ქსალაკომი 2.5მლ თვ/წ(ბელგ)

ქსალაკომი 2.5მლ თვ/წ(ბელგ)

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლატანოპროსტი+თიმოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29654
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ქსალაკომი 2,5მლ თვ. წვეთები


საერთაშორისო დასახელება - latanoprost, timolol
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - S01ED51

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები F2 ალფა პროსტაგლანდინის ანალოგები

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლატანოპროსტი – 50 მკგ, თიმოლოლის მალეატი - 6.83 მგ (5 მგ თიმოლოლის ექვივალენტური);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმ ქლორიდი (50% ხსნარის სახით), უწყლო ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
აუცილებლობის შემთხვევაში (pH უზრუნველსაყოფად) ამატებენ 10% მარილმჟავას ან 10% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს)

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ქსალაკომის შემადგენლობაში შედის ორი აქტიური კომპონენტი – ლატანოპროსტი და თიმოლოლის მალეატი. მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) დაქვეითების მექანიზმი ამ ორ კომპონენტს განსხვავებული აქვს, რაც უზრუნველყოფს თშწ-ს დამატებით შემცირებას იმ ეფექტთან შედარებით, რომელიც მიიღწევა თითოეული ამ პრეპარატის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით.
ლატანოპროსტი - F2α პროსტაგლანდინის ანალოგი – წარმოადგენს FP პროსტანოიდის შერჩევით აგონისტს და აქვეითებს თშწ-ს თვალშიდა სითხის გადინების მომატების ხარჯზე, უმთავრესად უვეოსკლერალური გზით, ასევე ტრაბეკულური ბადის საშუალებით. დადგენილია, რომ ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიდა სითხის პროდუქციაზე და ჰემატოენცეფალურ ბარიერზე. ხანმოკლე მკურნალობის განმავლობაში, ლატანოპროსტი არ იწვევს ფლუორესცინის გადინებას თვალის უკნა სეგმენტში ფსევდოფაკიის დროს. თერაპიული დოზებით გამოყენებისას ლატანოპროსტს არ აქვს მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაზე.
თიმოლოლი - არშეჩევითი ბეტა-1 და ბეტა-2 ადრენობლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი შიდა სიმპატომიმეტიკური აქტივობა, არ ავლენს უშუალო დამთრგუნველ ზეგავლენას მიოკარდზე ან ადგილობრივ მაანესთეზირებელ (მემბრანომასატაბილიზირებელ) ეფექტს.
ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ გულის წუთმოცულობის დაქვეითებას ჯანმრთელ ადამიანებში და გულის დაავადების მქონე პაციენტებში. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის მძიმე დარღვევები, ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ მოახდინონ გულის ადექვატური მუშაობისთვის აუცილებელი სიმპათიკური ნერვული სისიტემის მასტიმულირებელი ეფექტის ინჰიბირება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა ბრონქებში და ბრონქიოლებში იწვევს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის გაზრდას პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ზეგავლენით. ასეთი ეფექტი შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ასთმით ან სხვა ბრონქოსპასტიური ავადმყოფობით დაავადებულ პაციენტებში (იხილე განყოფილება “უკუჩვენებები” და `განსაკუთრებული მითითებანი”)
თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთების სახით გამოყენება იწვევს მომატებული და ნორმალური თშწ-ს დაქვეითებას მიუხედავად გლაუკომის არსებობისა ან არარსებობისა. მომატებული თშწ წარმოადგენს მხედველობის ველის გლაუკომატოზური გამოვარდნის და მხედველობის ნერვის დაზიანების ძირითად რისკ-ფაქტორს.
თშწ-ს დაქვეითების ზუსტი მექანიზმი თიმოლოლის მალეატის ზეგავლენით არ არის დადგენილი. ტომოგრაფიის და ფლუოროფოტომეტრიის შედეგები მოწმობს, რომ მოქმედების ძირითადი მექნიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებასთან. თუმცა, ზოგიერთ კვლევაში აღნიშნულია აგრეთვე გადინების მცირეოდენი მატება.
ლატანოპროსტისა და თიმოლოლის მალეატის კომბინაციის მოქმედება იწყება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 6-8 საათის განმავლობაში.
მრავალჯერადი გამოყენებისას თშწ-ს ადექვატური შემცირება ნარჩუნდება შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლატანოპროსტსა და თიმოლოლის მალეატს შორის არ არის დადგენილი, თუმცა კომბინირებული პრეპარატის გამოყენებიდან 1-4 საათის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში იყო დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე მონოთერაპიის დროს.
ლატანოპროსტი
შეწოვა:
ლატანოპროსტი წარმოადგენს რა პრომედიკამენტულ ფორმას, შეიწოვება რქოვანადან, სადაც მიმდინარეობს მისი ჰიდროლიზი ბიოლოგიურად აქტიურ მჟავმადე. დადგენილია, რომ კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში აღწევს მაქსიმუმს ადგილობრივი გამოყენებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ.
განაწილება:
განაწილების მოცულობა შეადგენს 0.16±0.02 ლ/კგ. ლატანოპროსტის მჟავა განისაზღვრება თვალშიდა სითხეში პირველი 4 საათის განმავლობაში, პლაზმაში – ადგილობრივი გამოყენებიდან მხოლოდ პირველი საათის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი:
ლატანოპროსტი ექვემდებარება ჰიდროლიზს რქოვანაში ესთერაზის ზეგავლენით, ბიოლოგიურად აქტიური მჟავის წარმოქნით. ლატანოპროსტის მჟავა, რომელიც ხვდება სისტემურ სისხლის დინებაში, ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვით, 1,2-დინორ- და 1,2,3,4,-ტეტრანორ-მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა:
ლატანოპროსტის მჟავა სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან (t1/2=17 წუთი). სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 7 მლ/წთ/კგ-ს. მეტაბოლიტები უმთავრესად გამოიყოფა თირკმელებით: ადგილობრივი გამოყენებისას შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის დაახლოებით 88%.
თიმოლოლის მალეატი:
თიმოლოლის მალეატის კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში მაქსიმუმს აღწევს თვალის წვეთების გამოყენებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დოზის ნაწილი ექვემდებარება სისტემურ შეწოვას და მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, რომელიც შეადგენს 1 ნგ/მლ-ს, მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან (ერთი წვეთი თითოეულ თვალში დღეში ერთხელ დოზით) 10-20 წუთის შემდეგ. თიმოლოლის მალეატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 6 საათს. თიმოლოლის მალეატი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები და ასევე შეუცვლელი თიმოლოლის მალეატის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები

მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) დაწევა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან გაზრდილი ოფთალმოტონუსი ადგილობრივი გამოყენების თშწ-ს დამწევი სხვა სამკურნალო პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობისას.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) – ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

ქსალაკომის გამოყენებისას დარეგისტრირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები ≥1% სიხშირით:
მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის დაზიანება (ფოლიკულები, კონიუნქტივის პაპილარული დაზიანება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სხვა), რქოვანას დაზიანება (ეროზიები, პიგმენტაცია, წერტილოვანი კერატიტი და სხვა), რეფრაქციის დარღვევა, თვალის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, კერატიტი, ფოტოფობია.
ინფექციები: სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა ინფექციები
კვების და მეტაბოლიზმის დარღვევა: შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერქოლესტერინემია.
ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპერტენზია
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ჰიპერტრიქოზი, კანის გამონაყარი და ცვლილებები (გაღიზიანება, დერმატოქალაზიონი და სხვა).
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრიტი.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღინიშნებოდა ქსალაკომის ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის დროს (ზემოთ აღნიშნულთან ერთად)
ლატანოპროსტი:
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალების გაღიზიანება (წვის შეგრძნება, თვალებში მტვრის შეგრძნება, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება); ეპითელიუმის გარდამავალი წერტილოვანი ეროზიები, ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას შეშუპება და ეროზიები; წამწამების პიგმენტაციის გაძლიერება, რაოდენობის მომატება, დაგრძელება და გასქელება. ირიტი/უვეიტი; მაკულური შეშუპება; წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა, რომელიც ხანდახან იწვევს თვალების გაღიზიანებას, დაბინდული მხედველობა.
კანის საფარველის და კანქვეშა ქსოვლების მხრივ: კანის გამონაყარი, ქუთუთოების კანის გამუქება და ქუთუთოებზე კანის ადგილობრივი რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ასთმა (მათ შორის მწვავე შეტევები ან დაავადების გამწვავება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქული ასთმა ანამნეზში), ქოშინი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ტკივილი კუნთებში და სახსრებში.
ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: არასპეციფიური ტკივილები გულმკერდის არეში.
თიმოლოლის მალეატი (თვალის წვეთების სახით):
იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შოკი, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ანორექსია, ჰიპოგლიკემიის ფარული სიმპტომები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
ფსიქიური დარღვევები: ქცევის შეცვლა და ფსიქიური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, ნევროზულობა, მეხსიერების დაკარგვა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა და ღამის კოშმარები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინის იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, თავბრუსხვევა, მყასტჰენია გრავის სიმპტომების გაძლიერება, პარესთეზია, ძილიანობა, გულის წასვლა.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ცისტოიდური მაკულური შეშუპება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, ფილტრაციული ქირურგიული ჩარევების შემდგომი სისხლძარღვოვანი გარსის აფცქვნა, ფტოზი, მხედველობის დარღვევა.
სმენის და ვესტიბულური ორგანოების მხრივ:
ხმაური ყურებში.
გულის მხრივ: არითმიები, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, გულისცემის გახშირება, პროგრესირებადი სტენოკარდია,
სისხლძარღვოვანი დარღვევები: გარდამავალი კოჭლობა, ხელ-ფეხის გაციება, ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი.
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი (უმთავრესად იმ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქოსპასტიური სინდრომი), ხველა, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა, ფილტვების შეშუპება და სუნთქვითი უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, რეტროპერიტონეალური ფიბროზი.
კანის საფარველის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალოპეცია, ფსევდოპემფიგოიდი, ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი და ფსორიაზის გართულება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: სისტემური წითელი მგლურა.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იმპოტენცია, პეირონეს დაავდება.
ზოგადი და ადგილობრივი: ასთენია/გადაღლა, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპებები.

უკუჩვენება

სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (ან მითითება მის არსებობაზე ანამნეზში), მწვავე მიმდინარეობის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), სინუსური ბრადიკარდია, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი; მომატებული მგრძნობელობა ლატანოპროსტის, თიმოლოლის მალეატის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ანთებითი, ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი ან თანდაყოლილი გლაუკომა, ღიაკუთხოვანი გლაუკომა ფსევდოფაკიასთან ერთად, პიგმენტური გლაუკომა (პრეპარტის გამოყენების საკმარისი გამოცდლების არარსებობის გამო); აფაკია, ფსევდოაფაკია ბროლის უკანა კაფსულის გახეთქვით, მაკულური შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები (ლატანოპროსტით მკურნალობისას აღწერილი იქნა მაკულური, მათ შორის ცისტოიდური შეშუპების განვითარების შემთხვევები).

ორსულობა და ლაქტაცია

ადექვატურად კონტროლირებადი კვლევები ორსულებში არ ჩატარებულა.
ორსულებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ შესაძლო რისკს.
ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თიმოლოლის მალეატი, თვალის წვეთების სახით ასევე აღმოჩენილი იქნა დედის რძეში. სერიოზული არასასასურველი რისკის განვითარების გათვალისწინებით ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, ასევე დედისთვის პრეპარტის გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ან უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან უნდა მოიხსნას პრეპარატი.

