ტერიქსი 5მგ/5მლ 100მლ სიროფი

ტერიქსი 5მგ/5მლ 100მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეტირიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29762
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტერიქსი 5მგ
Terix


საერთაშორისო დასახელება - cetirizine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R06AE07

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მეორე თაობის პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5მგ/5მლ სიროფი 100მლ მინის ფლაკონში

აქტიური ნივთიერების სახით 5მლ სიროფი შეიცავს 5მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერები: მეთილპარაპენი, პროპილპარაპენი, ლიკასინი, სორბიტოლი, ხენდროს არომატიზატორი და ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტერიქსის აქტიური ნივთიერება-ცეტირიზინი წარმოადგენს H1 ჰისტამინორეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. საშუალო თერაპიული დოზებით ტერიქსი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მხოლოდ მაღალ დოზებსა და ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი. დამტკიცებულია, რომ ტერიქსი აინჰიბირებს ენდოგენურ, ასევე in vivo ეგზოგენურ ჰისტამინის რეცეპტორებს. პრეპარატი აფერხებს კანის რეაქციების განვითარებას, რომლის მიზეზებს წარმოადგენენ ვაზოაქტიური ინტერსტიციული პოლიპეპტიდები (ვიპ) და P-ნივთიერება. ასთმიან პაციენტებში ტერიქსი ამცირებს ბრონქულ ჰიპერრეაქტიულობას ჰისტამინის მიმართ. ამავე მეთოდით ამცირებს სპეციფიურ ალერგიულ რეაქციებს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა :
ორალური გამოყენების დროს ტერიქსი მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში აღწევს 1 საათის შემდეგ.
განაწილება : პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი (T1/2) შეადგენს 11 საათს. ცეტირიზინის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 93%.
მეტაბოლიზმი : ცეტირიზინი ღვიძლში პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-11 საათია.
გამოყოფა : მოზრდილებში, აგრეთვე ბავშვებში, მიღებული დოზის 2/3 თირკმლებით გამოიყოფა. პრეპარატის 70% შარდის გზით გამოიყოფა, ხოლო 10% განავლით. საერთო კლირენსი დაახლოებით 53მლ/წთ შეადგენს.

ჩვენებები

• პოლინოზი (სეზონური ალერგიული რინიტები და კონიუნქტივიტები);
• ქრონიკული ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული რინოპათიები ;
• ალერგიული ქავილი ;
• იდიოპათიური ჭინჭრის ციება ;
• კვინკეს შეშუპება.
პრეპარატი არ ინიშნება მის შემადგენლობაში მყოფი ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრზნობელობის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, გამომდინარე პროცესის სიმძიმიდან და ლოკალიზაციიდან. პოლინოზის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ძირითადად 3-6 კვირას.გამომდინარე ასაკიდან უნდა დავიცვათ შემდეგი სქემები:

 მოზარდები და ბავშვები >12 წელი ერჯერ დღეში 10მგ (2 საზომი კოვზი)
 6 წლიდან-11 წლამდე ერთჯერ დღეში 5-10მგ (1-2 საზომი კოვზი)
 2 წლიდან-5 წლამდე  საწყისი დოზა 2,5მგ ერჯერ დღეში(1/2 საზომი კოვზი).
აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
5მგ-მდე(1 საზომი კოვზი)
 12 თვიდან-2 წლამდე ერთჯერ დღეში 2,5მგ (1/2 საზომი კოვზი);
აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
5მგ/დღეში: 2,5მგ 12საათიანი ინტერვალით.
 6 თვიდან-12 თვემდე ერთჯერ დღეში 2,5მგ (1/2 საზომი კოვზი).

გვერდითი მოვლენები

საერთო ჯამში პრეპარატი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, პირის სიმშრალე და დისპეპსიური მოვლენები.

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს არ გამოვლინდა არცერთი ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ტერიქსი უკუნაჩვენებია

განსაკუთრებული მითითებები

პირებისთვის, რომლებსაც სამუშაოზე მოეთხოვებათ მომატებული ყურადღება, არ არის რეკომენდებული გაეზარდოთ ტერიქსის დოზა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულებს დოზას უმცირებენ 1/2 ტაბლეტამდე

ჭარბი დოზირება

50მგ ტერიქსის ერთჯერადი მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ჰიპოტენზია. დოზის გადაჭარბებისას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის აღმოჩენილი რაიმე სახის წამლისმიერი შეუთავსებლობა. გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა პრეპარატის დიაზეპამთან და ციმეტიდინთან ერთობლივ გამოყენებაზე, არ გამოავლინა წამლისმიერი შეუთავსებლობა. პრეპარატის გამოყენებისას სედაციურ საშუალებებთან და ალკოჰოლთან ერთად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგანაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახოს საკუთარ შეფუთვაში, 30ºC დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით!

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ალი რაიფ ილაჩ სანაი ა,შ.
თურქეთი