პროფენიდი 60გ გელი

პროფენიდი 60გ გელი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30327
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პროფენიდი
PROFENID
 
 
საერთაშორისო დასახელება - ketoprofen
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M02AA10

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გელი – 60 გ-იანი ტუბი

ჩვენებები
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება კეტოპროფენს. მისი გამოყენება ნაჩვენებია ზრდასრულებში (15 წელს ზემოთ ასაკის ხალხში) მსუბუქი ტრავმული დაზიანებების, როგორიცაა მსუბუქი დაჭიმულობის ან კონტუზიის ხანმოკლე მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზები

აღნიშნული პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ მოზრდილებში (15 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში). ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს დღეში ორჯერ დატანა დაზიანებულ ადგილას
გელის შეწოვა ხდება ნაზი და ხანგრძლივი მასაჟის საშუალებით. იგი გამოიყენება მტკივნეულ და ანთებით ადგილებში.
გამოყენების შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ხელები რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი აქტიური პროდუქტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლებელია ცალკეულ პირებში გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების სხვადასხვა ხარისხი. შესაძლებელია თავი იჩინოს შემდეგმა შემთხვევებმა:
- ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის, სასუნთქი (მაგ. ასთმური შეტევა) ან საყოველთაოდ გავრცელებული რეაქციები;
- კანის გამოხატული რეაქციები მზის სხივებთან ან ულტრაიისფერ სხივებთან შეხებისას (იხილეთ “საგანგებო გაფრთხილებები”);
- იშვიათად, შეიძლება გავრცელდეს კანის ისეთი მწვავე რეაქციები, როგორიცაა ბულოზური გამონაყარი ან ბულოზური დაზიანება. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია აგრეთვე ადგილი ჰქონდეს შემდეგ შემთხვევებს:
- ადგილობრივი ეფექტები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება;
- არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული სხვა საყოველთაო ეფექტები, რაც დამოკიდებულია მიღებული გელის რაოდენობაზე, ნამკურნალებ ადგილსა და მის მდგომარეობაზე, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაზე და გამოყენებულია თუ არა ჰერმეტულად დახურული ქსოვილი.
- კანის გაღიზიანება და სიმშრალე, რაც გამოწვეულია ხშირი მიღებით (ალკოჰოლის მიღების გამო). ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი ან არასასიამოვნო ეფექტის თაობაზე, რაც არაა აღნიშნული წინამდებარე ბროშურაში.

უკუჩვენება

აღნიშნული პრეპარატის მიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობის 5 სრული თვის შემდეგ (ამენორეას 24 კვირა);
- აღნიშნული ან მსგავსი პრეპარატით, განსაკუთრებით სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით ან ასპირინით, გამოწვეული ასთმის შემთხვევა;
- კეტოპროფენის, თიაპროფენის მჟავის, ფენოფიბრატის (ქოლესტერინის დაბალი დონესთან დაკავშირებით გამოსაყენებელი სამედიცინო საშუალება), მზის კრემების ან სუნამოების მიმართ კანის გამოხატული ალერგია;
- აღნიშნული პრეპარატის ერთ-ერთი ინგრედიენტის მიმართ გამოხატული ალერგია;
- კანის ისეთი დაზიანების დროს, როგორიცაა: ლორწოვანი დაავადებები, ეკზემა, ინფექციური დაავადება, დამწვრობა ან ჭრილობა.
მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში, მოარიდეთ სხეული მზის სხივებსა (არაპირდაპირ შეხებასაც) თუ ულტრაიისფერ სხივებს.
სიფრთხილე ბავშვებთან დაკავშირებით მონაცემების უკმარისობის გამო, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოზრდილებში (15 წლის ზემოთ ასაკის ხალხში).
გელთან კონტაქტში მყოფი ადგილების შეხება მზის სხივებთან (არაპირდაპირიც კი) ან ულტრაიისფერ სხივებთან იწვევს კანის მეტნაკლებად მწვავე რეაქციებსა თუ ფოტოსენსიბილიზაციას. აქედან გამომდინარე აუცილებელია:
1. დაიფაროთ ნამკურნალები ადგილები ქსოვილით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.
2. რამდენიმე წუთის განმავლობაში გულდასმით დაიბანეთ ხელები გელის გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან აირიდოთ აღნიშნული ადგილების შემთხვევითი კონტაქტი მზის სხივებთან.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს კანის პათოლოგიური რეაქციები: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. გაითვალისწინებით აღნიშული მითითებები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით:
- არასოდეს მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა (იხილეთ “დოზირება”);
- ნუ გამოიყენებთ მას სხეულის დიდ არეალზე;
- დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო რეჟიმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:
ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში (ამენორეას 12 კვირა ანუ ბოლო ციკლის პირველი დღიდან 12 კვირა), თქვენმა ექიმმა შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნოთ აღნიშნული პრეპარატი. ორსულობის 2½-დან 5 თვემდე (ამენორეას 12-დან 24 კვირამდე), აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში თქვენი ექიმის რჩევის მიხედვით. მკაცრად რეკომენდებულია, რომ აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღება დაუშვებელია. ორსულობის 5 თვის შემდეგ (ამენორეას 24 კვირის შემდეგ), თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვზე, განსაკუთრებით კი გულზე, ფილტვებსა და თირკმელებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მხოლოდ ერთხელ მიიღებთ დოზას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღნიშნული პრეპარატი ორსულობის 5 თვის შემდეგ მიიღეთ, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მეანს/გინეკოლოგს შესაბამისი გამოკვლევის ჩასატარებლად.
ლაქტაცია:
აღნიშნული პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ უსაფრთხოების ზომის სახით თავი უნდა აარიდოთ მის მიღებას ლაქტაციის დროს. ჩვეულებრივ, ნებისმიერი წამლის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

განსაკუთრებული მითითებები

- მოარიდეთ პრეპარატი ლორწოვან გარსსა და თვალებს;
- ნუ დაფარავთ ნამკურნალებ ადგილებს ჰერმეტულად დახურული ქსოვილით.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის ან შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, მთლიანად ჩამოიბანეთ წყლით და დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რამდენიმე პრეპარატს შორის სავარაუდო ურთიერთქმედებების თავიდან ასარიდებლად, თქვენ სისტემატიურად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმის თაობაზე, რომ ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც.
აღნიშნული გელი შეიცავს არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება კეტოპროფენს. დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში თუ გიწევთ კანთან კეტოპროფენის შემცველი ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების შეხება. ყურადღებით გაეცანით იმ პრეპარატების ანოტაციებს, რომელთაც ღებულობთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი არ შეიცავენ კეტოპროფენსა და/ან არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს.

შენახვის პირობები და ვადები

ნუ შეინახავთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
ნუ გადააჭარბებთ გარე შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას.
შენახვის ვადა 5 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი