ბაია“, შვრიის ფაფა გარგარითა და ალუბლით. - შტრიხკოდი: 4860100950089 პროდუქტი მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, ამიტომ ის ძალიან მდიდარია ვიტამინებით. შეიცავს დაქუცმაცებულ გარგარისა და ალუბლის ჩირს, რაც არა მხოლოდ აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, არამედ ზრდის მის კვებით ღირებულებას. არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და ქიმიურ დანამატებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური ხილის კომპონენტები ამდიდრებს ამ პროდუქტს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. შვრიის ფაფა ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ასევე ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისა და ცხიმისგან. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ საკმაოდ ბევრ ამინომჟავას, B, E და A ვიტამინებს. მისი ამინომჟავების შემადგენლობა ყველაზე ახლოსაა ადამიანის კუნთების ცილებთან, ამიტომ იგი ითვლება სპეციალურ დიეტურ საკვებ პროდუქტად. ხასიათდება სახამებლის დაბალი შემცველობით, ცხიმებისა და მცენარეული საკვები ბოჭკოების (ცელულოზას) მაღალი შემცველობით. შვრიის ფაფა შეიცავს ორჯერ მეტ მცენარეულ ცხიმს, ვიდრე წიწიბურა, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიტამინებსა და მინერალებზე. ე.წ. შვრიის პროდუქტი - „ჰერკულესი“ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის განსაკუთრებით ცნობილია, როგორც დამატებითი საკვები დანამატი ადრეულ ასაკში და დიეტური მიზნებისთვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.










