ინსულ-ლანტუსიSOLO100სე/მლ3მლ#5

ინსულ-ლანტუსიSOLO100სე/მლ3მლ#5

318.08 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინსულინები, ინსულინები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: სანოფი-ავენტისი დოიჩლენდ გმბჰ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინსულინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 29106
გააზიარე:

ლანტუსი® (LANTUS®)

100 ერთ/მლ, ხსნარი კანქვეშ შეყვანისათვის სოლოსტარის შპრიც-კალამში
ინსულინ გლარგინი / ინსულინ გლარგინე
სანოფი
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, მათ შორის ლანტუსის სოლოსტარის შპრიც-კალმის გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
<MAთ> 893177
ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ლანტუსი და რისთვის გამოიყენება;
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლანტუსის გამოყენებამდე;
3. პრეპარატ ლანტუსის გამოყენება;
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები;
5. პრეპარატ ლანტუსის შენახვა;
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ლანტუსი და რისთვის გამოიყენება
ლანტუსი შეიცავს ინსულინ გლარგინს. ეს მოდიფიცირებული ინსულინია, რომელიც ძალიან მსგავსია ადამიანის ინსულინთან.
ლანტუსი გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წლიდან ასაკის ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის საკმარისი რაოდენობის ინსულინს. ინსულინ გლარგინის სისხლში შაქრის დამწევი მოქმედება არის ხანგრძლივი და მყარი.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლანტუსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი ლანტუსი
- თუ გაქვთ ალერგია ინსულინ გლარგინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 პარაგრაფში).

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ლანტუსი სოლოსტარის შპრიც-კალამში განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშ შეყვანისთვის (ასევე, იხილეთ პარაგრაფი 3). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გჭირდებათ ინსულინის ინექციის სხვა მეთოდით შეყვანა.

ლანტუსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან მედდას.
მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები დოზირებასთან, კონტროლთან (სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება), კვების რაციონთან და ფიზიკურ აქტივობასთან (ფიზიკური შრომა და ვარჯიში), ინექციის შეყვანის პროცედურასთან დაკავშირებით.

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია), დაიცავით ჰიპოგლიკემიის კუპირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები (იხ. ტექსტი გრაფაში ჩანართის ბოლოს).

კანის ცვლილებები პრეპარატის ინექციის ადგილზე
კანის ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა პრეპარატის შეყვანის ადგილის მონაცვლეობა. ეს შეამცირებს ინექციის არეში ~ჩაღრმავების~ ან ~სიმკვრივის~ განვითარების რისკს. ინსულინის მოქმედება შეიძლება შემცირდეს, თუ მისი შეყვანა ხდება არათანაბარ არეში (იხ. პრეპარატ ლანტუსის გამოყენება). მიმართეთ ექიმს, თუ ამჟამად პრეპარატი შეგყავთ არათანაბარ არეში, სხვა, დაუზიანებელ არეში ინექციის შეყვანის დაწყებამდე. ეს აგაცილებთ ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი დონე) განვითარების რისკს. თქვენი ექიმისგან შეიძლება მიიღოთ რეკომენდაცია სისხლში შაქრის დონის უფრო ყურადღებით შემოწმებასთან და ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების დოზის შეცვლასთან დაკავშირებით.

მგზავრობა
მგზავრობის წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მასთან ერთად განიხილავთ შემდეგ საკითხებს:
 თქვენთვის დანიშნული ინსულინის არსებობა გამგზავრების ქვეყანაში;
 ინსულინის, ნემსების და ა.შ. მარაგები;
 ინსულინის სწორად შენახვა მგზავრობის დროს;
 საკვების მიღებისა და ინსულინის შეყვანის დრო მგზავრობის პერიოდში;
 შესაძლო ეფექტები სხვადასხვა სასაათო სარტყელების შეცვლისას;
 შესაძლო ახალი რისკები ჯანმრთელობისთვის გამგზავრების ქვეყანაში;
 საგანგებო სიტუაციებში მოქცევის წესი ცუდად ყოფნის ან ავადმყოფობის შემთხვევაში.

დაავადებები და ტრავმები
შემდეგ მდგომარეობებში დიაბეტის მართვა შეიძლება საჭიროებდეს დიდ სიფრთხილეს (მაგალითად, ინსულინის დოზის კორექტირება, სისხლის და შარდის ანალიზები):
 ავადმყოფობის ან ძლიერი ტრავმის შემთხვევაში, როდესაც სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია).
 არასათანადო კვების შემთხვევაში შესაძლებალია სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
უმრავლეს შემთხვევაში საჭირო იქნება ექიმის დახმარება. აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს.

ტიპი 1 დიაბეტის დროს (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) არ შეწყვიტოთ ინსულინის გამოყენება და გააგრძელეთ საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღება. ყოველთვის აცნობეთ მომვლელ ან მკურნალ პირებს, რომ გესაჭიროებათ ინსულინი.

ინსულინით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ინსულინის წინააღმდეგ ანტისხეულების (ინსულინის წინააღმდეგ მოქმედი ნივთიერებები) გამომუშავება. ძალიან იშვიათად ეს შეიძლება მოითხოვდეს ინსულინის დოზის შეცვლას.

ზოგ პაციენტში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობით ან პიოგლიტაზონით (დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ) და ინსულინით ნამკურნალები ინსულტის ანამნეზით განვითარდა გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის ისეთი ნიშნების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ქოშინი, წონის სწრაფად მატება ან შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ ლანტუსის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

სხვა პრეპარატები და ლანტუსი
ზოგი პრეპარატი ცვლის სისხლში შაქრის დონეს (შემცირება, გაზრდა ან ორივე, სიტუაციის მიხედვით). ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება, სისხლში შაქრის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი დონეების თავიდან აცილების მიზნით. დაიცავით სიფრთხილის ზომები სხვა პრეპარატის მიღების დაწყებისას ან შეწყვეტისას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება. პრეპარატის მიღებამდე დააზუსტეთ ექიმთან, შეცვლის თუ არა ის სისხლში შაქრის დონეს, და რა ზომები იქნება მისაღები.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება დააქვეითოს სისხლში შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია):
- დიაბეტის სამკურნალო ყველა სხვა პრეპარატი;
- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება გარკვეული კარდიოლოგიური დაავადებების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- დიზოპირამიდი (გამოიყენება გარკვეული კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ);
- ფლუოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
- ფიბრატები (გამოიყენება სისხლის ლიპიდების მაღალი დონის შესამცირებლად);
- მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
- პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი, სალიცილატები (როგორიცაა, აცეტილსალიცილის მჟავა, გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და სიცხის დასაწევად);
- სულფონამიდური ანტიბიოტიკები.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე (ჰიპერგლიკემია):
- კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა ~კორტიზონი~, გამოიყენება ანთების სამკურნალოდ);
- დანაზოლი (პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ოვულაციაზე);
- დიაზოქსიდი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- დიურეზულები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სითხის ჭარბი დაგროვების სამკურნალოდ);
- გლუკაგონი (კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონი, გამოიყენება მძიმე ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ);
- იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
- ესტროგენები და პროგესტოგენები (შედის შობადობის საკონტროლო კონტრაცეფტივების შემადგენლობაში);
- ფენოთიაზინის წარმოებულები (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ);
- სომატოტროპინი (ზრდის ჰორმონი);
- სიმპათომიმეტიკები (როგორიცაა ეპინეფრინი [ადრენალინი], სალბუტამოლი, ტერბუტალინი);
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ);
- ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები (როგორიცაა კლოზაპინი, ოლანზაპინი);
- პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ სამკურნალოდ).

სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
- ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- კლონიდინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- ლითიუმის მარილები (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ).

პენტამიდინმა (გამოიყენება ზოგიერთი პარაზიტული ინფექციის სამკურნალოდ), შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება მოგვიანებით შეიცვალოს ჰიპერგლიკემიით.

ბეტა-ბლოკერებს, როგორც სხვა სიმპათოლიზურ პრეპარატებს (როგორიცაა კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი) შეუძლია შეასუსტოს ან სრულად დათრგუნოს ჰიპოგლიკემიის პირველი მანიშნებელი სიმპტომები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, იღებთ თუ არა რომელიმე მითითებულ პრეპარატს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლანტუსი და ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარებისას სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად. ორსულობის და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის დოზის შეცვლა. დიაბეტის გულდასმით კონტროლი და ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ძუძუთი კვების დროს კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზისა და რაციონის კორექტირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ყურადღების კონცენტრაციის უნარი ან რეაქციის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე);
- ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე);
- მხედველობის პრობლემების არსებობა.

გაითვალისწინეთ ეს შესაძლო პრობლემა, რადგან შეიძლება საფრთხე შეუქმნათ თქვენს თავს ან გარშემომყოფებს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს). სატრანსპორტო საშუალებების მართვის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ:
- ხშირად აღგენიშნებათ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები;
- ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი პირველი სიმპტომები სუსტადაა გამოხატული ან არ აღინიშნება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლანტუსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ არსებითად ~არ შეიცავს ნატრიუმს~.

3. პრეპარატ ლანტუსის გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედავად იმისა, რომ ლანტუსი შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებებს, რაც ტუჯეო (ინსულინ გლარგინი, 300 ერთ/მლ), ეს პრეპარატები არ ცვლის ერთმანეთს. ინსულინით ერთი თერაპიიდან მეორეზე გადასვლისას საჭიროა სამედიცინო დანიშნულება, სამედიცინო კონტროლი და სისხლში გლუკოზის მონიტორინგი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა
თქვენი ცხოვრების წესისა და სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის განმსაზღვრელი ანალიზის შედეგების, ასევე ინსულინით მანამდე ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით, ექიმი:
- განსაზღვრავს პრეპარატ ლანტუსის დღიურ დოზას და მიღების დროს;
- გაცნობებთ, როდის უნდა შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე და ჩაიტაროთ შარდის ანალიზები;
- გაცნობებთ, თუ დაგჭირდებათ პრეპარატ ლანტუსის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის შეყვანა.

ლანტუსი ხანგრძლივი მოქმედების ინსულინია. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ის ხანმოკლე მოქმედების ინსულინთან ან სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალო ტაბლეტებთან კომბინაციაში.

