოსინი ხანმოკლე დროის განმავლობაში (2-3 დღე) ძირითადად იწვევს პერიფოკალური შეშუპების ლიკვიდაციას და ჭრილობის გასუფთავებას ჩირქოვან-ნეკროზული შიგთავსისაგან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მეთილურაცილი აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს, ასტიმულირებს უჯრედის დაცვით ფაქტორებს.
ტრიმეკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომლის მოქმედება ნოვოკაინთან შედარებით მეტად ძლიერი და აგრეთვე მეტად ხანგრძლივია. ტრიმეკაინი ნაკლებად ტოქსიურია, არ ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება.
ჩვენება:
კანის სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფიცირებული ჭრილობები (დამწვრობები, ჭრილობები, ძნელად შეხორცებადი წყლულები).
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის სახით, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიზანშეწონილია გარეგანი გამოყენებისათვის.
“ლევოსინის” მალამოთი წარმოებს სტერილური დოლბანდის (ან ტამპონის) გაჯღენთვა, რომელსაც ადებენ ჭრილობაზე ან რომლითაც ავსებენ ჭრილობას მისი სტანდარტული ქირურგიული დამუშავების შემდგომ (ნეკროზული ქსოვილების მექანიკური მოშორება, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ჭრილობის დამუშავება). შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში ზონდით (დრენაჟის მილი) შპრიცის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა “ლევოსინის” მალამოს წინასწარ შეთბობა 35-36°C-მდე.
შენახვის ვადა:
2 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
50გ და 100გ მინის ქილებში ან 40გ ალუმინის ტუბებში.
მწარმოებელი:
შ.პ.ს “ნიჟფარმი”
რუსეთი