უზარა 100მლ სიროფი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
უზარა®
სამკურნალო ფორმა: სიროფი
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს: აქტიური კომპონენტის სახით: უზარას ფესვების მშრალ ექსტრაქტს,Xysmalobium undulatum L. Asclepiadaceae ოჯახი (სუროსებრთა ოჯახი) (4,5 – 6,2:1) – 7,560 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: პროპილენ გლიკოლს – 357, 600 მგ, ჰიდროქსისტეარატის მაკროგოლგლიცერილს – 3,573 მგ, კოლის არომატიზატორს – 2,384, გლუკოზის მონოჰიდრატს – 226, 480 მგ, თხევად გლუკოზას – 298,000მგ, გასუფთავებულ წყალს – 296, 400 მგ.
საერთო მასა – 1192, 00 მგ.
აღწერილობა
გამჭვირვალე ხსნარი, მოყვითალო ფერიდან ყავისფერამდე, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიარეის საწინააღმდეგო მცენარეული წარმოშვების საშუალება.
ათქ კოდი: A07X
ფარმაკოლოგიური თვისებები
უზარა® -ს ანტიპერისტალტიკური მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ნერვული სისტემის სიმპათიკურ სტიმულაციაზე, რის შედეგადაც ხდება კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შესუსტება.
საჭმლის მონელების ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვის გარდა, უზარა® ახდენს სპაზმოლიტიკურ, ანტისეკრეტორულ, შემკვრელ და შემომგარსვლელ ეფექტს.
გამოყენების ჩვენება
არასპეციფიური მწვავე და ქრონიკული დიარეა;
ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული დიარეა;
ფსიქოემოციური ფაქტორებით გამოწვეული დიარეა;
მეტაბოლიზმის და საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევით გამოწვეული დიარეა;
“მოგზაურების დიარეა”, განპირობებული კვების რეჟიმის და ჩვეული რაციონის შეცვლით.
ინფექციური გენეზის დიარეის დროს როგორც დამხმარე საშუალება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მკურნალობა გულის გლიკოზიტებით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე საბავშვო ასაკი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ექსპერიმენტულ კვლევებში არ იყო გამოვლენილი უზარა®-ს ტერატოგენური, მუტაგენური თვისებები. დღემდე არ არის ცნობილი განვითარების რაიმე მანკების შესახებ პრეპარატის გამოყენების დროს. ვინაიდან ორსულებში და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალზედ შეზღუდულია, უზარა®-ს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის ნაჩვენები.
გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად, საკვების მიღების მიუხედავად.
მოზრდილები: საწყისი დოზა პირველ დღეს – 25 მლ სიროფი ერთჯერადად, მომდევნო დღეებში – 5 მლ 3-6 ჯერ დღეში კუჭის მოქმედების ნორმალიზაციამდე.
სკოლის ასაკის ბავშვები (7-დან 16 წლამდე): საწყისი დოზა პირველ დღეს 5-7 მლ სიროფი, მომდევნო დღეებში 3-4 მლ 3-6 ჯერ დღეში.
სკოლანდელი ასაკის ბავშვები (2-დან 6 წლამდე): 1-2 მლ სიროფი 3-6 ჯერ დღეში.
1-დან 2 წლამდე ბავშვები: 0,5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება
კალციუმის, სალურეტიკების პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას ან კორტიზოლის პრეპარატებით ხანგრძლივი თერაპიის დროს შესაძლებელია გულის რითმის დარღვევების გაჩენა.
განსაკუთრებული მითითებები
თუ დიარეის ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს, თან ახლავს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ასევე, განავალში აღმოჩენილია სისხლის მინარევი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბავშვებში პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ექიმის კონტროლის ქვეშ ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
6 წლამდე ბავშვებში როგორც ძირითადი თერაპია აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ორალური რეჰიდრატაციის პრეპარატები. კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
გამოშვების ფორმა
უზარა® სიროფი, 100 მლ პრეპარატი ყავისფერი შუშის ფლაკონში (ჰიდროლიტური კლასი III EP), დახუფული ხრახნიანი პლასტიკური პოლიეთილენის ხუფით. ფლაკონს საზომი ჭიქით და პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით ათავსებენ მუყაოს ყუთში.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25º C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი
“შტადა არცნაიმიტელ აგ”, გერმანია
შტადაშტრასე 2-18
D-61118 ბად ფლიბელ, გერმანია
ტელ.: (+49) 6101-60-30
ფაქსი: (+49) 6101-60 32 59
ინტერნეტი: http//www.stada.de
მარკეტინგი და დისტრიბუცია:
ღსს “ნიჟფარმი”, რუსეთი
მომხმარებლის პრეტენზიები გააგზავნეთ მისამართზე:
603950, რუსეთი, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკის ქ, 7
ტელ.: (831) 278 80 88
ფაქსი *831) 430 72 28










