კიდფლეიმი #30ტ

კიდფლეიმი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 29546
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კიდფლეიმი (KIDFLAME)

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა:

Bერბერის ვულგარის (კოწახური ჩვეულებრივი) 3Х

ჩანტჰარის (ქანთარისი) 3Х

Dიოსცორეა ვილლოსა (დიოსკორეა ხაოიანი) 3Х

Pეტროსელინუმ (ოხრახუში) 3Х

შტიგმატა მაყდის (სიმინდის ულვაში) 1Х

თჰუჯა ოცციდენტალის (ტუია დასავლური) 6Х

Uვა Uრსი (დათვის კენკრა) 6Х

Vესიცარია ცომმუნის (არაგულა) 6Х

საფუძველი _ ლაქტოზა საკმარისი რაოდენობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები:

• თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა,
• წვრილი უროლითიაზი,
• კენჭის წარმოქნის რეციდივის პროფილაქტიკა,
• შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
• შარდის და ნაღვლის გამომყოფი სისტემების სპაზმი,
• ინტოქსიკაცია(მედიკამენტოზური, ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული, კვებითი)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰომეოპათიური კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით:

Bერბერის ვულგარის: ნაჩვენებია თირკმლის მიდამოს და შარდის ბუშტის ტკივილის შეგრძნებისას; კენჭების არსებობისას თირკმელებსა და შარდის ბუშტში.

ჩანტჰარის: ნაჩვენებია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ძლიერი ანთების დროს _ ტკივილით და სისხლიანი შარდის თანხლებით; თირკმლის მიდამოს წვის შეგრძნებისას, რომელსაც თან სდევს ტკივილი შარდზე გასვლის დროს.

Dიოსცორეა ვილლოსა: ნაჩვენებია კენჭებით გამოწვეული ტკივილისას თირკმელებსა და შარდის ბუშტის მიდამოში.

Pეტროსელინუმ; ნაჩვენებია გონორეის, თეთრი გამონადენის, ინტენსიური ქავილისას შარდსადინარში; შარდზე გასვლის უცაბედი გადაულახავი სურვილის დროს.

შტიგმატა მაყდის: ნაჩვენებია თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭებისას. თირკმელების ანთებისას _ ტკივილის თანხლებით. ასევე, შარდში სისხლისა და წითელი სილის არსებობისას.

თჰუჯა ოცციდენტალის: მისი ბაქტერიის საწინააღმდეგო თვისებებიდან გამიმდინარე ეფექტურია გონორეისა და საშარდე გზების ინფექციებისას.
Uვა Uრსი: ნაჩვენებია შარდზე გასვლის ხშირი სურვილის, სისხლიანი შარდის, ძლიერი ტკივილისას თირკმელებსა და შარდის ბუშტში მიდამოში; შარდსავალი გზების ინფექციების დროს.

Vესიცარია ცომმუნის: ნაჩვენებია გონორეის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების და ტკივილისას კენჭების და სისხლიანი შარდის თანხლებით.

უკუჩვენება:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ.


სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაცია შესაძლებელია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

მიღების წესი:

კიდფლეიმის ტაბლეტები მიიღება პერორალურად წყლის მიყოლებით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

დოზის გადაჭარბება:

ინფორმაცია დოზის გადაჭარბების უარყოფითი ეფექტის შესახებ არ არის გამოვლენილი.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:

15-დან 30 დღემდე, საჭიროებისას უფრო ხანგრძლივად.

გამოშვების ფორმა:

2 ფირფიტა,15 ტაბლეტი თითოეულში.

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С.

ვარგისიანობის ვადა:

გამოშვების თარიღიდან 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.


დამზადებულია ინდოეთში, მწარმოებელი:
ბარგავა ფარმაცი.

1008/1, ბარანი, პანი მილ ინდასრტიალ ესტეიტი, ბულანდშაჰრი 203001 (უ.-პ.) ინდოეთი