გამოყენება ბავშვებში:
პრეპარტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ ქსალაკომის მიღება შეიძლება არაუმეტეს დღეში ერთხელ, იმდენად რამდენადაც ლატანოპროსტის უფრო ხშირი შეყვანა იწვევს თშწ-ს დამწევი ეფექტის შესუსტებას. ერთი დოზის გამოტოვებისას, მეორე დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ პაციენტი იმავდროულად იყენებს თვალის სხვა წვეთებს, მათი მიღება უნდა მოხდეს სულ მცირე 5 წუთიანი ინტერვალით.
ქსალაკომის შემადგენლობაში შედის ბენზალკოლიუმ ქლორიდი, რომელიც შეიძლება ადსორბირდეს კონტაქტური ლინზებით. ჩაწვეთებამდე აუცილებელია კონაქტური ლინზების მოხსნა და თავიდან დაყენება 15 წუთის შემდეგ.
ლატანოპროსტი
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის შემცველობის თანდათანობითი მატება. თვალის ფერის ცვლილება განპირობებულია მელანინის შემცველობის მომატებით ფერადი გარსის სტრომალურ მელანოციტებში, და არა თავად მელანოციტების რაოდენობის გაზრდით. ტიპიურ შემთხვევბში ყავისფერი პიგმენტაცია ვლინდება გუგის გარშემო და კონცენტრულად ვრცელდება ფერადი გარსის პერიფერიაზე. ამასთან მთელი ფერადი გარსი ან მისი ნაწილები იღებენ ყავისფერ შეფერილობას. შემთხვევათა უმარვლესობაში ფერის ცვლილება უმნიშვნელოა და შეიძლება ვერც იქნას დადგენილი კლინიკურად. შეინიშნება ერთი ან ორივე თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფერადი გარსის შერეული შეფერვა, რომელიც ძირითადად შეიცავს ყავისფერს. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ფერადი გარსის ნევუსზე და ლენტიგოზე. არ აღინიშნება პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ბადეში ან თვალის წინა კამერაში.
ფერადი გარსის პიგმენტაციის ხარისხის განსაზღვრისას 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოვლენილა პიგმენტაციის გაძლიერების არასასურველი შედეგები ლატანოპროსტით მკურნალობის გაგრძელების შემდეგაც კი. პაციენტებში თშწ-ს შემცირების ხარისხი იყო ერთნაირი მიუხედავად ფერადი გარსის პიგმენტაციისა. შესაბამისად, ლატანოპროსტით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერების შემთხვევებში.
ფერად გარსში პიგმენტაციის გაძლიერება ჩვეულებრივ შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, იშვიათად - მეორე ან მესამე წლის განმავლობაში. მკურნალობის მეოთხე წლის შემდეგ ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა. პიგმენტაციის პროგრესირების სიჩქარე გარკევულ დროში მცირდება და სტაბილიზდება 5 წლის შემდეგ. უფრო მოგვიანებით დროის ინტერვალში ფერადი გარსის მომატებული პიგმენტაციის ეფექტები არ შეინიშნებოდა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერადი გარსის ყავისფერი პიგმენტაციის გაძლირება არ შეინიშნებოდა, თუმცა თვალის ფერის შეცვლა შეიძლება იყოს შეუქცევადი.
ლატანოპროსტის გამოყენებისას აღწერილია ქუთუთოების გამუქება, რომელიც შეიძლება იყოს შექცევადი.
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს წამწამების და ბუსუსის თანდათანობითი შეცვლა, როგორიცაა დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლეირება, სიხშირის მომატება და წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა. წამწამების ცვალებადობა არის შექცევადი და გაივლის მკურნალობის მოხნის შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც იწვეთებენ წვეთებს მხოლოდ ერთ თვალში, შესაძლებელია ჰეტეროქრომიის განვითარება.
თიმოლოლის მალეატი
ბეტა-ადრენობლოკატორების ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ისეთივე არასასურველი რეაქციები, როგორიც მათი სისტემური გამოყენებსას. გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში უნდა მოხდეს მათი რეგულარული კონტროლი გულის უკმარისობის სიმპტომების დროული გამოვლენისთვის. თიმოლოლის მალეატის ადგილობრივი გამოყენებისას გულისა და სასუნთქი სისტემის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები: პრინცმეტალის სტენოკარდიის პროგრესირება, ასევე პერიფერიული და ცენტრალური ცირკულაციური დარღვევების პროგრესირება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით, მწვავე რეაქციები სასუნთქი სიტემის მხრივ, მათ შორის ბრონქოსპაზმი ლეტალური გამოსავლით ბრონქული ასთმის დროს, ბრადიკარდია. ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციის განხორციელებამდე განხილული უნდა იქნას ბეტა-ადრენობლოკატორების თანდათანობითი მოხსნის მიზანმიმართულობა. ამ ჯგუფის პრეპარტები არღვევენ გულის უნარს მოახდინონ საპასუხო რეაქცია ბეტა-ადრენორეცეპტორების რეფლექტორულ სტიმულაციაზე., რამაც შეიძლება გაზარდოს რისკი ზოგადი ნარკოზის დროს. აღწერილია დაძაბვითი მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევები ნარკოზის დროს და სიძნელეები გულის შეკუმშვათა აღდგენისას და შენარჩუნებისას.
ოპერაციის დროს შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტების ლიკვიდირება ადრენორეცეპტორების აგონისტების საკმარისი დოზებით.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება და შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და გამოვლინებები. მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით ლაბილური მიმდინარეობის), რომლებიც იღებენ ინსულინს და შაქრის დამწევ პერორალურ საშუალებებს.
ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიამ შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზის ზოგიერთი ძირითადი სიმპტომი და გამოვლინება. ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება იმ პაცენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ატოპია ან მწვავე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა სახის ალერგენებზე. ამასთან ადრენალინი, ჩვეულებრივი დოზებით, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების კუპირებისთვის, შეიძლება აღმოჩნდეს არაეფექტური.
იშვიათ შემთხვევბში თიმოლოლის მალეატმა გამოიწვია კუნთების სისუსტე იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მყასტჰენია გრავის ან მიასთენიური სიმპტომები (მაგალითად დიპლოპია, ფთოზი, გენერალიზებული სისუსტე).
თშწ-ს დამწევი საშუალებების გამოყენებისას აღწერილია სასხლძარღვოვანი გარსის აფცქვნა ფილტრაციული პროცედურების შემდეგ.

პრეპარტის ზეგავლენა ავტომობლის ან სხვა მექანიზმების მართვაზე
თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა. სანამ ეს ეფექტი არ გაქრება, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი და არ უნდა გამოიყენონ მძიმე ტექნიკა.

ჭარბი დოზირება
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პრეპარატის ორი კომპონენტის დოზის გადაჭარბების შესახებ:
ლატანოპროსტი:
გარდა თვალის სიწითლისა და კონიუქტივის ჰიპერემიისა, სხვა არასასურველი ცვლილებები მხედველობის ორგანოების მხრივ ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების დროს არ არის ცნობილი.
ლატანოპროსტის პერორალურად შემთხვევით მიღებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია: ერთი 2.5 მლ ხსნარის შემცველი ფლაკონი შეიცავს 125 მკგ ლატანოპროსტს.
პრეპარატის 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ. 3 მკგ/კგ დოზით ინტრავენურმა ინფუზიამ ჯანმრთელ მოხალისეებში არ გამოიწვია რაიმე სახის სიმპტომები, მაგრამ 5.5-10 მკგ/კგ დოზის შეყვანისას აღინიშნებოდა გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, გადაღლა, ცხელი ალები და ოფლიანობა. საშუალო ხარისხის სიმძიმის ბრონქული ასთმით დაავადებულებში ლატანოპროსტის თვალში შეყვანამ თერაპიულ დოზაზე 7-ჯერ მეტი დოზით არ გამოიწვია ბრონქოსპაზმი.
თიმოლოლის მალეატი
აღწერილია თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთების დოზის გადაჭარბების შემთხვევები წიანასწარი განზრახვის გარეშე, რის შედეგადაც შეიმჩნეოდა სისტემური ეფექტები, რომლებიც იყო ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური გამოყენებით მიღებული სიმპტომების მსგავსი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება (იხილე განყოფილება `გვერდითი მოქმედება”)
In vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიალიზის დროს თიმოლოლი გამოიყოფა პლაზმიდან ან სისხლიდან.
თირკმლის უკამრისობით დაავადებულ პაციენტებში თიმოლოლი დიალიზირებდა უფრო ცუდად.
დოზის გადაჭარბების დროს ახორციელებენ სიმპტომატურ თერაპიას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ქსალაკომის ურთიერთქმდება სხვა პრეპარტებთან შესწავლილი არ არის.
ქსალაკომის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებს პერორალურად, შესაძლებელია თშწ-ს უფრო მეტად გამოხატული დაქვეითება ან ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური გამოვლინების გაძლიერება, ამიტომ ორი ან მეტი ბეტა-ადრენობლოკატორის ერთდროული ადგილობრივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თვალებში პროსტგლანდინების ორი ანალოგის ერთდროული ჩაწვეთებისას აღინიშნა თშწ-ს პარადოქსული მატება, ამის გამო ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მისი ანალოგების და მათი ნაწარმების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თიმოლოლის მალეატის ადრენალინთან ერთად გამოყენებისას ხანდახან ვითარდება მიდრიაზი.
ქვემოჩამოთვლილ პრეპარატებთან თიმოლოლის მალეატის კომბინირებისას შესაძლებელია ადიტიური მოქმედება სისტემური ჰიპოტენზიის ან/და გამოხატული ბრადიკარდიის განვითარებით:
• კალციუმის არხების ბლოკატორები
• კატექოლამინების დონის დამწევი ნივთიერებები ან ბეტა-ადრენობლოკატორები.
• ანტიარითმული საშუალებები
• საგულე გლიკოზიდები
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლათ გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

გამოშვების ფორმა
0.005% ფლ. 2.5 მლ თვალის წვეთები

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 2 წელი
გახსნილი ფლაკონის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
არ შეიძლება მისი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პიროებები

ინახება +2-8ºC - ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმტეს 25ºC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით