ვინერი #30კაფს

ვინერი #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პირაცეტამი+გამა-ამინოერბოს მჟავა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29672
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვინერი
(VINER)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პირაცეტამი, გამა-ამინოერბომჟავა;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გაუმჭვირვალე თეთრი / თეთრი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრიდან ღია კრემისფრამდე ფხვნილით;

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:
პირაცეტამს – 250 მგ; გამა-ამინოერბომჟავას - 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავი - ტიტანის დიოქსიდი (E 171).

გამოშვების ფორმა:
კაფსულა, 250/125 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ნოოტროპული საშუალება. ათქ-კოდი: N06B.    

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვინერი კომბინირებული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების _ გამა-ამინოერბომჟავასა და პიროლიდონის წარმოებულის, პირაცეტამის თვისებებით.
გამა-ამინოერბომჟავა წარმოადგენს მთავარ შემაკავებელ მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მისი გავლენით ითრგუნება აგზნების პროცესები, ძლიერდება ნერვული პროცესების შეკავება, მცირდება გაღიზიანებადობა და აგზნებადობა.
გამა-ამინოერბომჟავა ააქტიურებს ენერგეტიკულ პროცესებს ცნს-ში, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, აძლიერებს თავის ტვინის ქსოვილების სისხლმომარაგებას.
გამა-ამინოერბომჟავა აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას თავის ტვინში, აზროვნების პროცესს, მეხსიერებას, ყურადღებას, ხელს უწყობს მოძრაობითი აქტივობის და მეტყველების აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგ, გააჩნია მსუბუქი ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი.
ვინერის მეორე კომპონენტია პირაცეტამი - კლასიკური ნოოტროპული საშუალება, რომელიც აძლიერებს დოფამინის სინთეზს თავის ტვინში, ზრდის ნორადრენალინის შემცველობას, აცეტილქოლინის რაოდენობას სინაფსის დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმჭიდროვეს.
პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, ასტიმულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს რეგიონულ სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის იშემიურ უბნებში, ზრდის ნეირონების ენერგეტიკულ პოტენციალს ატფ-ისა და ადენილატციკლაზას მონაწილეობის ხარჯზე. ცნს-ის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად აღსანიშნავია ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაცია, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს მის მდგრადობას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ნეიროტოქსიკური ფაქტორის გავლენის მიმართ.
პირაცეტამი აუმჯობესებს თავის ტვინის ინტეგრაციულ აქტივობას, ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, აუმჯობესებს დასწავლის პროცესს.
პრეპარატის ორივე კომპონენტის კომპლექსური მოქმედებით ძლიერდება მათი ნოოტროპული, ვაზოაქტიური და ანტიჰიპოქსიური მოქმედება, იზრდება შრომისუნარიანობა და ტოლერანტობა სხვადასხვა სტრესული ფაქტორის ზემოქმედების მიმართ. 

ფარმაკოკინეტიკა:
ვინერის პერორალური მიღების შემდეგ გამა-ამინოერბომჟავა და პირაცეტამი კარგად შეიწოვება, ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში.
პირაცეტამის ბიოშეღწევადობა შეადგენს  დაახლოებით 100%-ს. პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველადი გავლისას. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ. პირაცეტამი პრაქტიკულად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქედან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად და ადვილად აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში. მისი  მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში, ნათხემსა და ბაზალურ განგლიებში.
ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს (მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) ლიქვორში მიიღწევა 2-8 სთ-ის შემდეგ).
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) სისხლის პლაზმიდან შეადგენს
4-5 სთ-ს, ლიქვორიდან - 6-8-სთ-ს. 30 სთ-ის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებული დოზის 95%-ზე მეტი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა პრეპარატის დოზის კორეგირება.
პრეპარატი გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე რაოდენობით მეტაბოლიტების, ხოლო პირაცეტამი - თითქმის შეუცვლელი სახით.
პრეპარატის დანიშვნისას თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ან კრეატინინის დაქვეითებული კლირენსის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის, საჭიროა დოზის შემცირება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

ჩვენება:
• ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეტყველების დარღვევა;
• მომატებული გაღიზიანებადობა;
• დაქვეითებული ტოლერანტობა სხვადასხვა სტრესული ფაქტორის მიმართ;
• ცნს-ის დაავადებები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტონია);
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
• ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი პერიოდი (მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების, მოძრაობითი და ფსიქიკური აქტივობის აღდგენის მიზნით, ასევე თავბრუ, თავის ტკივილის შეტევების პროფილაქტიკისათვის);
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა;
• მეტაბოლური პროცესების დარღვევა თავის ტვინში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში);
• ნევროზული, დეპრესიული მდგომარეობა უპირატესად ადინამიური, ასთენიური, სენესტო-იპოქონდრიული დარღვევებით, იდეომოტორული შეზღუდვა, აგრეთვე დუნე-აპათიური დეფექტური მდგომარეობა, შიზოფრენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომი, სენილური და ატროფიული პროცესები;
• ალკოჰოლური პოლინევრიტი;
• ჭკუასუსტობა;
• რწევის სინდრომი (ზღვისა და ჰაერის დაავადება);
• ხანდაზმულთა დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება (კომპლექსური თერაპია);
• ცნს-ის ფუნქციების დარღვევა გადატანილი მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების შემდეგ (ტვინში იშემიისა და ჰიპოქსიის შესამცირებლად);
• მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები (კომპლექსური თერაპია);
• პედიატრიაში - ცერებროასთენია, ენცეფალოპათიები, მეხსიერებისა და ცნს-ის ფუნქციების სხვადასხვა დარღვევა (განსაკუთრებით გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებში).

მიღების წესი და დოზირება:
ვინერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ  (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს).
მოზრდილებში ინიშნება ერთი კაფსულა 3-4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 6 კაფსულამდე დღეში. თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.
3_7 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 კაფსულას).
7_16 წლის ასაკის ბავშვებში - ერთი კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირიდან 2 თვემდე, აუცილებლობის შემთხვევაში  მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განუვითარდეს მსუბუქი გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, სისუსტე, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა, შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება:
თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობა (დაკავშირებული ხილის წვენების, ესენციების მიღებასთან), ჰემორაგიული ვასკულიტი, ორსულობა  და ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
თუ პაციენტი ღებულობს სხვა სამკურნალო საშუალებებს, საჭიროა ამის შესახებ მკურნალი ექიმის ინფორმირება.
ვინერი აძლიერებს ანტიდეპრესანტების მოქმედებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპური ან ატიპური ანტიდეპრესანტებით თერაპიის მიმართ რეზისტენტობის  შემთხვევაში.
ვინერი ამცირებს ტრანქვილიზატორების, ნეიროლეფსიური და საძილე საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოვლინებას. 

ჰიპერდოზირება:
ვინერი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, მაგრამ დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ფსიქომოტორული აგზნებადობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია სედატიური საშუალებების შეყვანა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. 

გამოყენების თავისებურებები:
ვინერის დანიშვნისას ბავშვებში საჭიროა შაქრის სადღეღამისო ნორმის შემცირება
20 გ-ით (არ უნდა აღემატებოდეს 30-35 გ-ს დღეში).
ზოგიერთ შემთხვევაში ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება კორონარული უკმარისობის გამწვავება. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება  ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ფსიქომოტორული აგზნების მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძილიანობა და სხვა დარღვევები ცნს-ის მხრიდან, საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება 15 - 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge