ტრიტაცე 10მგ #28ტ

ტრიტაცე 10მგ #28ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რამიპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29397
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტრიტაცე 10 მგ
TRITACE 10 MG
 
 
საერთაშორისო დასახელება - ramipril
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09AA05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

ფარმაკოკინეტიკა
ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტები წარმოადგენს აგფ_ინჰიბიტორებს, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას

ჩვენებები

გულის შეტევისა თუ ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილიანობის რისკის შემცირება: მაგალითად, თუ აღინიშნება გულში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (გულის გამოხატული იშემიური დაავადება), შაქრიანი დიაბეტი - სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, კიდურებში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება), ან ადრე გადატანილი ინფარქტი.
- გულის სუსტი ან ზომიერი უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე შეტევის შემდგომ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2-9 დღით ადრე;
- ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია)

მიღების წესები და დოზები

მიღების მეთოდი
მიიღება პერორალური გზით.
მიღების დრო და სიხშირე
ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება ხდება უშუალოდ საუზმის წინ, დროს ან მის შემდეგ საკმაო რაოდენობით სითხესთან ერთად. აქტიური ნივთიერება რამიპრილის აბსორბციაზე არსებით გავლენას არ ახდენს საკვები. გულის მწვავე შეტევის შემდგომი გულის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში თავდაპირველად მითითებული დღიური დოზა უნდა გაიყოს ორ ინდივიდუალურ დოზად (დილის და საღამოს დოზა). სხვა პაციენტებში დღიური დოზა მიიღება ერთჯერადად დილით. იმ პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ გულის უკმარისობა გულის მწვავე შეტევის შემდგომ, ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობა იწყება გულის შეტევიდან 2-9 დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმი თავად წყვეტს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა გულის მწვავე შეტევის შემდეგ, რეკომენდებულია ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება სულ მცირე 15 თვის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებთ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტთან მიმართებაში. ქვემოთ მოცემულია ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტებისა და სხვა აგფ-ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები. გვერდითი ეფექტების კლასიფიცირება შემდეგნაირად ხდება:
ძალიან ხშირი:
10 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა
ხშირი:
10 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა
ნაკლებად ხშირი:
100 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა
იშვიათი:
1000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა
ძალიან იშვიათი:
10000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები შემთხვევა, რაც მოიცავს ერთეულ შემთხვევებს.

ნერვული სისტემა
ნაკლები სიხშირით თავს იჩენს თავის ტკივილი, დაღლილობა და წონასწორობის დარღვევა, ხოლო იშვიათად – თავბრუსხვევა, ჭარბი ძილიანობა (მოთენთილობა), დეპრესია, ძილის დარღვევა, იმპოტენცია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დაბნეულობა, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, კანკალი, სმენის დარღვევები (მაგ. ხმაური ყურებში), ბუნდოვანი მხედველობა და სუნის აღქმის დარღვევები, გემოსთან დაკავშირებული ცვლილებები ან გემოს შეგრძნების დროებით დაკარგვა. ძალიან იშვიათად – ჩხვლეტა, მეტყველების მოშლა და სიცივის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
განსაკუთრებით ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასაწყისში და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ: მარილის და/ან სითხის უკმარისობა (მაგ. დიურეზულებით] ადრე ჩატარებული მკურნალობის კურსი), გულის უკმარისობა (განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ), მკვეთრად გამოხატული მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ აგრეთვე, აქტიური ნივთიერება რამიპრილის და/ან დიურეზულების დოზის გაზრდის შემდეგ, არტერიული წნევის მკვეთრმა დაცემამ (ჰიპოტენზია, განსაკუთრებით წამოდგომისას) შესაძლებელია თავი იჩინოს ნაკლები სიხშირით ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის არეში სიცარიელის შეგრძნება(ხანდახან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევასთან ერთად), ოფლიანობა, სისუსტის შეგრძნება და მხედველობის დარღვევები. აღნიშნულ შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება ცნობიერების დაკარგვა (სინკოპე). არტერიული წნევის მკვეთრ დაცემასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა ეფექტებმა: ნაკლები სიხშირით - გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), იშვიათად – გულის აჩქარება და სტენოკარდია და ძალიან იშვიათად – გულის შეტევა (შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო), ხანმოკლე სიმპტომური ცირკულაციური დარღვევები თავის ტვინში (ხანმოკლე იშემიური შეტევა) და ინფარქტი (იშემიური ცერებრალური შეტევა, შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო). იშვიათ შემთხვევებში, თავს იჩენს ან უარესდება გულისცემის სიხშირის დარღვევები. ძალიან იშვიათად – სისხლის მიმოქცევის დარღვევები, რაც გამოწვეულია ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას სისხლძარღვთა შევიწროების გაუარესებით
სასუნთქი სისტემა
ხშირად აღინიშნება მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა. იშვიათად - ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი), გაძნელებული სუნთქვა, ბრონქიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და გაცივება (რინიტი). იშვიათად ვითარდება აგფ_ინჰიბიტორებით გამოწვეული ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რაც ვრცელდება ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. შავკანიან პაციენტებს უფრო მეტი მიდრეკილება ახასიათებთ ქსოვილოვანი შეშუპებისადმი, ვიდრე არა-შავკანიანებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ნაკლები სიხშირით თავს იჩენს გულისრევა და მადის დაკარგვა. იშვიათად ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მუცლის ღრუს ზედა ნაწილის სიმპტომები (იშვიათად კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ზრდის თანხლებით), საჭმლის მონელების დაღვევა, პირღებინება, ფაღარათი ან ყაბზობა. ძალზედ იშვიათად გვხვდება კუჭ-ნაწლავის არეში ქსოვილოვანი შეშუპება (კუჭ-ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება). იშვიათად – პირის, ენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, პირის სიმშრალე და წყურვილი. ძალზე იშვიათ შემთხვევებში – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (subileus, ileus).
ღვიძლი
აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება სინდრომი, რომელიც ჩნდება ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული სიყვითლით (ქოლესტაზური სიყვითლე) და იწვევს ღვიძლის უჯრედების ნეკროზს (ღვიძლის ნეკროზი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს). ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის) ვლინდება ძალზედ იშვიათად. სიყვითლის (იცტერუს) გამოვლინების ან ღვიძლის ფერმენტების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობა და პაციენტი მოთავსდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ
კანი, ალერგიული რეაქციები
კანი, ალერგიული რეაქციები კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (სავარაუდოდ ალერგიული რეაქციების ნიშნები), როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი ან ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც ვრცელდება ტუჩებზე, სახესა და/ან კიდურებზე, თავს იჩენს ნაკლები სიხშირით და საჭიროებენ ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტას. შესაძლებელია, აგრეთვე, განვითარდეს ზომიერი, არა-ანგიონევროზული შეშუპება, მაგალითად, კოჭის სახსრების მიდამოებში. ნაკლები სიხშირით ვლინდება თვალის ეპითელური ქსოვილის (კონიუქტივიტი) გაღიზიანება და იშვიათად – სახის სიწითლე. ძალზედ იშვიათ შემთხვევებში გვხდება ისეთი სერიოზული კანის რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ძალიან