ფტორაფური 400მგ #100კაფს

ფტორაფური 400მგ #100კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტეგაფური
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2932
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფტორაფური
(Ftorafur)


გენერიული დასახელება: ტეგაფური

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 400მგ ტეგაფურს
დამხმარე ნივთიერებები:
სტეარინის მჟავა.
კაფსულის შემადგენლობა:
კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), ჟელატინი.
თავსახურავი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), ალისფერი (ჭიაფერი) 4R (E124), ჟელატინი.

სამკურნალო ფორმა: კაფსულა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფტორაფური ახდენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას და ბიოლოგიური თვისებებით მრავალმხრივ ემსგავსება 5-ფტორურაცილს. ფტორაფური შეიძლება განვიხილოთ, როგორც 5-ფტორორურაცილის სატრანსპორტო ფორმა, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ფროტაფურის ღვიძლის მიკროსომული ფერმენტებით აქტივაციის შედეგად. მეტაბოლიტი დიდხანს ცირკულირებს ორგანიზმში და ამგვარად უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას.
პრეპარატს ახასიათებს ასევე ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ქავილის შემცირება.

ჩვენება:
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებს სიმსივნის ზოგიერთი ფორმის, დიფუზური ნეიროდერმიტის, კანის ლიმფომის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
ფტორაფურის გამოყენება არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე (ალერგიულ) პაციენტებში. პრეპარატს არ იყენებენ ავადმყოფობის გვიანდელ სტადიებზე, მწვავე სისხლდენების, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე ფუნქციური დარღვევების, ლეიკოპენიის (3X109/ლ), თრომბოციტოპენიის (100X109/ლ) და ანემიის დროს (როდესაც ჰემოგლობინის დონე 30 ერთეულზე დაბალია). ფტორაფურის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროსაც. იმ შემტხვევაში, როდესაც დედის მკურნალობა ფტორაფურით აუცილებელია, ბავშვის ძუძუთი კვებას წყვეტენ.

სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს თუ აღენიშნება თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გულის მოქმედების შესამჩნევი დარღვევები, მაშინ სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების მომსახურება არ შეიძლება. ფტორაფურის გამოყენების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სისხლმბადი ფუნქციის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მოშლის დროს.
გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, სისხლდენის მიმართ მიდრეკილების, აგრეთვე ინფექციური დაავადებების დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მისი გვერდითი მოვლენები ძლიერდება.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნება ბავშვებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებას, ფტორაფურის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ფტორაფურისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის მოქმედება შეიძლება გაძლიერედეს.
პრეპარატი აძლიერებს სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებებისა და სხივური თერაპიის ეფექტურობას (აგრეთვე ძლიერდება გვერდითი მოქმედებაც).
მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები ღვიძლში აძლიერებნ ტოქსიურობას.  

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებისას რეგულარულად უნდა ვაკონტროლოთ სისხლის სურათი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა.
სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები მიიღება პერორალურად.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-30 მგ/სხეულის წონის კგ-ზე (1,2-1,6 გ ან 3-4 კაფსულა). დოზის გაზრდა შეიძლება 2 გ-მდე (5 კაფსულამდე); დოზას ყოფენ 2 მიღებაზე და იღებენ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ ან დღეღამეში 2-4-ჯერ. მკურნალობის 1 კურსის დროს მიღებული პრეპარატის დოზა შეადგენს 30-40 გრ-მს. თუმცა, მკურნალ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს ფტორაფურის შედარებით ნაკლები დოზის მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფტორაფურის დოზას ამცირებენ ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე დაავადების ბოლო ეტაპზე. ქიმიოთერაპიის სქემებში, აგრეთვე სხივური მკურნალობის დამატებისას  ფტორაფური მიიღება ნაკლები დოზით ან მონოთერაპიის დროს გამოყენებული დოზის იდენტურია. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 1.5-2 თვის ინტერვალით.
რეკომენდებული დოზის გამორჩენისას, იგი მიიღება მისი მიღების გახსენებისთანავე.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცნს-ისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარრვევები, აგრეთვე სისხლმბადი ფუნქციების დათრგუნვა.
მკურნალობა სიმპტომატურია.

გვერდითი მოქმედება:
მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფარარათი, იშვიათად – კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სტომატიტი, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი, გულის მოქმედების დარრვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, კანის სიწითლე).
მძიმე ფორმის გვერდითი ეფექტების განვითარება იშვიათია. შესაძლებელის სისხლმბადი სისტემების მძიმე ფორმის დარღვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია), ღვიძლის დაზიანება, ანთებითი პროცესი, ლეიკოენცეფალიტის სიმპტომები, ინტერსტიციული პნევმონია, ყნოსვის დაკარგვა, მოსვენების სტენოკარდია. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მედიკამენტი თრგუნავს პაციენტის რეპროდუქციულ ფუნქციას.   
 
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.
    
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
N100-100 კაფსულა პლასტმასის ერთ ფლაკონში.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს.ს.”გრინდექსი” (ლატვია)
რიგა, ლვ-1057, კრუსტპილსის ქ. #53.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)