რადოფენი 50მგ/10მგ #30ტ

რადოფენი 50მგ/10მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი კალიუმის+სერატიოპეპტიდაზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30168
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რადოფენი
Radofen



საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - serathiopeptidase, diclofenac potassium

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
SR MEDICARE PVT.LTD
ინდოეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10მგ/50მგ ტაბლეტი #30

სერატიოპეპტიდაზა 10 მგ.
კალიუმის დიკლოფენაკი 50 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) მოქმედებენ როგორც ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-1 და 2 (ცოგ-1 და ცოგ-2) ინჰიბიტორები, ცოგ-1 ინჰიბირების პროცესი არაკეთილად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მაშინ როდესაც ცოგ-2 ინჰიბირების პროცესი დადებითად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაზე. დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (აასპ) და მიეკუთვნა ციკლოგენაზა-2-ის ინგიბიტორებს, ამგვარად, ნაკლებ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ. ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარებაში. დიკლოფენაკი გამოიყენება როგორც ანალგეტიკი, ანტიპირეტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სერატიოპეპტიდაზა არის ძლიერი პროტეოლიზური ფერმენტი. ერთის მხრივ სერატიოპეპტიდაზა ასუსტებს ტკივილს, ამასთან, არ თრგუნავს პროსტაგლანდინების აქტივობას და არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სერატიოპეპტიდაზა (როგორც იმუნოლოგიურად აქტიური ფერმენტი) მიეკუთვნება ბიოლოგიური სითხეების ალფა-2 მაკროგლობულინებს.
სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლის პროცესს, არტერიული კედლების ჯანმრთელი უჯერებისთვის საფრთხის შეუქმნელად. გამაგრებული, ვიწრო არტერიული კედლები წარმოადგენენ ერთობლივ შედეგს მიკროსკოპული ტრავმებისა და იქ მიმდინარე დაჟანგული ლიპიდების ანთებითი პროცესებისა. სერატიოპეპტიდაზა ახდენს გავლენას, როგორც ანთებით პროცესზე, ასევე მკვდარი ფოლაქების დაშლაზე. ქოლესტერინის ბლოკატორებისაგან განსხვავებით, სერატიოპეპტიდაზა ასუფთავებს არტერიულ კედლებს მკვდარი უჯრედებისგან, ქოლესტერინის სინთეზის დაურღვევლად. სინამდვილეში, სერატიოპეპტიდაზას მიღების დროს, ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რადგან ხდება მისი მოწყვეტა არტერიების კედლებიდან ორგანიზმიდან შემდგომი გამოდევნისათვის (ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სტერეოიდული ჰორმონებისა და ორგანიზმის ძირითადი შინაგანი ორგანოების საჭირო კომპონენტს). გერმანელმა ექიმმა დოქ. ჰანს ნეიპერმა გამოიყენა სერატიოპეპტიდაზა გულით ავადმყოფ პაციენტებში არტერიების დაცობის სამკურნალოდ, ამტკიცებს, რომ სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, და აგრეთვე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების შევიწროებას.

ჩვენებები
- მწვავე და ქრონიკული ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;
- ქრონიკული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის პროფილაქტიკა;
- სპონდილოზის მკურნალობა;
- როგორც ტკივილგამაყუჩებელი და პირველადი დისმენორეას დროს, სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები

ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ცნობილია შემთხვევა, როდესაც დიკლოფენაკი გახდა ასაკოვან ქალებში ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი.
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა პირის სიმშრალე.
შესაძლებელია ღებინება, გულის რევა, ანორექსია, ტკივილები და არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეორიზმი, შეკრულობა, დიარეა; ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები.
იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა; მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპებები.
შესაძლებელია კანის გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება
რადოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ.
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაცინეტთათვის. რომელთაც აქვთ ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ალერგიული ტიპის რექციები, რომლებიც ჩნდება ასპირინისა და სხვა (აასპ) გამოყენების შემდეგ. დიკლოფენაკის გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, მძიმე რეაქციები, ძალიან იშვიათად ლეტალური შედეგი. სისხლის კოაგულაციის დარღვევა.

გამაფრთხილებელი ზომები:
დიკლოფენაკის ტრიამეტერენთან შეთავსებით მიღებისა და დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან შეთავსებით მიღებისას შეიმჩნეოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის დახურვა ნაადრევად.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის. ყოველ 8 საათში 50 მგ დოზის მიღებისას, აქტიური ნაწილაკები აღწევენ დედის რძეში, მაგრამ მცირე კონცენტრაციით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ხანდაზმულები
ასაკი არ მოქმედებს სერატიოპეპტიდაზასა და დიკლოფენაკის აბსორბაციაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.
თუმცა (აასპ) უნდა გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი მეტად არიან მიდრეკილები გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის დანიშვნა სუსტი, ასაკოვანი და დაბალი წონის პაციენტებისათვის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)