ირდა 300მგ #28ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ირდა 300
(Irbesartan)
შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
ირდას 75 ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 75 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
ირდას 150 ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 150 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
ირდას 300 ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 300 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ირბესარტანი ძლიერი, ორალურად აქტიური, ანგიოტენზინ –II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) სელექტიური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც ანგიოტენზინ I- გან წარმოიქმნება ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ, ACE, კინინაზა II) მიერ კატალიზებულ რეაქციაში. ანგიოტენზინ II რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ძირითადი პრესორული საშუალებაა, რომელიც ასევე ალდოსტერონის სინთეზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციას, გულის კუმშვადობას, თირკმლების მიერ ნატრიუმის შეწოვას, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობასა და გლუვი კუნთების უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ირბესარტანი აბლოკირებს ვაზოკონსტრიქციას და ანგიოტენზინ II-ის ალდოსტერონის მასეკრეტირებელ ეფექტს AT1 ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექტიურად შეკავშირების გზით.
ირბესარტანი AT1 რეცეპტორების სპეციფიკური კონკურენტული ანტაგონისტია უფრო დიდი აფინიტეტით (800-ჯერ უფრო მეტი) AT1 რეცეპტორებისათვის ვიდრე AT2 რეცეპტორებისათვის, აგონისტური აქტივობის გარეშე.
AT1 რეცეპტორების ბლოკადა ხსნის ანგიოტენზინ II-ის უარყოფით ზეგავლენას რენინის სეკრეციაზე, მაგრამ მომატებული პლაზმური რენინის აქტივობა და მოცირკულირე ანგიოტენზინ II ვერ ერევიან ირბესარტანის ეფექტს სისხლის წნევაზე.
ირბესარტანი ამფ-ს ან რენინს არ აინიჰიბირებს და ზეგავლენას არ ახდენს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებსა თუ იონთა არხებზე, რომლებიც სისხლის წნევის კარდიოვასკულარულ რეგულაციას და ნატრიუმის ჰომეოსტაზში მონაწილეობენ. ვინაიდან ირბესარტანი არ აინჰიბირებს ამფ-ს, ის ზეგავლენას არ ახდენს ბრადიკინინის პასუხზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ირბესარტანი ორალურად აქტური საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს აქტიურ ფორმად ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის პერორალური აბსორბცია სწრაფი და სრულია საშუალო აბსოლუტური ბიოამთვისებლობით 60-80%. ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზირებიდან 1.5-2საათში. საკვები ირბესარტანის ბიოამთვისებლობაზე ზეგავლენას არ ახდენს. თერაპიულ დოზათა ფარგლებში ირბესარტანი ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას ამჟღავნებს. ირბესარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი აღწევს 11-15 საათს. წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღის განმავლობაში. ირბესარტანის შეზღუდული აკუმულაცია (<20%) შეინიშნება დღში ერთხელ დოზირების შემთხვევაში.
ირბესარტანი მეტაბოლიზდება გლუკურონის კონიუგაციის და დაჟანგვის გზით. 14C–მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის დაახლოებით 80%, შეიძლება, მიეწეროს შეუცვლელ ირბესარტანს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის არააქტიური ირბესარტანის გლუკურონის კონიუგატი (დაახლოებით 6%). დანარჩენი ოქსიდაციური მეტაბოლიტები ირბესარტანის ფარმაკოლოგიური აქტივობისთვის უმნიშვნელოა.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა სანაღვლე და საშარდე გზებით. 14C –მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, რაქდიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, ხოლო დანარჩენი განავალში, ირბესარტანის ან ირბესარტან გლუკურონის სახით.
ციტოქრომ P450 იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის ინ ვიტრო კვლევებმა უჩვენა, რომ ირბესარტანი ძირითადად 2C9-თი იჟანგება; 3A4-ით მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა. ირბესარტანი არც მეტაბოლიზდება, არც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ან აინჰიბირებს წამლის მეტაბოლიზმთან ხშირად ასოცირებულ ფერმენტებს (1A1, 1A2, 2A6, 2B6, 2D6, 2E1). 3A4-ის სტიმულირება ან ინჰიბირება
არ აღინიშნებოდა.
ირბესარტანის 90% შეკავშირებულია შრატის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან და α1-მჟავა გლიკოპროტეინთან) სისხლის უჯრედული კომპონენტების უმნიშვნელო შეკავშირებით. განაწილების საშუალო მოცულობა არის 53-93 ლიტრი. საერთო პლაზმური და თირკმლოვანი კლირენსი არის 157-176-სა და 3.0-3.5 მლ/ლ ფარგებლში შესაბამისად. განმეორებითი დოზირებისას, ც კლინიკურად უმნიშვნელოდ აკუმულირდება.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებენ, რომ რადიოლოგიურად მონიშნული ირბესარტანი სუსტად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში. ირბესარტანი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.
ჩვენებები:
ირდა 75, 150, 300 ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ამ ფიქსირებული დოზის კომბინაცია არ არის ნაჩვენები მკურნალობის დასაწყისისთვის.
უკუჩვენებები:
ირდა 75, 150, 300 უკუნაჩვენებია პაციენტებში ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიერ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. პრეპერატის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტების მიერ, რომელთაც აღენიშნებათ რენალური არტერიის ბილატერალური სტენოზი ან პირველადი ალდოსტერონიზმი. იგი ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში
უსაფრთხოების ზომები:
ნაყოფის/ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა:
წამლებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიწვიონ ნაყოფისა და ჩვილის ავადობა და სიკვდილი. მსოფლიო ლიტერატურაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს,
ორსულობის დადასტურებისას, პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში წამლების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ასოცირებულია ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებებთან, ჰიპოტენზიის, ქალას ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლების შექცევადი და შეუქცევადი ნაკლოვანების და ლეტალობის ჩათვლით. ასევე აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით; ამ შემთხვევაში ოლიგოჰიდრამნიონი დაკავშირებულია ნაყოფის კიდურების კონტრაქტურებთან, ქალა-სახის დეფორმაციასთან და ფილტვების ჰიპოპლაზიურ განვითარებასთან. ასევე აღინიშნებოდა დღენაკლულობა, საშვილოსნოს შიგნით ზრდაში ჩამორჩენა და დუცტუს არტერიოსუს, თუმცა წამალთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ეს გვერდითი მოვლენები არ ჩანს, რომ გამოწვეული საშვილოსნოსშიდა წამლის ექსპოზიით, რომელიც შეზღუდული იყო პირევლ ტრიმესტრზე. დედები, რომელთა ემბრიონები და ნაყოფები განიცდიდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორები ანტაგონისტების მიმართ ექსპოზიციას, მხოლოდ პირველ ტრიმესტრში უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. მიუხედავად ამისა, პაციენტის დაორსულებისას, ექიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაწყვეტინოს მას პრეპარატის მიღება.
იშვიათად (ალბათ ერთ შემთხვევაზე ნაკლები ყოველ ათას ორსულეზე), რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი წამლის ალტერნატივა არ მოიპოვება. ასეთ იშვიათ შემთხვევებში, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყო ნაყოფისათვის პოტენციური საშიშროებების შესახებ და მრავალი ულტრბგერითი გამოკვლევა უნდა შესრულდეს ინტრამნიონური გარემოს შესაფასებლად.
ოლიგოჰიდრამნიონის აღმოჩენისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ამას დედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. შეკუმშვის დაძაბვის ტესტ (CST), არა-დაძაბვის ტესტი (NST), ან ბიოფიზიკური პროფილირება (BPP) შეიძლება, გამოჩნდეს, რაც დამოკიდებულია ორსულობის კვირაზე. პაციენტებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება, არ გამოჩნდეს მანამ სანამ ნაყოფი შექუცევად დაზიანებას არ განიცდის.
უნდა მოხდეს ახალშობილების სათანადო დაკვირვება ჰიპოტენზიაზე, ოლიგურიასა და ჰიპერკალემიაზე, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით ინ უტერო ექსპოზიციის ისტორიით. ოლიგურიის განვითარების შემთხვევაში, საყურადღებოა არტერიული წნევისა და თირკმლის პერფუზიის შენარჩუნება. ჰიპოტენზიის სამკურნალოდ და/ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის აღსადგენად შეიძლება, საჭირო გახდეს გაცვლითი ტრანსფუზია ან დიალიზი.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში:
არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში გაურთულებული ჰიპერტენზიით, რომლებიც მხოლოდ ირბესარტანით (< 0.1 %) მკურნალობდნენ. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით ან მარილოვანი დეფიციტით, მაგ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით. ასეთი ჰიპოვოლემია ანჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებამდე უნდა გამოსწორდეს.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თუ საჭიროა, გაუკეთდეს ნორმალური მარილიანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური ეფექტი მკურნალობის გაგრძელებისათვის უკუჩვენება არ არის, სისხლის წნევის მოწესრიგების შემდეგ ის ყოველგვარის სირთულის გარეშე შეიძლება, გაგრძელდეს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის შედეგად, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით), ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურია და/ან პროგრესულ აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილთან. ირბესარტანი სავარაუდოდ მსგავსად იქცევა. ამფ ინჰიბიტორების შესწავლისას პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, აღინიშნებოდა შრატის კრეატინინის ან BUN-ის მომატება. არ არის ცნობილი ირბესარატნის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, თუცმა ისეთივე შედეგია მოსალოდნელი.
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება
ჰიპერტენზიის შემსწავლელ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, პირთა მხოლოდ 15% იყო 65 წლის და ზემოთ, მაშინ როდესაც მცირე ნაწილი იყო 75 წელს გადაცილებული. ამ პირთა და ახალგაზრდებს შორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების საერთო განსხვავება არ აღინიშნებოდა, თუმცა ზოგიერთი უფროსი პირის უფრო მეტი მგრძნობელობა არ უნდა გამოირიცხოს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის კატეგორიები C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები)
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არ ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირთხების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზეგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მის ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ირბესარტანი ნაკლებად იმოქმედებს ამ უნარზე. ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, გასათვალისწინებულია მკურნალობის დროს თავბრუს და მოთენთილობის შესაძლო განვითარება.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, ირბესარტანით მკურნალობა კარგად აიტანება, პლაცებოს მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირით. ძირითადად გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორული იყო და არ იყო დამოკიდებული ირბესარტანის დოზაზე.
პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, კლინიკური გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტას საჭიროებდა 3.3% პაციენტი, რომლებიც ირბესარტანით მკურნალობდნენ, შედარებით პაციენტების 4.5%-თან პლაცებო ჯგუფში.
პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანით მკურნალ პაციენტების სულ მცირე 1%-ში და უფრო მეტი სიხშირით პლაცებოსთან შედარებით აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ მოიცავდნენ ნაკლებად ინფორმატიულ მოვლენებს და ისეთებს, რომელთა მიზეზობრივი კავშირი წამლის მიღებასთან არ იყო დასაბუთებული, იმიტომ რომ დაკავშირებული იყო სამკურნალო მდგომარეობასთან ან ძალიან ხშირი იყო სამკურნალო პოპულაციაში, ესენია: ფაღარათი (3% შედარებით 2%-თან), დისპეფსიას/გულძმარვა (2% შედარებით 1%-თან) და სისუსტე (4% შედარებით 3%-თან).
ირბესარტანის გამოყენება არ იყო დაკავშირებული მშრალი ხველი მომატებულ სიხშირესთან, რაც ტიპიურია ამფ ინჰიბიტორების გამოყენების დროს. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, ირბესართანით მკურნალ პაციენტებში ხველის სიხშირე იყო 28% შედარებით პაციენტების 2.7%-თან, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
ჰიპოტენზიის ან ორთოსტატიული ჰიპოტენზიის სიხშირე დაბალი იყო ირბესარტანით მკურნალ პაციენტებში (0.4%), დამოუკიდებლად დოზირებისა, და მსხგავსი სიხშირით პლაცებოთი მკურნალ პაციენტებს შორის (0.2%). თავბრუ, გულწასვლა აღინიშნებოდა თანაბარი ან ნაკლები სიხშირით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ირბესარტანს პლაცებოსთან შედარებით.
კალუიმ-შემნახველი შარდმდენების ერთდროული მიღება (მაგ. ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) და კალიუმის დანამატები ზრდიან ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროებას.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული ირბესარტანის გამოყენებასთან.
კრეატინინი, სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN): ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების არა უმეტეს 0,7%-ში აღინიშნებოდა BUN-ისა და შრატის კრეატინინის მცირე მომატება მხოლოდ ირბესარტანით მკურნალობის შემთხვევაში.
ჰემოგლობინი: დაახლოებით 0.2 გრ/დლ კლინიკურად უმნიშვნელო საშუალო დაქვითება აღინიშნებოდა პაციენტებში (0,2%) მხოლოდ ირბესარტანით მკურნალობისას, შედარებით პაციენტებში, (0,3%) რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
წამლებთან ურთიერთქმედება:
ირბესარტანი
ჰიდროქლორთიაზიდთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან და ნიფედიპინთან ურთიერთქმედების შესწავლისას ფარმაკოკინეტიკური (ან ფარმაკოდინამიკური) ურთიერთქმედებები არ აღინიშნებოდა.
პრეპარატის და კალიუმის-შემნახველი დიურეტიკების (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი) ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალიემიის რისკი.
ჰიდროქლორთიაზიდი
ერთად გამოყენებისას შემდეგ წამლებს შეუძლიათ თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედება:
ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან ნარკოტიკები: შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულნინი): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური წამლების დოზების კორექცია.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტი.
ქოლესტერამინი და კოლესტიპოლის რეზინები: ანიონური ცვლის არსებობისა ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა დარღვეული. ქოლესტერამინის ან კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზა უკავშირდება ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85 და 43%-ით შესაბამისად
კორტიკოსტეროიდები, ACTH: ელექტროლიტების გაძლიერებულიოლევა, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ნორეპინეფრინი): პრესორული ამინების დაქვეითებული ეფექტი, თუმცა არასაკმარისი მათ მოსახსნელად.
ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებული საშუალებები (მაგ. ტუბოკურარინი): შესაძლო მომატებული ეფექტი.
ლითიუმი: ჩვეულებრივ არ გამოიყენება შარდმდენებთან. შარდმდენი საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიურობის საშიშროებას.
არასტეოიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ზოგიერთ პაციენტში, არატსეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მარუჟოვანი, კალიუმ-შემნახველი და თიაზიდური შარდმდენების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. ამიტომ, კო-ირდასა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთად გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის სათანდო კონტროლი, იმის დასადგენად, მიიღწევა თუ არა სასურველი ეფექტი.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
ირბესარტანის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 150 მგ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვითებას საჭიროებენ, საჭიროა ტიტრირება 300 მგ-მდე დღეში ერთხელ.
შარდმდენის დაბალი დოზა შეიძლება იყოს დამატებული, თუ არტერიული წნევის კონტროლი მხოლოდ ირბესარტანით ვერ ხერხდება.
ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები ღვიძლის დარღვევებით ან თირკმლის მსუბუქი ან მძიმე უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში
ირბესარტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით (მაგ. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ძლიერი შარდმდნებით ან დიალიზით) (იხ. გაფრთხილებები).
ნეფროპათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში:
რეკომენდებული სამიზნე შემანარჩუნებელი დოზა არის 300 მგ დღეში ერთხელ. დიაბეტური ნეფროპათიის დროს ირბესარტანის უფრო დაბალი დოზების კლინიკური ეფექტის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ჭარბი დოზირება:
900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგად აიტანება. ჭარბი დოზირების ყველაზე მოსალოდნელი გამოვლინება შეიძლება იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; შეიძლება ბრადიკარდიაც განვითარდეს. ირბესარტანი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250-მდე თავის ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ირდა 75 შემოგარსული ტაბლეტი 28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.
ირდა 150 შემოგარსული ტაბლეტი 28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.
ირდა 300 შემოგარსული ტაბლეტი 28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.
ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Barbaros bulvari 76-78
34553 ბეშიკტაში/სტამბული, თურქეთი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.