სისხლში შაქრის დონეზე შეიძლება გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი. ამ ფაქტორების შესახებ ინფორმირება აუცილებელია სისხლში შაქრის დონის შეცვლისას სათანადო რეაგირებისთვის და მისი ზედმეტად გაზრდის ან შემცირების თავიდან ასაცილებლად. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია გრაფაში ჩანართის ბოლოს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ლანტუსის გამოყენება შეიძლება მოზარდებსა და 2 წლიდან ასაკის ბავშვებში. პრეპარატი გამოიყენეთ ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით.

შეყვანის სიხშირე
საჭიროა ლანტუსის ერთი ინექციის შეყვანა ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

შეყვანის წესი და მეთოდი
ლანტუსი შეჰყავთ კანქვეშ. არ შეიყვანოთ ლანტუსი ვენაში, რადგან ეს შეცვლის მის მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

ექიმი გაჩვენებთ, კანის რომელ უბანში უნდა შეიყვანოთ ლანტუსი. ყოველი ინექციის დროს შეცვალეთ ჩხვლეტის ადგილი კანის გარკვეული უბნის ფარგლებში.

როგორ გამოიყენება სოლოსტარი
სოლოსტარი არის ინსულინ გლარგინის შემცველი შევსებული შპრიც-კალამი. ლანტუსი შევსებულ შპრიც-კალამში გამოიყენება მხოლოდ კანქვეშ შესაყვანად. მიმართეთ ექიმს, თუ ინსულინის შეყვანა საჭიროა სხვა გზით.

ყურადღებით შეისწავლეთ ~სოლოსტარის გამოყენების ინსტრუქცია~, რომელიც წარმოადგენს ამ ჩანართის შემადგენელ ნაწილს. შპრიც-კალამი გამოიყენეთ ~გამოყენების ინსტრუქციის~ შესაბამისად.

ყოველი გამოყენების წინ უნდა გამოიყენოთ ახალი ნემსი. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტართან შეთავსებადი ნემსები (იხ. ~სოლოსტარის გამოყენების ინსტრუქცია~).
ყოველი ინექციის წინ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ტესტი.

დაათვალიერეთ კარტიჯი შპრიც-კალმის გამოყენებამდე. არ გამოიყენოთ სოლოსტარი, თუ შენიშნავთ მასში რაიმე ნაწილაკებს. გამოიყენეთ სოლოსტარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არსებული ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო და წყლისმაგვარი. არ შეანჯღრიოთ და არ მოურიოთ გამოყენების წინ.

დაავადებების შესაძლო გადაცემის თავიდან ასაცილებლად არასდროს გამოიყენოთ შპრიც-კალამი სხვა პირთან ერთად. ეს შპრიც-კალამი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის.

დარწმუნდით, რომ ინსულინი არ არის დაბინძურებული სპირტით, სადეზინფექციო საშუალებებით ან სხვა ნივთიერებებით.

ყოველთვის გამოიყენეთ ახალი შპრიც-კალამი, თუ შენიშნავთ, რომ სისხლში შაქრის კონტროლი მოულოდნელად გაუარესდა. თუ ფიქრობთ, რომ ეს დაკავშირებულია სოლოსტართან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

დაუშვებელია ცარიელი შპრიც-კალმების ხელახლა შევსება, საჭიროა მათი სათანადო წესით უტილიზაცია.

არ გამოიყენოთ სოლოსტარი, თუ შპრიც-კალამი დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციონირებს, საჭიროა მისი უტილიზაცია და ახალი სოლოსტარის გამოყენება.

ინსულინის შემთხვევით არევა
ყოველი ინექციის წინ ყოველთვის შეამოწმეთ ინსულინის პრეპარატის ეტიკეტი, რომ არ შეგერიოთ პრეპარატი ლანტუსი ინსულინის სხვა პრეპარატებთან.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ლანტუსი
- თუ შეიყვანეთ პრეპარატ ლანტუსის ძალიან დიდი დოზა, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან შემცირდეს (ჰიპოგლიკემია). ხშირად შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე. ზოგადად ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო იყოს უფრო მეტი საკვების მიღება და სისხლში შაქრის კონტროლი. ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ იხილეთ გრაფაში ჩანართის ბოლოს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლანტუსის მიღება
- თუ გამოტოვეთ პრეპარატ ლანტუსის დოზა ან შეიყვანეთ არასაკმარისი ინსულინი, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან აიწიოს (ჰიპერგლიკემია). ხშირად შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე. ინფორმაცია ჰიპერგლიკემიის მკურნალობის შესახებ იხილეთ გრაფაში ამ ჩანართის ბოლოს.
- არ შეიყვანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ ლანტუსის გამოყენება
ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის ძალიან მაღალ შემცველობას) და კეტოაციდოზს (სისხლში მჟავას დაგროვება, რადგან ორგანიზმი შლის ცხიმს შაქრის ნაცვლად). არ შეწყვიტოთ პრეპარატ ლანტუსის მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სისხლში შაქრის ძალიან ძლიერი დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაზარდოთ სისხლში შაქრის შემცველობა (იხილეთ გრაფა ამ ჩანართის ბოლოს). ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა) შეიძლება იყოს ძალიან მძიმე და ძალიან ხშირად გვხვდება ინსულინით თერაპიის დროს (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა ნიშნავს, რომ სისხლში არასაკმარისი შაქარია. სისხლში შაქრის ძალიან დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა (გონების დაკარგვა). მძიმე ჰიპოგლიკემია შეიძლება იწვევდეს ტვინის დაზიანებას და საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია გრაფაში ამ ჩანართის ბოლოს.

მძიმე ალერგიული რეაქციები (იშვიათი, შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში) – ასეთი ნიშნები შეიძლება იწვევდეს მნიშვნელოვან რეაქციებს კანის მხრივ (გამონაყარი და ქავილი მთელ სხეულზე), კანის ან ლორწოვანი გარსების ძლიერ შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელებას, არტერიული წნევის დაცემას გახშირებული გულისცემით და ოფლიანობით. მძიმე ალერგიული რეაქციები ინსულინზე შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

• კანის შეცვლა შეყვანის ადგილზე:
ინსულინის ერთსა და იმავე ადგილზე ძალიან ხშირად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს კანის გამყიფება (ლიპოატროფია) (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში) ან გასქელება (ლიპოჰიპერტროფია) (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში). კანქვეშ გამკვრივება ასევე, შეიძლება გამოწვეული იყოს ამილოიდის სახელწოდებით ცნობილი ცილის დაგროვებით (კანის ამილოიდოზი; მისი გამოვლენის სიხშირე უცნობია). გამკვრივებულ უბანში შეყვანისას ინსულინის მოქმედება შეიძლება დაქვეითებული იყოს. შეცვალეთ შეყვანის ადგილი ყოველი ინექციის დროს, რათა თავიდან აიცილოთ კანის ასეთი ცვლილებები.

ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
• დარღვევები კანის მხრივ და ალერგიული რეაქციების შეყვანის ადგილზე
ნიშნები შეიძლება იყოს გაწითლება, ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ტკივილი, ტკივილი ინექციის დროს, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება ან ანთება. ეს სიმპტომები შეიძლება გავრცელდეს ინექციის ადგილის გარშემო. ინსულინზე სუსტი რეაქციების უმრავლესობა, როგორც წესი, ქრება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის პერიოდში.

იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
• დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სისხლში შაქრის კონტროლის შესამჩნევ შეცვლას (გაუმჯობესება ან გაუარესება) შეუძლია დროებით გავლენა მოახდინოს თქვენს მხედველობაზე. პროლიფერაციული რეტინოპათიის (დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადება) არსებობისას მძიმე ჰიპოგლიკემიურ შეტევებს შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა.

• ზოგადი ხასიათის დარღვევები
იშვიათ შემთხვევებში ინსულინით თერაპია შეიძლება ასევე იწვევდეს ორგანიზმში წყლის დროებით დაგროვებას შეშუპებით კოჭწვივის არეში.

ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დისგევზია (გემოს დარღვევები) და მიალგია (კუნთების ტკივილი).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და 18 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებში არასასურველი რეაქციები ანალოგიურია მოზრდილებში აღნიშნული რეაქციებისა.
ჩივილები რეაქციებზე შეყვანის ადგილის მხრივ (რეაქცია შეყვანის ადგილზე, ტკივილი შეყვანის ადგილზე) და დარღვევები კანის მხრივ (გამონაყარი, ჭინჭრის ციება) მცირედიდ უფრო ხშირია ბავშვებსა და 18 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ბელარუსის რესპუბლიკა
მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ~ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~
ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29
ელექტრონული ფოსტის მისამართი: რცპლ@რცეტჰ.ბყ @
ვებ-გვერდი: წწწ.რცეტჰ.ბყ

უზბეკეთის რესპუბლიკა
მისამართი: 100002, ქ. ტაშკენტი, ოზოდის ქუჩა, კ. უმაროვის გასასვლელი, 16
~უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ფარმაცევტული დარგის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო უნიტარული საწარმო ~სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოებისა და სამედიცინო ტექნიკის ექსპერტიზისა და სტანდარტიზაციის სახელმწიფო ცენტრი~
ტელეფონი: +998 (71) 242-40-36
ფაქსი: +998 (71) 242-48-25
ელ-ფოსტა: ფარმკომიტეტ@სსვ.უზ

5. პრეპარატ ლანტუსის შენახვა
სია ბ.
შეინახეთ მოცემული პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და შპრიც-კალმის ეტიკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

გამოუყენებელი შპრიც-კალმები
შეინახეთ მაცივარში (+2 - +8˚ჩ). არ გაყინოთ! არ დაუშვათ კონტეინერის პირდაპირი კონტაქტი ყინულის კამერასთან ან გაყინულ საგნებთან.
შევსებული შპრიც-კალამი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

გამოყენებული შპრიც-კალმები
გამოსაყენებელი ან დამატებითი შპრიც-კალმების შენახვა შეიძლება მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში არაუმეტეს +30˚ჩ ტემპერატურაზე, სითბოსა და სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე. გამოსაყენებელი შპრიც-კალმის მაცივარში შენახვა არ შეიძლება. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მითითება: პრეპარატის ვარგისობის ვადა პირველი გამოყენების მომენტიდან – 4 კვირა. რეკომენდებულია პრეპარატის პირველი აღების თარიღის აღნიშვნა ეტიკეტზე.

სამკურნალო საშუალებების ჩამდინარ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი ლანტუსი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება არის ინსულინი გლარგინი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ გლარგინს (რაც 3.6378 მგ-ის ეკვივალენტურია).
სხვა დამხმარე ნივთიერებები: თუთიის ქლორიდი, მეტაკრეზოლი, გლიცერინი (85%) (E422), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) (იხ. პარაგრაფი 2 ~მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ლანტუსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ~), წყალბადქლორმჟავა კონცენტრირებული (E507) (პH კორექტირებისთვის) და საინექციო წყალი.

ლანტუსის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ლანტუსი, კანქვეშ შესაყვანი ხსნარი, 100 ერთ/მლ სოლოსტარის შპრიც-კალამში, წარმოადგენს გამჭვირვალე და უფერო ხსნარს. თითოეული შპრიც-კალამი შეიცავს 3 მლ კანქვეშ შესაყვან ხსნარს (რაც შეესაბამება 300 ერთეულს).
3 მლ გამჭვირვალე უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია ბრომბუტილის საცობით და ალუმინმოკრული ხუფით, მეორე მხრიდან - ბრომბუტილის პლუნჟერით. კარტრიჯი ჩადგმულია სოლოსტარის ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის 5 შპრიც-კალამს ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ~სანოფი-ავენტის დიოჩლანდი~, გერმანია
(შანოფი-Aვენტის Dეუტსცჰლანდ GმბH, Gერმანყ)
ბრუნინგშტრასე, 50
D-65926, მაინის ფრანკფურტი, გერმანია

მომხმარებელთა ნებისმიერი პრეტენზია გაუგზავნეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ბელარუსის რესპუბლიკაში:
შპს ~სვიქს ბიოფარმა~, 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა 5, ოფისი 5/40, ბელარუსის რესპუბლიკა,
ბელარუს.ინფო@სწიხხბიოპჰარმა.ცომ
ტელეფონი: +375 (17) 329-0770

უზბეკეთის რესპუბლიკაში:
შპს ~შჭIXX BIOPHAღMA~
უზბეკეთი, ქ. ტაშკენტი, 100015, ოიბეკის ქ. 24, ოფისის ბლოკი 3დ,
ტელეფონი: +998 78 150-04-80
უზბეკისტან.ინფო@სწიხხბიოპჰარმა.ცომ

ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია
ყოველთვის თან იქონიეთ მცირე რაოდენობის შაქარი (არანაკლებ 20 გრამი). თან იქონიეთ დიაბეტის დამადასტურებელი ინფორმაცია.

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)
თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია), შეიძლება თქვენ შეიყვანეთ არასაკმარისი ინსულინი.

რატომ ვითარდება ჰიპერგლიკემია?
მაგალითები შეიძლება იყოს შემდეგი:
- არ არის შეყვანილი ინსულინი ან შეყვანილია არასაკმარისი ინსულინი, ან მისი ეფექტიანობა შემცირდა, მაგალითად, არასწორი შენახვის გამო;
- თქვენი ინსულინის შპრიც-კალამი არ ფუნქციონირებს სწორად;
- შეამცირეთ ფიზიკური ვარჯიში, იმყოფებით სტრესულ მდგომარეობაში (ემოციური აშლულობა, აგზნება) ან მიიღეთ ტრავმა, გაქვთ ინფექციური დაავადება, ცხელება ან ჩაგიტარდათ ოპერაცია;
- იღებთ ან იღებდით ზოგიერთ სხვა პრეპარატს (იხ. პარაგრაფი 2 სხვა პრეპარატები და ლანტუსი).

ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი სიმპტომები
წყურვილი, შარდვის მომატებული სურვილი, დაღლილობა, მშრალი კანი, სახის გაწითლება, მადის დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევა, გახშირებული გულისცემა, ასევე გლუკოზა და კეტონური სხეულები შარდში. ტკივილი კუჭის არეში, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან გონების დაკარგვაც კი შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის (კეტოაციდოზი) ნიშნები, რომლებიც ვლინდება ინსულინის უკმარისობის გამო.

რა უნდა გავაკეთოთ ჰიპერგლიკემიის განვითარებისას?
შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და შარდი კეტონებზე ნებისმიერი ზემოაღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. მძიმე ჰიპერგლიკემიის ან კეტოაციდოზის მკურნალობა ყოველთვის უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ, როგორც წესი, საავადმყოფოში.

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
სისხლში შემცველობის ძალიან ძლიერი შემცირების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გონების დაკარგვას. მძიმე ჰიპოგლიკემია შეიძლება იწვევდეს ინფარქტს ან ტვინის დაზიანებას და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. როგორც წესი, უნდა შეგეძლოთ სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერი დაქვეითების ამოცნობა, სათანადო ზომების მისაღებად.

რატომ ვითარდება ჰიპოგლიკემია?
მაგალითები შეიძლება იყოს შემდეგი:
- შეიყვანეთ ძალიან ბევრი ინსულინი;
- გამოტოვეთ ან გადადეთ საკვების მიღება;
- არ იღებთ საკმარის საკვებს ან იღებთ ჩვეულებრივზე ნაკლებ ნახშირწყლებს (შაქარი და მისი მსგავსი ნივთიერებები წარმოადგენს ნახშირწყლებს; ხოლო ხელოვნული დამატკბობლები არ წარმოადგენს ნახშირწყლებს);
- კარგავთ ნახშირწყლებს ღებინების ან დიარეის გამო;
- იღებთ ალკოჰოლოს, განსაკუთრებით მცირე რაოდენობის საკვების მიღებისას;
- ჩვეულებრივზე მეტს ვარჯიშობთ, ან დაკავებული ხართ სხვა სახის ფიზიკური ვარჯიშით;
- გაქვთ ტრავმის ან ოპერაციის თუ სხვა სტრესის შემდგომი აღდგენის პერიოდი;
- გაქვთ დაავადების ან მაღალი ტემპერატურის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდი;
- იღებთ ან შეწყვიტეთ ზოგიერთი სხვა პრეპარატის მიღება (იხ. პარაგრაფი 2 ~სხვა პრეპარატები და ლანტუსი~).