იშვიათად - გამონაყარი ლაქებითა და შესიებით (მაკულოპაპულური ეგზანთემა ან ენანთემა), ან ბუშტუკის ფორმის კანის მწვავე დაავადება (პერფინგუსი), კანის საფარველის გაუარესება (ფსორიაზი), კანსა თუ ლორწოვან გარსში ქერცლიანი, ბუშტუკოვანი ან სირსველისებური (ფსორიაზიფორმული, პემფიგოიდური ან სირსველისებური) ცვლილებები, მგრძნობელობა სინათლის მიმართ(ფოტოსენსიბილიზაცია), თმის ცვენა, ფრჩხილების გაყოფა, სისხლძარღვების ანთება და რეინოს დაავადებისას (სიმეტრიული განგრენა) სისხლძარღვთა სპაზმების მომატება ან განვითარება. კანზე მომხდარ ზოგიერთ ცვლილებას, შესაძლებელია თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მიალგია, ართრალგია), სისხლძარღვთა ანთება და გარკვეული ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა (ეოზინოფილური ლეიკოციტოზი და/ან ანტინუკლეინური ანტისხეულების მაჩვენებლის ზრდა) კანის სერიოზული რეაქციის არსებობის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში შეწყვიტეთ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება. მწერის შხამით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები თავს იჩენს აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში და თან ახლავთ მეტად სეროზული შედეგები
თირკმელები
თირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევა ან გაუარესება ნაკლებად ხშირია და ძალზედ იშვიათ შემთხვევებში იწვევენ თირკმლის მწვავე უკმარისობას. ძალზედ იშვიათად გვხდება შარდში პროტეინების მზარდი გამოყოფის შემთხვევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს თირკმლის ფუნქციის გაუარესებათირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევა ან გაუარესება ნაკლებად ხშირია და ძალზედ იშვიათ შემთხვევებში იწვევენ თირკმლის მწვავე უკმარისობას. ძალზედ იშვიათად გვხდება შარდში პროტეინების მზარდი გამოყოფის შემთხვევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს თირკმლის ფუნქციის გაუარესება
საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემები
ძალზედ იშვიათად – კუნთების შევიწროება, კუნთებისა და სახსრის ტკივილი ან სიცხე
ცვლილებები სისხლში / ლაბორატორიული კვლევები
იშვიათად ვლინდება ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ჰემატოკრიტი, ლეიკოციტები თუ თრომბოციტები. განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის, კოლაგენოზის მქონე პაციენტებში ან ვინც ამავდროულად იღებს ალოპურინოლს, პროკაინამიდს, ან გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს დაცვითი რეაქციების შემცირებას, ძალზედ იშვიათად გვხდება სისხლის საერთო ანალიზში პათოლოგიური შემცირება ან სხვა ცვლილებები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია). ძალზედ იშვიათად – სისხლის ზოგიერთი ან ყველა უჯრედის სრული დაკარგვა (მაგალითად, ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვით გამოწვეული აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია). ძალზედ იშვიათ შემთხვევებში შეინიშნება მომატებული ანტინუკლეინური ანტისხეულების მაჩვენებლები. ჰემოლიზის/ჰემოლიზური ანემიის ძალზედ იშვიათი შემთხვევები აღინიშნება, იშვიათი ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან კავშირის ჩათვლით (გლუკო-6-ფოსფატა დეჰიდროგენაზას უკმარისობა). ნაკლებად ხშირ შემთხვევებში, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციები, აგრეთვე, ძალიან იშვიათად – სისხლში კალციუმის შემცველობის დონეები, მაშინ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლში ნატრიუმის შემცველობის დონეების შემცირებას. სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება ახასიათებთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი). ნაკლები სიხშირით ვლინდება ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის ზრდა და იშვიათად – შრატის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები. ძალზედ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება შარდში პროტეინების გამოყოფა
შენიშვნა
აღნიშნული ლაბორატორიული მაჩვენებლები უნდა იქნას შესწავლილი მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის მანძილზე
რა ზომებს უნდა მივმართოთ მწვავე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში?
მოულოდნელი, აგფ-ინჰიბიტორებით გამოწვეული ქსოვილოვანი შეშუპების, რომელიც ვრცელდება ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ ხდება ექიმთან. სასწრაფოდ უნდა დაწვეთ საავადმყოფოში და ჩაიტაროთ სულ მცირე 12-24 საათიანი მონიტორინგი. ზოგიერთ ვითარებაში სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, სიყვითლე და ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტიდან ერთ-ერთი მოულოდნელად იჩენს თავს ან გამწვავდება. არავითარ შემთხვევაში არ განაგრძოთ პრეპარატის მიღება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთს ან რომელიმე სხვა არასასურველ ეფექტს ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს. სხვა აქტიური პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა ზოგიერთ პირთან მიმართებაში შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტის სხვადასხვა ხარისხი: უთხარით ექიმს ან ფარმაცევტრს თუ რაიმე არასასურველი ან არასასიამოვნო ეფექტი არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

უკუჩვენება

- მომატებული მგძნობელობა აქტიური ნივთიერება რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა თუ ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტების ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ;
- მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, რასაც იწვევს ადრე ჩატარებული მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით);
-თირკმლის არტერიების შევიწროება (ორივე მხარეს ან ცალ მხარეს - ერთი თირკმლის არსებობის შემთხვევაში);
- თუ ახლახანს გადაგინერგეს თირკმელი;
- გულის მარცხენა პარკუჭის სარქველების მნიშვნელოვანი შევიწროება (ჰემოდინამიურად შესაბამისი აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი) ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდენის სხვა სახით დარღვევა (დარღვეული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
- სისხლში საწყისი ალდოსტერონის მზარდი კონცენტრაციები;
- ორსულობა (გამორიცხეთ ორსულობა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მანძილზე თავი აარიდეთ დაორსულებას);
- ლაქტაცია
- ამასთანავე, როდესაც ხდება ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება გულის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში გულის მწვავე შეტევის შემდგომ, ნუ მიიღებთ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებს შემდეგ შემთხვევებში:
- მუდმივი, გამოხატული, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია; 90 მმHG-ზე ნაკლები სისტოლური წნევა);
- არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის დროს (პოსტურალური დარღვევა);
- გულის მწვავე უკმარისობა (NYHA IV);
- გულ-მკერდის არეში მოულოდნელი ეპიზოდური ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია);
- სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია);
- ფილტვისმიერი გული (ცორ პულმონალე). ვინაიდან ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილებაა შემდეგ შემთხვევებში, მაშინ მათი მიღება დაუშვებელია:
- თირკმლის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორცილედება იმ პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს სხეულის თავდაცვის უნარს (კორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები და/ან ციტოტოქსიკური ნივთიერებები);
- დიალიზის შემდეგ;
- ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია;
- გულის მძიმე უკმარისობა ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა სითხის დაგროვება ქსოვილსა და/ან სხეულის ღრუში (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა);
- ბავშვთა ასაკი
განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას:
თუ აღინიშნება ან აღინიშნებოდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული დაავადება:
- წყალ-მარილოვანი დისბალანსი (მაგ. მუდმივი ღებინების ან ფაღარათის შემდეგ);
- დარღვეული იმუნური რეაქციები ან კოლაგენოზი (წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
- იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ამცირებს თავდაცვით რეაქციებს (მაგ. კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის მიღება. ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტების პირველად მიღებამ ან დოზის გაზრდამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის წნევის მოულოდნელი, მკვეთრი დაცემა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა შემდეგ შემთხვევებში:
- ერთდროული მიღება წყლის ტაბლეტებთან (დიურეზულებთან) ერთად;
- წყალ-მარილოვანი უკმარისობა;
- მკვეთრად გამოხატული, მაღალი არტერიული წნევა;
- გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ;
- გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ, აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
- თირკმლის არტერიის ჰემოდინამიურად შესაბამისი შევიწროება (შეიძლება აუცილებელი გახდეს მიმდინარე დიურეზულებით მკურნალობის შეწყვეტა).
აღნიშნულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ თქვენი სხეულის კომპლექსური სისხლის წნევის მარეგულირებელი სისტემა (რენინანგიოტენზინის სისტემა) უკვე განსაკუთრებულად გააქტიურებულია, თქვენს სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რათა გამოირიცხოს არტერიული წნევის შემდგომი დაცემა. მკურნალობის დასაწყისში აგრეთვე ყურადღებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არტერიული წნევის ცვლილებაზე, იმ შემთხვევაში:
- თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;
- თუ სისხლის წნევის არასასურველი, მკვეთრი დაცემა განსაკუთრებით სახიფათოა თქვენთვის (მაგ. კორონარული სისხლძარღვების ან იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც თავის ტვინს ამარაგებს).
ტრიტაცე®10მგ ტაბლეტების მიღებამდე უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია, რომ თირკმლის ფუნქციაზე ყურადღებით განხორციელდეს დაკვირვება, განსაკუთრებით კი მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ეხება:
- იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა;
- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების შევიწროება ცალ მხარეს;
- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია. აუცილებელია სისხლის ცალკეული მაჩვენებლის შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და შემდეგ რისკ-პაციენტებში: პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია, კოლაგენოზი და რომლებიც იტარებენ მკურნალობას იმ პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის ანალიზზე (მაგ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თავდაცით რეაქციებს, ალოპურინოლი ან პროკაინამიდი). იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ლიმფური კვანძების გაფართოება და/ან ყელის ანთება ტრიტაცე®10მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის (ლეიკოციტების ანალიზი).
გაფრთხილება
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს განვითარდება ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია იგი გავრცელდეს ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუჩების, სახის, კიდურებისა და კუჭ-ნაწლავის ქსოვილის შეშუპებას.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3).
ბავშვები
ვინაიდან ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის, ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბავშვებში. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ და სისხლის ფილტრაციის გარკვეულმა პროცედურებმა, რომლის დროსაც სისხლი ეხება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს (მაგ. “AN 69 მემბრანა” დიალიზში ან დექსტრანის სულფატი დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისში), შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და სიცოცხლისათვის სახიფათო შოკიც კი. შესაბამისად, გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ან დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისის აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და შეიცვალოს სხვა პრეპარატით (არა აგფ-ინჰიბიტორით) ან გამოყენებული უნდა იქნას დიალიზის განსხვავებული მემბრანა. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ იტარებთ მკურნალობის კურსს ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით ან გესაჭიროებათ დიალიზი, რათა ექიმმა მხედველობაში მიიღოს ეს თქვენი მკურნალობისას. მწერების შხამთან (მაგ: ფუტკრის ან ბზიკის შხამთან) მიმართებაში მგრძნობელობის დაქვეითების (დესენსიბილიზაციის) აუცილებლობის შემთხვევაში, აგფ-ინჰიბიტორი დროებით უნდა შეიცვალოს სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა სისხლის წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). აღნიშნულმა რეაქციებმა, შესაძლებელია აგრეთვე, თავი იჩინონ მწერის (მაგ. ფუტკრების ან ბზიკების) კბენის შემდეგ. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ აღინიშნება ან აღინიშნებოდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული დაავადება:
- წყალ-მარილოვანი დისბალანსი (მაგ. მუდმივი ღებინების ან ფაღარათის შემდეგ);
- დარღვეული იმუნური რეაქციები ან კოლაგენოზი (წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
- იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ამცირებს თავდაცვით რეაქციებს (მაგ. კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის მიღება.
ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტების პირველად მიღებამ ან დოზის გაზრდამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის წნევის მოულოდნელი, მკვეთრი დაცემა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა შემდეგ შემთხვევებში:
- ერთდროული მიღება წყლის ტაბლეტებთან (დიურეზულებთან) ერთად;
- წყალ-მარილოვანი უკმარისობა;
- მკვეთრად გამოხატული, მაღალი არტერიული წნევა;
- გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ;
- გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ, აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
- თირკმლის არტერიის ჰემოდინამიურად შესაბამისი შევიწროება (შეიძლება აუცილებელი გახდეს მიმდინარე დიურეზულებით მკურნალობის შეწყვეტა).
აღნიშნულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ თქვენი სხეულის კომპლექსური სისხლის წნევის მარეგულირებელი სისტემა (რენინანგიოტენზინის სისტემა) უკვე განსაკუთრებულად გააქტიურებულია, თქვენს სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რათა გამოირიცხოს არტერიული წნევის შემდგომი დაცემა. მკურნალობის დასაწყისში აგრეთვე ყურადღებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არტერიული წნევის ცვლილებაზე, იმ შემთხვევაში:
- თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;
- თუ სისხლის წნევის არასასურველი, მკვეთრი დაცემა განსაკუთრებით სახიფათოა თქვენთვის (მაგ. კორონარული სისხლძარღვების ან იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც თავის ტვინს ამარაგებს).
ტრიტაცე®10მგ ტაბლეტების მიღებამდე უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია, რომ თირკმლის ფუნქციაზე ყურადღებით განხორციელდეს დაკვირვება, განსაკუთრებით კი მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ეხება:
- იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა;
- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების შევიწროება ცალ მხარეს;
- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია.
აუცილებელია სისხლის ცალკეული მაჩვენებლის შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და შემდეგ რისკ-პაციენტებში: პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია, კოლაგენოზი და რომლებიც იტარებენ მკურნალობას იმ პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის ანალიზზე (მაგ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თავდაცით რეაქციებს, ალოპურინოლი ან პროკაინამიდი). იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ლიმფური კვანძების გაფართოება და/ან ყელის ანთება ტრიტაცე®10მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის (ლეიკოციტების ანალიზი).
გაფრთხილება
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს განვითარდება ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია იგი გავრცელდეს ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუჩების, სახის, კიდურებისა და კუჭ-ნაწლავის ქსოვილის შეშუპებას.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3).
ბავშვები
ვინაიდან ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის, ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბავშვებში. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა
ტრიტაცე®10მგ ტაბლეტების მიღებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის განმავლობაში, ამ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები. ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის პროცესში დაორსულების შემთხვევაში, მიმდინარე მკურნალობის კურსი უნდა შეიცვალოს მკურნალობის სხვა მეთოდით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა შემცირდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე არსებული საფრთხის რისკი. პოტენციურად საბედისწერო ზიანი ბავშვს შეიძლება მიადგეს იმ შემთხვევაში, თუ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება ხდება ორსულობის ბოლო 6 კვირაში.
ლაქტაცია
ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება რამიპრილი გადადის ცხოველთა რძეში. ვინაიდან არ არის დადგენილი, გადადის თუ არა რამიპრილი ადამიანთა რძეშიც და იწვევს თუ არა არასასურველ ეფექტს მეძუძურ ბავშვზე, ამიტომ დაუშვებელია ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. როგორც წესი, რჩევისათვის ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრიტაცე®10მგ ტაბლეტების მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დროის მანძილზე.
გთხოვთ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
ქვემოთ მოცემული მითითებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრიტაცე®10მგ ტაბლეტების გამოწერა არ მოხდა თქვენი ექიმის მიერ
სიფრთხილე
განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ წყალ-მარილოვანი უკმარისობა (მაგ. პირღებინება, ფაღარათი, დიურეზულებით მკურნალობა), გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ან მკვეთრად გამოხატული მაღალი სისხლის წნევა, სისხლის წნევის მკვეთრმა დაცემამ შესაძლებელია თავი იჩინოს ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასაწყისში (იხილეთ პარაგრაფი 2.2). შესაბამისად, უნდა მოხდეს მარილისა თუ სითხის არსებული დისბალანსის კორექცია ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე. დიურეზულების დოზა უნდა შემცირდეს ან საერთოდ შეწყდეს სულ მცირე 2-3 დღით ადრე. აღნიშნულ პაციენტებში მკურნალობის კურსი იწყება რამიპრილის 1,25 მგ დოზით დილით. შესაბამისად, ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების ან ძლიერმოქმედი დიურეტიკების დოზის შემდგომი ზრდის შემდეგ, თქვენ უნდა იყოთ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე რვა საათი მაინც, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა. აგფ-ინჰიბიტორის ეფექტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში (65 წელზე მეტი ასაკის), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. ყველაზე დაბალი საწყისი დოზის (დღეში 1,25 მგ რამიპრილი) მიღება მიზანშეწონილია ხანდაზმულ პაციენტებსა და იმ პაციენტებში, რომელთა მიმართებაშიც სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა მეტად სახიფათოა. (მაგ. პაციენტები, რომელთაც ახასიათებთ კორონარული სისხლძარღვების და იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც ტვინს სისხლით ამარაგებს). იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის მაღალი წნევის სერიოზულად პროგრესირებადი ფორმა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) ან გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ტრიტაცე® 10მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული საავადმყოფოში

ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ეჭვობთ დოზის გადაჭარბებას, ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს/გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმს. ექიმი შეაფასებს აღნიშნული შემთხვევის სერიოზულობას და თავად გადაწყვეტს საჭირო ზომების მიღებას. ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავი იჩინონ შემდეგმა სიმპტომებმა: სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, გულისცემის შენელებული სიხშირე, ცირკულაციური შოკი, მარილოვანი და სითხის დისბალანსი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების მიღება, მათ თაობაზეც კი, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულნი.
- ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ სისხლში კალიუმის შემცველობის დონე, თუ თქვენ ღებულობთ კალიუმის მარილს ან სხვა პრეპარატს, რომლებიც ხელს უწყობენ კალიუმის შემცველობის დონეების ზრდას. ზემოაღნიშნული მოიცავს გარკვეული ტიპის საშუალებებს (ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები, როგორიცაა ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) და ჰეპარინს.
- სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკატორები, β-ადრენობლოკატორები და, განსაკუთრებით, დიურეზულები, ხელს უწყობენ ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტის ზრდას (სხვა დიურეზულებთან ერთდროული მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში ნატრიუმის შემცველობის დონეების რეგულარული მონიტორინგი).
- სხვა პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საძილე მედიკამენტები და საანესთეზიო პრეპარატები – ჰიპნოზური საშუალებები, ნარკოტიკები, საანესთეზიო საშუალებები) შეუძლიათ უფრო მეტად შეუწყონ ხელი სისხლის წნევის დაცემას.
- ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს სისხლის წნევის ამწევი ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპათომიმეტური პრეპარატები (მაგ. ეფედრინი).
- სისხლის ანალიზში ცვლილებები თავს იჩენენ ძირითადად ალოპურინოლთან, პროკაინამიდთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მკურნალობის დროს, რომლებიც ამცირებენ სხეულის თავდაცვით რეაქციებს (ციტოსტატურები, იმუნოდეპრესიული საშუალებები, სისტემური კორტიკოსტეროიდები).
- ლითიუმის მიღება დასაშვებია ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებით განხორციელდა მონიტორინგი შრატში ლითიუმის კონცენტრაციებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული გულსა და ნერვებზე საზიანო ეფექტის რისკის ზრდა.
- სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პერორალური პრეპარატები (მაგ. სულფანილშარდოვანას ნაწარმები, ბიგუანიდები) და ინსულინი: არსებობს რისკი, რომ სისხლში შაქრის შემცველობის მაჩვენებელმა დაიწიოს ნორმალურ მაჩვენებელზე დაბლა (ჰიპოგლიკემია), ვინაიდან ინსულინის მიმართ რეზისტენტობა შესაძლებელია შემცირდეს ტრიტაცე® 10 მგ ტაბლეტებით და გაიზარდოს პრეპარატების სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტი (მკურნალობის დასაწყისში განსაკუთრებით რეკომენდებულია სისხლში შაქრის შემცველობის ყურადღებით მონიტორინგი).
- ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეულმა პრეპარატებმა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ასპირინი) შესაძლებელია შეამცირონ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი, გამოიწვიონ თირკმლის დისფუნქცია და სავარაუდოდ გაზარდონ კალიუმის შემცველობის დონეები. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას იმ პრეპარატებთან მიმართებაში, რომელთაც მიღებაც ახლახანს დაასრულეთ

შენახვის პირობები და ვადები

5 წელი
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება
არ ინახება +30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - იტალია