კალციტრონი 500 #20ტ

კალციტრონი 500 #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 29102
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კალციტრონი 500
(CALCITRON  500)

ზოგადი დახასიათება: 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი ნაზოლითა და ჭდით (400 მგ/100 სე, 500 მგ/250 სე);
კვადრატული ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი (600 მგ/400 სე).

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: კალციუმის კარბონატს, 400 (500,600)მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 100 (250, 400) სე.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, ჟელატინი, პოლიდექსტროზა, სორბიდექსი, ლევომენთოლი, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Sunset Yellow (E 110).  

გამოშვების ფორმა:
საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტები, 400 მგ/100სე, 500 მგ/250 სე, 600 მგ/400 სე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ათქ-კოდი: A12AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციტრონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში, რაც აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას).

ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი D3  შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში აქტიური ვიტამინ D-დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით.        

ჩვენება:
• ოსტეოპოროზის (სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური, მენოპაუზის დროს) და
      მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური
      თერაპია;
• კალციუმისა და ვიტამინ  D3-ის დეფიციტის აღდგენა (საკვებით მათი არასაკმარისი მიღება, ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება მათზე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს (მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული).
კალციტრონი 400: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება 2-3 ტაბლეტი დღეში;
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება  დგინდება ინდივიდუალურად;
კალციტრონი 500: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ - 2 ტაბლეტი დღეში;
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით;
კალციტრონი 600: მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ - 
2 ტაბლეტი დღეში; ბავშვებში 12 წლამდე არ არის რეკომენდებული. 
 
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;
სხვა:  ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰიპერკალცემია; ჰიპერკალციურია; ნეფროლითიაზი; სარკოიდოზი; ვიტამინ D3-ის დოზის გადაჭარბება; სიმსივნური მეტასტაზები ძვალში; თირკმლის მძიმე უკმარისობა; ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი;  3 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციტრონთან  ფენიტოინისა და ბარბიტურატების გამოყენებისას მცირდება ვიტამინ D3-ის აქტივობა.
კალციტრონისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები  ახდენენ გავლენას საგულე გლიკოზიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტზე.
კალციტრონისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 სთ-ისა, რადგან ვიტამინ D3-ს შეუძლია გაზარდოს მათი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციტრონის მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ბისფოსფონატების და ნატრიუმის ფტორიდის გამოყენებიდან, ვინაიდან ის ამცირებს მათ შეწოვას.     
პრეპარატის კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კალციტრონის დოზის მომატება, რადგან  კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის აბსორბციას.
კალციტრონისა და ქოლესტირამინის, საფაღარათო საშუალებების (რომლებიც დამზადებულია მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე) ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ის აბსორბციის შემცირება.
კალციტრონისა და თიაზიდური ჯგუფის პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალცემიის რისკი კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის მომატების შედეგად.
ფუროსემიდის და სხვა მარყუჟოვანი  დიურეტიკების მიღებისას პირიქით, იზრდება კალციუმის გამოყოფა თირკმელებით.
საკვები პროდუქტების მჟავე რეაქცია ზრდის, ხოლო სუსტი ტუტოვანი რეაქცია ამცირებს კალციუმის შეწოვას.
   
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია, ჰიპერკრეატინემია; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.
მკურნალობა: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით შეყვანა ორგანიზმში, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ. ფუროსემიდი), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატის მიღება.
პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ  ჰიპერდოზირების ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და 600 სე ვიტამინ D3-ს. ჰიპერკალცემიამ (რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბებისას) ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.
ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დედასთან და ბავშვთან ამ ვიტამინების მიწოდების დამატებითი წყაროები.
 
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია.
კალციტრონის მიღებისას პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან/და დიურეზულ საშუალებებს, საჭიროებენ კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლს სისხლის შრატში.
კალციუმისა ან კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას სისხლის შრატში, აგრეთვე ჰიპერკალციურიისას, რომელიც აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
პრეპარატის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინ D3-ის დამატებითი მიღება სხვა წყაროებიდან იმისათვის, რომ ავიცილოთ დოზის გადაჭარბება.
საკვები, რომელიც შეიცავას ოქსალატებს (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს (ბურღულეული), ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ არ შეიძლება კალციტრონის მიღება ასეთი საკვების მიღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში.
სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ ავადმყოფებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალცემიის განვითარების  რისკი.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ჯგუფის ვიტამინებს.   
  
შეფუთვა:
20 საღეჭი ტაბლეტი ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge