გიოქსიზონის მალამო 10გ
გააზიარე:
გიოქსიზონი
HYOXYSONUM
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გიოქსიზონი.
მოქმედი ნივთიერება:ჰიდროკორტიზონი, ოქსიტეტრაციკლინი.
გამოშვების ფორმა:მალამო.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი 1გ, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი 3გ.
დამხმარე ნივთიერება: ნიპაგინი, ვაზელინის ზეთი.
აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი:D07CA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, რომელიც კომპონენტების ჯამური მოქმედების შედეგად ახშობს კანის ანთებითი რეაქციების განვითარებას, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის ანთებითი რეაქციების, რომლებიც გართულებულია ბაქტერიული ინფექციით.
ოქსიტეტრაციკლინი – ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ახდენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, Rickettsia spp., Treponema spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp.
ჰიდროკორტიზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდია, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუადატურ და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტებს. აჩერებს ფაგოციტოზს, ამცირებს პროსტაგლადინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს A2 ფოსფოლიპაზის აქტიურობის დახშობისა და უჯრედოვანი გარსის ფოსფოლიპიდებიდან არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლების შემცირების გზით. ახშობს ინტერლეიკინებისა და სხვა ციტოკინების გამოთავისუფლებას, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესს, აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და ადგილობრივი ალერგიული რეაქციების წარმოშობას. აქვეითებს ცილების სინთეზს და კანში კოლაგენის დალექვას, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას, ასუსტებს პროლიფერაციულ პროცესებს.
გამოყენების ჩვენებები
ახალშობილების დერმატიტი (ბუშტუკოვანი და ექსფოლიაციური), ინფიცირებული სიწითლე, ფოლიკულიტები, ფურუნკულოზი, კარბუნკული, იმპეტიგო, წითელი ქარის ანთება, ინფიცირებული ეგზემები და ჭრილობები, ეროზიები, ახალშობილის ჭინჭრის ციება, მარტივი და ალერგიული დერმატიტი, სებორეა, “მზის” ერითემატოზული გამონაყარი, მულტიფორმული ექსუდატური ერითემა, მწერების ნაკბენები, გარეთა სასმენი მილის აპარატის ალერგიული და ჩირქოვანი დაავადებები, წვივის ვარიკოზული წყლულები, დამწვრობები, მოყინვები.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება ადგილობრივად, გარეგანად.
მალამო 0,5-1გ რაოდენობით დატანილი და წასმული უნდა იქნას თხელ ფენად, კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-3-ჯერ დღეში, ან სტერილური მარლის სახვევის ქვეშ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირებზე – გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) სისტემური გვერდითი ეფექტები. სახის კანზე გამოყენებისას – შესაძლებელია ტელეანგიექტაზიები, კანქვეშა უჯრედის ატროფია პირის არეში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, კანის სიმსივნეები, კიბოს წინა მდგომარეობები, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების ფართო კერებზე გამოყენებისას).
წამალთაშორისი ურთიერთქმედებები
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედებებისა და შეუთავსებლობის შემთხვევები საშიში არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გკს მკურნალობის დროს არ ჩაატაროთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და არ დაგეგმოთ სხვა სახის იმუნიზაცია (გკს-ს იმუნოდეპრესულ ეფექტთან დაკავშირებით).
ბავშვებში მოერიდეთ პრეპარატის წასმას ფართო ზედაპირებზე და ოკლუზიური სახვევების ქვეშ.
სახის კანზე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს მოკლეხნიანი მაღალი შეწოვისა და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
10გ ან 15გ ალუმინის ტუბებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს “Torimed Pharm”, 111814, უზბეკეთის რესპუბლიკა,
ტაშკენტის ოლქი, ზანგიატინსკის რაიონი, ს. კარიმოვის ქ., სახლი #1,
ტელ: (+998 71) 231 7800.
E-mail: [email protected]