კოკარბოქსილაზა 0.05გ #5ა(ბათფ)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილებში ნივთ. ცვლაზე მოქმედი სისტემური გამოყენების საშუალებები, ანტიანგინალური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კოკარბოქსილაზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30306
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კოკარბოქსილაზა
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Cocarboxylase.
გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინიექციო ხსნარის დასამზადებლად 2მლ ან 3მლ ამპულაში
კომპლექტში გამხსნელთან (საინიექციო წყალი) 2მლ ამპულაში #5+5.
შემადგენლობა:
ამპულა ფხვნილით: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი – 50მგ.
ამპულა გამხსნელით: საინიექციო წყალი – 2მლ.
ათქ კოდი: C01EB
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც წარმოიქმნება თიამინიდან ორგანიზმში მისი გარდაქმნის პროცესში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში. მონაწილეობს კეტომჟავების კარბოქსილირებისა და დეკარბოქსილირების პროცესში. კოკარბოქსილაზას დეფიციტი იწვევს სისხლში პიროყურძნისმჟავას დონის მატებას, რაც იწვევს აციდოზის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა. პარენტერალური შეყვანის შემდეგ კარგად შეიწოვება. ორგანიზმში არ დეპონირდება. გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები:
დიაბეტური წარმოშობის აციდოზი, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, სასუნთქი აციდოზი ფილტვებისა და გულის ქრონიკული სინდრომის დროს, დიაბეტური და ღვიძლის კომა, სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პერიფერული ნევრიტები, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის გაუმჯობესებას.
გამოყენების წესი და დოზები:
კოკარბოქსილაზა შეყავთ კუნთებში, კანქვეშ და ვენაში. დოზა მოზრდილებში 50-100მგ ერთხელ დღე-ღამეში. დოზა ბავშვებში – 25-50მგ ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 15-30 დღე.
შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) სადღეღამისო დოზამ შეიძლება შეადგინოს 0,1გ-დან 1გ-მდე.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
აუცილებელია გათვალისწინებული იქნას საგულე გლიკოზიდების კარდიოტონული მოქმედება.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას. ოთახის ტემპერატურაზე.
დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
რეცეპტით.
მწარმოებელი.
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით