ნისტატინ.ვაგ.სუპ250000#10(ნიჟფ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნისტატინის სანთელი
შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
ნისტატინი 250000ერთ. ან 500000ერთ.
ბუთილოქსიანიზოლი სამედიცინო სუფთა, იონოლი საკვები (ბუთილოქსიტოლუოლი), ლიმონის მჟავა, ვაზელინის ზეთი, სანთლის ფუძე (მკვრივი ცხიმი A ტიპის ან ვიტეპსოლი)
აღწერილობა:
სანთლები ყვითელი ფერის, ტორპედოსმაგვარი ფორმის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ფორმა:
საშოს სანთლები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, ანტიბიოტიკს პოლიენების ჯგუფიდან. იგი უკავშირდება სოკოს უჯრედული მემბრანის სტეროლებს და არღვევს მათ მთლიანობას. აქტიურია ჩანდიდა ალბიცანს მიმართ.
ადგილობირივი გამოყენებისას პრეპარატი ლორწოვან გარსში არ შეიწოვება.
ჩვენება:
საშოს კანდიდოზი.
ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის სოკოვანი გართულებების პროფილაქტიკა.
ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.
დოზირება და მიღების წესი:
250000ერთ. და 500000ერთ. ნისტატინის სანთლები თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით. იგი შეყავთ საშოში (ჰიგიენური პროცედურის შემდეგ). 1 სანთელი 2 ჯერ დღეში (დილით და საღამოს). მკურნალობის კურსი 10-14 დღე.
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ორსულობა.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები.
შესაძლებელია სოკოების რეზისტენტული ფორმების გავრცელება, რაც საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ექიმის კონსულტაციას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ნისტატინის ერთდროული გამოყენებისას კლოტრიმაზოლთან ამ უკანასკნელის აქტივობა მცირდება.
გამოყენების თავისებურება:
მენსტრუაციის დროს მკურნალობა არ წყდება.
საშოს სოკოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია პარტნიორის ერთდროული მკურნალობა. მკურნალობის დროს სქესობრივი კავშირის დამყარება რეკომენდებული არ არის.
შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +5°C.
შეფუთვა:
10 ცალი სანთელი
მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