ოლეტეტრინი 0.25გ #20კაფს

ოლეტეტრინი 0.25გ #20კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოლეანდომიცინი+ტეტრაციკლინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2985
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოლეტეტრინი


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი, ოლეანდომიცინის ფოსფატი; ერთი კაფსულა შეიცავს ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 0,167 გ, ოლეანდომიცინის ფოსფატს 0,083 გ;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, კალიუმის ფოსფატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი.

სამკურნალწამლო ფორმა:
კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბიოტიკი
ოლეტეტრინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შედგება 2 ნაწილი ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდისა და 1 ნაწილი ოლეანდომიცინის ფოსფატისაგან. მოიცავს  ორი ანტიბიოტიკის ანტიბაქტერიულ თვისებას, ამიტომ მას გააჩნია მოქმედების ფრიად ფართო სპექტრი, აგრეთვე იგი თრგუნავს იმ მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს, რომლებიც მდგრადნი არიან მრავალი ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი შედარებით კარგად შეიწოვება შიგნით მიღებისას, აღწევს ორგანიზმის სითხეებსა და ორგანოებში.
 
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის პნევმონიების დროს (ბრონქოპნევმონიები, რომლებიც გამოწვეულია სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, პნევმოკოკებით, ინფლუენცას ჩხირებით, ფრიდლენდერის ჩხირებით და სხვა), მძიმე ფორმის ბრონქიტების, ანგინების, ფარინგიტების, სინუსიტების, შუა ყურის ანთების, ბრუცელოზის, ტულარემიის, რიკეტსიების, ქოლეცისტიტების, პანკრეატიტის, პერიტონიტის, ფურუნკულოზის, კარბუნკულების, ოსტეომიელიტის, გინეკოლოგიური დ უროლოგიური ანთებითი დაავადებების, გონორეის და სხვა ინფექციური პროცესების სამკურნალოდ, აგრეთვე ოპერაციის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ და პროფილაქტკის მიზნით.

წინააღმდეგჩვენება:
ოლეტეტრინი წინააღმდეგნაჩვენებია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა გამოხატული უკმარისობის დროს.
პრეპარატის გამოყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გაფრთხილება გამოყენების დროს:
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის რჩევა!
პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მონაცემები მძღოლებზე და იმ პირებზე, რომლებსაც უხდებათ მუშაობა ტექნიკასთან არ მოიპოვება. ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის (ოლეტეტრინის კომპონენტი) გამოყენებამ კბილების ფორმირების პერიოდში შესაძლებელია გამოიწვიოს მათი ფერის შეუქცევადი ცვლილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ კიდევ რომელიმე სამკურნალო საშუალებებს! დასაშვებია პრეპარატისა და ლევორინის, ნისტატინის, სულფანილამიდების კომბინაცია.
ექიმის მიერ გამოწერილი დოზის გადაჭარბება არ არის მიზანშეწონილი, თუნდაც სუსტდებოდეს პრეპარატის მოქმედება. პრეპარატის დოზის თვითნებური მომატება ართულებს მკურნალობის პროცესს. თუ დანიშნული დოზირებისას არ აღინიშნება სასურველი ეფექტი საჭიროა მიმართოდ მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება:
ოლეტეტრინი მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 0,25 გ-ს (250 000 სე), დღეღამური – 1-1,5 გ (1 000 000-1 500 000 სე). მაქსიმალური დღეღამური დოზა მოზრდილებში – 2 გ-ს (2 000 000 სე).
8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დღეღამური დოზა შეადგენს 0,5-1,0 გ-ს, 14 წლის ზევით ასაკის ბავშვებისათვის – 1,0-1,5 გ. დღეღამურ დოზას ყოფენ 4-6- მიღებაზე დღეში.
მკურნალობის კურსი დაავადების ხასიათის, მისი მიმდინარეობის და სასურველი ეფექტის მიღწევის მიხედვით შეადგენს 5-14 დღეს და მეტ ხანს. აუცილებლობის შემთხვევაში ოლეტეტრინის მიღებას იმეორებენ.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება). პრეპარატის მიღების დროს გამორიცხული არ არის სუპერინფექციის წარმოშობა. 
თუ თქვენ შენიშნეთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რათა მან განსაზღვროს შემთხვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით აუცილებელი ღონისძიებები.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
#10 კაფსულა კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა კოლოფში.
გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი:
“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”  (უკრაინა)