ასევე, ჰიპოგლიკემია უფრო მეტად მოსალოდნელია, თუ:
- ახლახანს დაიწყეთ ინსულინით თერაპია ან გადახვედით ინსულინის სხვა პრეპარატზე (წინა ბაზალური ინსულინიდან ლანტუსზე გადასვლისას ჰიპოგლიკემიის განვითარება უფრო მოსალოდნელია დილით, ვიდრე ღამით);
- სისხლში შაქრის დონე პრაქტიკულად ნორმაშია ან არასტაბილურია;
- შეიცვალეთ ინსულინის შეყვანის ადგილი (მაგალითად, ბარძაყიდან მკლავში);
- გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება ან სხვა დაავადება, როგორიცაა ჰიპოთირეოზი.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი სიმპტომები
- ორგანიზმში
სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერ ან ძალიან სწრაფ დაქვეითებაზე მანიშნებელი სიმპტომების მაგალითები: ოფლიანობა, ოფლიანი კანი, შფოთვა, გახშირებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, პალპიტაცია და არარეგულარული გულისცემა. ეს ნიშნები ხშირად ვითარდება მანამ, სანამ ტვინი მიიღებს ორგანიზმის ნიშანს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების შესახებ.

- ტვინში
ტვინში შაქრის დაბალი დონის მანიშნებელი პირველი სიმპტომების მაგალითებია: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, უძილობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიული ქცევა, კონცენტრაციის დარღვევა, რეაქციების დარღვევა, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების დარღვევა (ზოგჯერ, მეტყველების სრული დაკარგვა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, დამბლა, ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), პირის არეში დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თვითკონტროლის დაკარგვა, საკუთარი თავის მოვლის უნარის დარღვევა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი პირველი სიმპტომები (~გამაფრთხილებელი სიმპტომები~) შეიძლება შეიცვალოს, იყოს უფრო სუსტი ან საერთოდ არ აღინიშნოს, თუ:
- ხართ ხანდაზმული პირი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ გარკვეული ნერვული დაავადება (ავტონომიური დიაბეტური ნეიროპათია);
- ახლახანს გადაიტანეთ ჰიპოგლიკემია (მაგალითად, წინა დღეს), ან ის ნელა ვითარდება;
- სისხლში შაქრის დონე პრაქტიკულად ნორმაშია ან სულ მცირე ძალიან გაუმჯობესდა;
- ახლახანს გადახვედით ცხოველური წარმოშობის ინსულინიდან ადამიანის ინსულინზე, როგორიცაა ლანტუსი;
- იღებთ ან იღებდით სხვა გარკვეულ პრეპარატებს (იხ. პარაგრაფი 2 სხვა პრეპარატები და ლანტუსი).

ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია (ან გონების დაკარგვაც კი) მანამ, სანამ ამ პრობლემის შესახებ გაიგებთ. უნდა ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი გამაფრთხილებელი სიმპტომების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, სისხლში შაქრის უფრო ხშირი შემოწმება შეიძლება დაგეხმაროთ სუსტი ჰიპოგლიკემიური შეტევების გამოვლენაში, რომლებსაც გამოტოვებდით სხვა შემთხვევებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეგიძლიათ თქვენი გამაფრთხილებელი სიმპტომების გამოცნობა, თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს (მაგალითად, ავტომობილის მართვა), რომელიც საფრთხეს შეგიქმნით თქვენ ან გარშემომყოფებს.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპოგლიკემიის გამოვლენისას?
1. არ შეიყვანოთ ინსულინი. დაუყოვნებლივ მიიღეთ 10-20 გ შაქარი, მაგალითად, გლუკოზა, შაქრის ნატეხები ან შაქრიანი სასმელი. გახსოვდეთ: ხელოვნური დამატკბობლები და მისგან დამზადებული საკვები (როგორიცაა, დიეტური სასმელები) არ გამოიყენება ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ.
2. შემდეგ მიიღეთ საკვები, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაზრდის სისხლში შაქრის დონეს (მაგალითად, პური ან მაკარონი). ექიმი ან მედდა წინასწარ განიხილავს ამ საკითხს თქვენთან. ჰიპოგლიკემიის აღდგენა შეიძლება იყოს დაგვიანებული, რადგან ლანტუსს აქვს ხანგრძლივი მოქმედება.
3. თუ ჰიპოგლიკემია განმეორდება, მიიღეთ კიდევ 10-20 გ შაქარი.
4. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ ვერ აკონტროლებთ ჰიპოგლიკემიას ან ის განმეორდება.

აცნობეთ თქვენს ნათესავებს, მეგობრებს ან ახლო კოლეგებს დაუყოვნებლივ გამოიძახონ სამედიცინო დახმარება თქვენთვის:
თუ არ შეგიძლიათ გადაყლაპვა ან დაკარგეთ გონება. დაგჭირდებათ გლუკოზის ან გლუკაგონის (პრეპარატი, რომელიც ზრდის სისხლში შაქრის დონეს) ინექცია. ამ ინექციების შეყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ დარწმუნებული ჰიპოგლიკემიის განვითარებაში.

რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება გლუკოზის მიღებისთანავე იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ჰიპოგლიკემია.




~სოლოსტარის®~ ერთჯერადი შპრიც-კალმის მოხმარების ინსტრუქცია

შპრიც-კალმის პირველი გამოყენების წინ ყურადღებით და სრულად გაეცანით ინსტრუქციას. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიკითხეთ ინსტრუქცია შპრიც-კალმის შემდგომი გამოყენების შემთხვევაშიც. შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

შპრიც-კალმის გამოყენების დაწყებამდე ინსულინის შეყვანის წესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
~სოლოსტარის~ შპრიც-კალამი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების ინსულინის საინექციო შპრიც-კალამს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეიყვანოთ 1-დან 80 ერთეულამდე დოზა, 1 ერთეულის ინტერვალით.

კალმის ხუფი ნემსი (არ არის კომპლექტში) შპრიც-კალმის კორპუსი

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა
ინსულინის შეყვანის წინ დაათვალიერეთ ~სოლოსტარის~ შპრიც-კალამი. შპრიც-კალმის გამოყენების წინ ყოველთვის ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი.
შპრიც-კალამი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილულ მექანიკურ მინარევებს და კონსისტენციით არის წყლის მაგვარი. პრეპარატის წინასწარი გაზავება საჭირო არ არის, რადგან იგი წარმოადგენს ხსნარს.
პირველი გამოყენების წინ ~სოლოსტარის~ შპრიც-კალამი 1-2 საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.
ინექციის წინ დარწმუნდით, რომ შპრიც-კალამში არ არის ჰაერის ბუშტუკები. მკაცრად დაიცავით ~სოლოსტარის~ შპრიც-კალმის მოხმარების ინსტრუქციის პუნქტები.
~სოლოსტარის~ ცარიელი შპრიც-კალამი არ გამოიყენება მეორედ და ექვემდებარება გაუქმებას.
~სოლოსტარის~ შპრიც-კალამი გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისათვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირისთვის.
~სოლოსტარის~ შპრიც-კალამი გამოიყენება სიფრთხილით: დაიცავით დავარდნისაგან და სხვა გარე ზემოქმედებისგან (შეიძლება მოხდეს კარტრიჯის დაზიანება, რაც გამოიწვევს შპრიც-კალმის გატეხვას). ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ~სოლოსტარის~ ახალი შპრიც-კალამი.
ყოველი ინექციის წინ გამოიყენეთ ახალი ნემსი. შეიძლება ~სოლოსტარის~ შპრიც-კალმისთვის სპეციალურად განკუთვნილი ან მისი შესაბამისი ნემსის გამოყენება. ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი ნემსის გარეშე. ნემსის მეორედ გამოყენება დაუშვებელია. ასევე, ნემსი უნდა მოიხსნას შპრიც-კალმის უტილიზაციამდე.

ეტაპი 1. ინსულინის შემოწმება
1. გამოყენების წინ შეამოწმეთ თქვენი შპრიც-კალმის ეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ კარგი ინსულინით. ~სოლოსტარის~ შპრიც-კალამს, რომელიც შეიცავს ლანტუსს, აქვს რუხი ფერის კორპუსი და იასამნისფერი გამშვები ღილაკი.
2. მოხსენით ხუფი კალამს.
3. შეამოწმეთ ინსულინის გარეგნული მხარე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. ნუ გამოიყენებთ შპრიც-კალამს იმ შემთხვევაში, თუ ინსულინი ამღვრეულია ან შეიცავს ხილვად ნაწილაკებს.

ეტაპი 2. ნემსის დამაგრება
1. მოხსენით გარე დამცავი მემბრანა.
2. დაიკავეთ ნემსი სწორ მდგომარეობაში და დაამაგრეთ შპრიც-კალამზე (მოუჭირეთ ან დაამაგრეთ, ნემსის ტიპის შესაბამისად).

შპრიც-კალამთან შეერთების მომენტში ნემსი არ დახაროთ. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის მემბრანის დაზიანება, ინსულინის დაღვრა და ნემსის გატეხვა.

ეტაპი 3. უსაფრთხოების ტესტის ჩატარება
აღნიშნული ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველი ინექციის წინ.
1. შეარჩიეთ 2 ერთეულის ოდენობის დოზა დოზის სელექტორზე.

2. მოხსენით ნემსის გარე დამცავი ხუფი. შეინახეთ ის, რადგან დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ. მოხსენით ნემსის შიდა დამცავი ხუფი. გადააგდეთ ის, რადგან აღარ დაგჭირდებათ.

3. დაიკავეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ნემსის წვერი ზემოთ იყოს მიმართული.
4. თითი ოდნავ დაარტყით ინსულინის საცავს იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდეს ნემსის მიმართულებით.
5. დოზის გამოსაშვებად ბოლომდე დააწექით გამშვებ ღილაკს. შეამოწმეთ, გამოდის თუ არა ინსულინი ნემსის ბოლოდან.

შესაძლებელია, უსაფრთხოების ტესტის ჩატარება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, ვიდრე ინსულინი არ გამოჩნდება.
იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს არანაირი ინსულინი უსაფრთხოების ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ, შეამოწმეთ ჰაერის ბუშტუკები ხომ არ გაჩენილა:
ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი მათ საბოლოოდ გაქრობამდე.
თუ ინსულინი კვლავ არ გამოდის, მაშინ სავარაუდოდ ნემსი არის დაცობილი. გამოცვალეთ ნემსი და გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი.

თუ ნემსის შეცვლის შემდეგ ინსულინი არ გამოდის, შეიძლება, დაზიანებულია შპრიც-კალამი. არ გამოიყენოთ ეს შპრიც-კალამი.

ეტაპი 4. ინსულინის დოზის დარეგულირება
დოზის დარეგულირება შესაძლებელია 1 ერთეულიანი ინტერვალით, 1-დან 80 ერთეულამდე. იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ 80 ერთეულზე მეტი დოზა, მაშინ საჭიროა ორი ან ორზე მეტი ინექცია.
1. უსაფრთხოების ტესტის ჩატარების შემდეგ შეამოწმეთ, გამოჩნდა თუ არა ციფრი “0” დოზის ინდიკატორზე.
2. შეარჩიეთ სასურველი დოზა (ქვემოთ აღნიშნულ მაგალითზე შერჩეულია 30 ერთეულის ოდენობის დოზა). იმ შემთხვევაში, თუ აიღეთ არასწორი დოზა, მაშინ შეგიძლიათ უკან დაატრიალოთ სელექტორი საჭირო დოზამდე.

ნუ დააწვებით გამშვებ ღილაკს დოზის შერჩევამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსულინი დაიღვრება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს არასწორი დოზის შერჩევას.

დოზის სელექტორის გადატრიალება შეიძლება მხოლოდ დოზის ერთეულის იმ რაოდენობაზე, რომელიც არის შპრიც-კალამში, ამიტომ, არ ეცადოთ დოზის სელექტორის ზედმეტად გადატრიალება. იმ შემთხვევაში, თუ შპრიც-კალამი შეიცავს ინსულინის არასაკმარის რაოდენობას, დარჩენილი ინსულინის შეყვანა შეიძლება ახალი შპრიც-კალმით, ან მოახდინოთ მთლიანი დოზის ინექცია ახალი შპრიც-კალმის საშუალებით.

ეტაპი 5. ინსულინის ინექცია
1. ისარგებლეთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
2. შეიყვანეთ ნემსი კანში.

3. ბოლომდე დააჭირეთ თითი გამშვებ ღილაკზე. დოზის ინდიკატორზე გამოსახული ციფრი უნდა ჩამოვიდეს “0”-ზე.

4. თითი გქონდეთ დაჭერილი გამშვებ ღილაკზე და დაითვალეთ ათამდე. ეს პროცედურა იძლევა მთლიანი დოზის ინექცირების გარანტიას. შემდეგ გამოიღეთ ნემსი კანიდან.

ეტაპი 6. ნემსის მოხსნა
ყოველი ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი მასზე დამაგრებული ნემსის გარეშე. ეს ზომები თავიდან აგაცილებთ ნემსის დაბინძურების ან/და ინფიცირების რისკს, ინსულინის საცავში ჰაერის შეპარვის ან ინსულინის დაღვრის რისკს.
ა. მოათავსეთ ნემსზე გარე დამცავი ხუფი და გამოიყენეთ ის ნემსის მოსახსნელად შპრიც-კალმიდან. ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების რისკის შემცირების მიზნით არასდროს დაამაგროთ ხელმეორედ შიდა დამცავი ხუფი.
თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, ან თქვენ უკეთებთ ინექციას სხვა პირს, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ნემსის მოხსნის და უტილიზაციის დროს. დაიცავით სიფრთხილის ზომები, რომლებიც რეკომენდებულია ნემსების მოხსნასთან და უტილიზაციასთან დაკავშირებით (დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას), იმისათვის, რომ შეამციროთ ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების და ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.
ბ. ნემსის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო გზით, ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მითითებების თანახმად.
გ. ყოველთვის გაუკეთეთ კალმის ხუფი შპრიც-კალამს, შემდეგ შეინახეთ შპრიც-კალამი მომდევნო ინექციამდე.

შენახვის ინსტრუქცია
შპრიც-კალმის შენახვის ინსტრუქცია იხ. ზემოთ პარაგრაფში პრეპარატ ლანტუსის შენახვა.
თუ შპრიც-კალამი ინახება ცივ ადგილზე, ინექციამდე ის უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათის განმავლობაში. ცივი ინსულინის შეყვანა უფრო მტკივნეულია.
სოლოსტარის გამოყენებული შპრიც-კალმის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მოვლა
დაიცავით სოლოსტარის შპრიც-კალამი მტვრისგან და ჭუჭყისგან.
სოლოსტარის შპრიც-კალამი გარედან შეიძლება გაიწმინდოს სველი ხელსახოცით.
არ ჩადოთ სითხეში, არ გარეცხოთ და გაწმინდოთ ზეთით, რადგან შეიძლება დაზიანდეს.
დაიჭირეთ ფრთხილად. დაიცავით სოლოსტარის შპრიც-კალამი დაზიანებისგან. თუ ფიქრობთ, რომ სოლოსტარის შპრიც-კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ ახალი.

ხელმოწერილია

თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი: ელმირა არუთინიანი