აკუზიდი 20მგ/25მგ #30ტ

აკუზიდი 20მგ/25მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქვინაპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29400
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

აკუზიდი 20მგ/25მგ #30ტ
(quinapril+ hydrochlorothiazide)

გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
1. ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს აქვს მარკირება "PD 222". 1 ტაბლეტი შიცავს 10 მგ ქვინაპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. გაყიდვაში გამოდის მუყაოს  შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 10-10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერი.
2. სამკუთხა ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს აქვს მარკირება "PD 220". 1 ტაბლეტი შიცავსვ 20 მგ ქვინაპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. გაყიდვაში გამოდის მუყაოს  შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 10-10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერი.
3. მრგვალი  ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს აქვს მარკირება "PD 223". 1 ტაბლეტი შიცავს 20 მგ ქვინაპრილს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. გაყიდვაში გამოდის მუყაოს  შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 10-10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერი.

შემადგენლობა:
ქვინაპრილი  და ჰიდროქლორთიაზიდი (quinapril+ hydrochlorothiazide);

მწარმოებელი:
GOEDECKE, GmbH (გერმანია);

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აკუზიდი არის კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში სამი სხვადასხვანაირი თანაფარდობით შედის ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი ქვინაპრილი და თიაზიდური დიურეტიკი ჰიდროქლორთიაზიდი.
ქვინაპრილი წარმოადგენ აგფ ინჰიბიტორს. აგფ კატალიზატორის როლს ასრულებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესში. ანგიოტენზის II აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და აკონტროლებს სისხლძარღვების ტონუსს, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მიერ ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაციის ხარჯზე. ქვინაპრილი ახდენს მოცირკულირე და ქსოვილოვანი აგფ-ის ინჰიბირებას და იწვევს ვაზომოტორული აქტიურიბის და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი გავლენის მოხსნა მოქმედებს რენინის სეკრეციაზე და იწვევს სისხლის პლაზმაში მისი აქტიურობის ზრდას. ამასთან, არტერიული წნევის დაქვეითებას ახლავს პერიფერიული სისხლძარღვების საერითო წინააღმდეგობის  და თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირება, მაშინ როცა გულის შეკუმშვათა სიხშირე, განდევნის ფრაქცია, თირკმელებში სისხლის მიმოქცევა, თირკმელების ფილტრაციის ფუნქცია უნიშვნელოდ იცვლება. გარდა ამისა, ქვინაპრილი რამდენადმე აქვეითებს ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედებით გამოწვეულ კალიუმის კარგვას, რომელიც (ჰიდროქლორთიაზიდი) თავისი დიურეტიკული მოქმედების ხარჯზე ასევე მაღლა სწევს სისხლის პლაზმაში რენინის აქტიურობას, ალდოსტერონის სეკრეციას, აქვეითებს კალიუმის დონეს შრატში და ზრდის მის შარდით გამოყოფას.
ჰიდროქლორთიაზიდი არის დიურეტიკი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს თირკმელებზე, ზრდის ნატრიუმის იონების, ქლორიდები, წყლის, კალიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას, აქვეითებს კალციუმის იონების  გამოყოფას. მართალია დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევში  აღინიშნება პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის  დაქვეითება, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ნატრიუმის იონების ცვლის შეცვლაზე. ამგვარად, ქვინაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კომბინაციის იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას, ვიდრე თითოეული პრეპარატი ცალ-ცალკე.

ფარმაკოკინეტიკა:
ქვინაპრილი  და ჰიდროქლორთიაზიდი არ ახდენენ ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას.
ქვინაპრილი
შინაგანი მიღების შემდეგ ქვინაპრილი Cmax მიიღწევა 1 საათში. ქვინაპრილი   სწრაფად მეტებოლიზდება ქვინაპრილატად, რომელიც წარმოადგენს აგფ-ის ძლიერ ინჰიბიტორს. ქვინაპრილის შეწოვის ხარისხი დაახლოებით 60%-ს შეადგენს. ქვინაპრილის  Cmax   სისხლის პლაზმაში შინაგანი მიღებიდან 2 საათში აღწევს.
მიღებული  ქვინაპრილის დაახლოებით 38% ცირკურილებს ქვინაპრილატის სახით. ქვინაპრილის და ქვინაპრილატის  დაახლოებით 97% სისხლის პლაზმაში ცირკურილებს ცილეთან შეკავშირებულ მდგმარეობაში. ქვინაპრილი და მიაი მეტაბოლიტები ვერ გადალახვენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
სისხლის პლაზმაში ქვინაპრილის T1/2 შეადგენს 1 სთ. ქვინაპრილატი გამოიყოფა ძირითადა შარდთან ერთად და მისი T1/2 შეადგენს  3 საათს.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა რამდენადმე ნელა ხდება, Cmax აღწევს 1-2,5 საათში. შეწოვის ხარისხი 50-80%-ია.
ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ იგი ვარ გადალახავს ჰემატოენცეფლურ ბარიერეს.
ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. მისი  T1/2 შეადგენს 4-15 სთ. შინაგანად მიღებული პრეპარატის დაახლოებით 61% გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

ჩვენება:
აკუზიდი განკუთვნილია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია ქვინაპრილისა და ბიურეტიკების კომბინაციით მკურნალობა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ამჟამად დიურეტიკებს არ იღებენ, მაგრამ იტარებენ ქვინაპრილით მონოთერაპიას აკუზიდის-10/12.5 მგ რეკომენდებული საწყისი დოზა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 20/12.5 მგ-მდე ან 20/25 მგ-მდე. ჩვეულებრივი დამხმარე დოზა 10/12.5 მგ-20/12.5 მგ.
ამ კომბინირებული პრეპარატის დოზის (ქვინაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი) ვარიაციები  შესაძლებლობას იძლევა მოქნილად შეათანხმონ კომპონენტები კლინიკური ჩვენებების მიხედვით.
იმ პაციენტებში, რომლებიც დიურეტიკს იღებენ, ქვინაპრილის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ, წნევის გადაჭარბებული დაქვეითების მინიმუმამდე შემცირებისთვის.
დოზის შერჩევა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში: აკუზიდის გამოყენება არ შეიძლება საწყისი თერაპიის სახით თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. თირკმლის ზომიერი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში თერაპიას იწყებენ ქვინაპრილის 5 მგ-დან და შემდეგ არჩევენ  შესაბამის დოზას.

გამოყენება ხანშიშესულებში:
ერთი და იგივე დღიური დოზის თერაპიული ეფექტები ერთნაირად ვლინდება როგორც ხანშიშესულებში (>65 წელი), ისე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანშიშესულ პაციენტებში ნეგატიური გვერდითი ეფექტების ზრდა არ აღინიშნება.

გამოყენება ბავშვებში:
პედიატრულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა შემოწმებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ გამოკვლევებში მეტნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტების კონტროლისას (1%) ქვინაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ნებისმიერი კომბინაციისას გამოვლინდა შემდეგი: თავის ტკივილი (6.7%), თავბრუსხვევა (4.8%), ხველა (3.2%), დაღლილობა (2.9%). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხველა ხასიათდებოდა არაპროდუქტიულობით, მუდმივობით და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ქრებოდა. საერთო ჯამში, არასასურველი ეფექტები ზომიერი იყო და ტრანზიტორული ხასიათი ქონდათ. არ აღინიშნა გვერდითი ეფექტების დამოკიდებულება ასაკზე, სქესზე, რასასა და თერაპიის ხანგრძლივობაზე. გვერდითი ეფექტების გამო თერაპიის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების 2%-ში. წამლის მოხსნის მეტნაკლებად ხშირი მიზეზი იყო თავის ტკივილი (0.5%), მას მოსდევდა ხველა და გულისრევა და/ან ღებინება (0.2%).

უკუჩვენება:
-კუზიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კვინკეს შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
-ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ანურია ან მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებული სხვა პრეპარატების მიმართ.
-რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდგომ მოვლენებზე ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ამ პაციენტებს აფრთხილებენ, რომ ორსულობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს. ორსულობის შემთხვევაში საჭიროა აკუზიდის დაუყოვნებლივ მოხსნა.
-ახალშობილისთვის პოტენციური სერიოზული რეაქციების გათვალისწინებით აუცილებელია არჩევანის გაკეთება - შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს აკუზიდის მიღება, ამ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს დედის ჯანმრთელობისთვის წამლის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღებისას:
კვინკეს შეშუპება: აგფ ინჰიბიტორის მიღებისას შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება, ხორხის შეშუპების ჩათვლით, განსაკუთრებით პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ მათ ექიმს უნდა შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომლებიც წინ უძღვის კვინკეს დაავადებას (სახის, კიდურების, თვალების, ტუჩების, ენის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეწყვიტონ აკუზიდის  მიღება.
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება: პაციენტებს აღენიშნებოდათ ტკივილი მუცელში (გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) აგფ ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ აღნიშნული დარღვევის სიმპტომები გაქრა. ანგიონევროზული შეშუპება უნდა ჩაერთოს დიფერენციალურ დიაგნოზში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ და უჩივიან მუცლის ტკივილს.
ანაფიქალსიური რეაქციები
დესენსილიბიზაცია: პაციენტებს, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებდნენ ფუტკრის შხამით მკურნალობის პროცესში აღენიშნებოდათ მყარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქციები. ამავე პაციენტებში ეს რეაქციები ქრებოდა აგფ ინჰიბიტორის მოხსნისას, მაგრამ ისინი ხელახლა ჩნდებოდა თუ დაუდევრობის გამო პრეპარატის მიღება გრძელდებოდა.
დსლპ აფერეზი: ცნობილია ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების აფერეზი აღენიშნებოდათ დექსტრან სულფატის აბსორბციით, აგფ ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობისას.
ჰემოდიალიზი:
არსებობს კლინიკური მტკიცებულებები, რომ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს გარკვეული სიმაღლის სიმკვრივის მემბრანების გამოყენებისას (როგორიცაა პოლიაკრილინტრილის მემბრანები) აგფ ინჰიბიტორების თანმხლები მიღებისას უვითარდებათ ანაფილაქსიური რეაქციები. შეიძლება ამ კომბინაციის თავიდან აცილება, ალტერნატიული ჰიპოტენზიური წამლის გამოყენებით, ან ჰემოდიალიზისთვის სხვა მემბრანების გამოყენებით.
ჰიპოტენზია: პაციენტები უნდა გააფრთხილონ შესაძლო თავბრუსხვევის შესახებ, განსაკუთრებით აკუზიდის პირველი დოზის მიღებისას. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი შოკის შემთხვევაში მან უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება ექიმის კონსულტაციამდე.
ყველა პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ სითხის არაადექვატურმა მოხმარებამ, ოფლის ან სითხის გამოყოფის გაძლიერებამ შეიძლება ამოიწვიოს წნევის მკვეთრი დაცემა სითხის მოცულობის შემცირების გამო. სითხის მოცულობის შემცირების სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ღებინება ან დიარეა, რასაც აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს წნევის დაცემა. ამგვარ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ, რომ მიმართონ ექიმს.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: პაციენტებს ატყობინებენ, რომ მათ ექიმს უნდა აცნობონ ინფექციაზე ნებისმიერი ეჭვის შესახებ (მაგალითად: ანთებადი ყელი, ცხელება) რადგან ეს შეიძლება იყოს ნეიტროპენიის ნიშანი.
სისტემური წითელი მგლურა: არსებობს მონაცემები, რომ თიაზიდური დიურეტიკები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას ან აქტივაციას.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა თირკმლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების დაკვირვებას ყოველთვის უნდა ახლდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში.
ჰიპერკალიემია: პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ მათ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ კალიუმის დანამატები ან სუფრის მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები.
კალციუმის ექსკრეცია თიაზიდებით ითრგუნება: თიაზიდის ხანგრძლივი მკურნალობისას რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიური ცვლილებები. ჰიპოპარათირეოიდიზმის უფრო მძიმე გართულებები (თირკმლის ლითიაზი, ძვლების რეზორბცია და კუჭის წყლული) არ აღინიშნა.
სხვა მეტაბოლური დარღვევები: თიაზიდებს აქვთ ტენდენცია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებისა და შრატში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდებისა და შარდის მჟავას მომატებისკენ. ჩვეულებრივ ეს ეფექტები უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვეულებრივი პოდაგრა ან დიაბეტი შეიძლება გამწვავდეს.
ჰიპოგლიკემია და დიაბეტი: აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება ახლდეს ჰიპოგლიკემია.
ხველა: არსებობს მონაცემები აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას (აკუზიდის ჩათვლით) ხველის შესახებ. ეს ხველა შეიძლება დახასიათდეს როგორც არაპროდუქტიული, მუდმივი და წარმავალი თერაპიის ჩატარების შემდეგ.
ქირურგია/ანესთეზია: თუ იგეგმება პაციენტის ოპერაცია/ანესთეზია მან ექიმი უნდა გააფრთხილოს, რომ იღებს აგფ ინჰიბიტორებს:
აკუზიდი 10/12.5 შეიცავს 0.032348გ. ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.032348გ ლაქტოზას. აკუზიდი 20/12.5 შეიცავს 0.077196გ ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.077196გ ლაქტოზას.
მიღება არ შეიძლება ლაქტოზის უკმარისობისას, გალაქტოზემიისას, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დაქვეითებისას.
გავლენა ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვაზე: ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობა შეიძლება დაიქვეითდეს, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.

ჰიპერდოზირება:
ადამიანში აკუზიდის დოზის გადაჭარბების მონაცემები არ არსებობს.
ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი უმნიშვნელოდ მოქმედებენ ქვინაპრილსა და ქვინაპრილატის ელიმინაციაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტეტრაციკლინი და სხვა წამლები, რომლებიც მაგნიუმთან ურთიერთქმედებენ: ეს ურთიერთქმედება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აკუზიდითა და ტეტრაციკლინით ან იმ სხვა პრეპარატებით თერაპიისას, რომლებიც მაგნიუმთან ურთიერთქმედებენ.
ლითიუმი: აკუზიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ და რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის საათობრივი კონტროლი.
სხვა აგენტები: ქვინაპრილის მიღებისას ისეთი პრეპარატები თანმხლები მკურნალობისას როგორიცაა პროპრანოლოლი, ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი ან ციმეტიდინი არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
ვარფარინის ერთჯერადი დოზის ანტიკოაგულანტური ეფექტი (იზომება პროთრომბინის დროით) მნიშვნელოვნად არ იცვლება დღეში ორჯერ ქვინაპრილის თანხმლები მიღებისას. თანადროული მიღებისას შემდეგი პრეპარატები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ თიაზიდის დიურეტიკებთან: ალკოჰოლი, ბარბიტურანტები ან ნარკოტიკები: შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტაზული ჰიპოტენზიის პოტენცირებას.
ანტიდიაბეტური წამლები (ორალური ჰიპოგლიკემიური აგენტები და ინსულინი): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის დაზუსტება.
სხვა ანტიჰიპერტენზიული წამლები: დამატებითი ეფექტი ან გაძლიერება.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ: აძლიერებენ ელექტროლიტების დაქვეითებას განსაკუთრებით ჰიპოკალიემიას.
ვაზოპრესორული ამინები (მაგალითად ნორეპინეფრინი): შესაძლებელია ვაზოპრესორულ ამინებზე პასუხის დაქვეითება, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგალითად ტუბოკურარინი): შესაძლებელია საპასუხო რეაქაციის გაძლიერება კუნთოვან რელაქსანტებზე.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: იმ შემთხვევებში, როცა აკუზიდი გამოიყენება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად, აუცილებელია აკუზიდით მკურნალობის ეფექტზე ინტენსიური დაკვირვება.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს: რადგანაც აკუზიდი შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, რეკომენდებული არ არის კალიუმდამზოგველი დიურეტიკის დამატებითი მიღება.
იონების ცვლაში მონაწილე: ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბცია ქვეითდება ქოლესტერამინისა და კოლექსიპოლის თანადროული არსებობისას. ერთჯერადი დოზა იკავშირებს ჰიდროქლორთიაზიდს და აქვეითებს მის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85%-იდან 43%-მდე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი.