ამპრილანი HD 5მგ/25მგ #30ტ
გააზიარე:
ამპრილანი HD 5მგ/25მგ #30ტ
წამლისფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: რამიპრილი 5,0 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ.
დამხმარენივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
აღწერა
გლუვი, კაფსულისმაგვარი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ზომით 5x100 მმ, ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს წარწერით “2” და ‘5 და მათ შორის და ტაბლეტების გვერდებზე გრძელი ხაზით.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება:
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი + დიურეტიკი.
ათქკოდი: C09BA05.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
რამიპრილი – აგფ ინჰიბიტორი. რამიპრილი არის “პროწამალი”: ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება რამიპრილატი, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში წარმოადგენს რეზისტული სისხლძარღვების გაფართოებისა და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შედეგს, რაც, თავის მხრივ, თანდათან დაბლა წევს არტერიულ წნევას. გულის რითმი ჩვეულებრივ არ იცვლება. ხანგრძლივი მკურნალობისას მცირდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, გულის ფუნქციაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. ცალკეული დოზის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათი. რამიპრილი ასევე ეფექტურია გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტებში პრეპარატი ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს, გულის უკმარისობის პროგრესირებას მძიმე/რეზისტენტულ უკმარისობად და ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს.
ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, რამიპრილი მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის სიხშირეს იმ პაციენტებში, რომლებშიც მომატებულია კარდიოვასკულარული რისკი სისხლძარღვოვანი დაავადებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინსულტი ან პეროფერიული სისხლძარღვების დაავადებები) ან შაქრიანი დიაბეტის შედეგად, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი (მიკროალბუმინურია, არტერიული ჰიპერტენზია, საერთო ქოლესტერინის დონის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაბალი დონე, მოწევა). პრეპარატი ასევე ამცირებს საერთო სიკვდილობას და რევასკულარიზაციის პროცედურების საჭიროებას, აფერხებს გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარებასა და პროგრესირებას. როგორც შაქრიანი დიაბეტის მქონე, ისე ამ დაავადების არმქონე პაციენტებში, პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ მიკროალბუმინურიას და ნეფროპათიის განვითარების რისკს. ეს ეფექტები აღინიშნება როგორც მომატებული, ისე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეტიკია. მოქმედებს თირკმლის დისტალური არხების დონეზე, ზრდის რა ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობისას სისხლძარღვებში სითხის მოცულობა მცირდება ნატრიუმისა და სითხის გამოყოფის მომატების შედეგად, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის შემცირებას.
ჰიპონატრიემიისა და სითხის მოცულობის შემცირების შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციების რეაქტიული მომატება ნაწილობრივ ზღუდავს არტერიული წნევის დაწევას. თერაპიის გაგრძელებისას ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტის საფუძველია საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შედეგი არის ზემოქმედება სისხლის ელექტროლიტურ ბალანსზე, შარდის მჟავაზე, გლუკოზაზე და ლიპიდებზე, რაც ნაწილობრივ ანეიტრალებს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ეფექტიანობას. არტერიული წნევის ეფექტური შემცირების მიუხედავად, თიაზიდური დიურეტიკები არ ამცირებს სტრუქტურულ ცვლილებებს გულსა და სისხლძსრღვებში.
რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროულ დანიშვნას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. გარდა ამისა, აგფ ინჰიბიტორი თრგუნავს ან ასუსტებს დიურეტიკული თერაპიის მეტაბოლურ ეფექტებს და ახდენს სასურველ ზემოქმედებას გულსა და სისხლძარღვებში სტრუქტურულ ცვლილებებზე.
აგფ ინჰიბიტორისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული დანიშვნა ხდება მაშინ, როდესაც თითოეული პრეპარატი ცალკე არასაკმარისად ეფექტურია ან მონოთერაპია ტარდება პრეპარატის მაქსიმალური დოზების გამოყენებით, რაც ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირეს. ამგვარი კომბინაციით მიიღწევა საუკეთესო თერაპიული ეფექტი და მცირდება არასასურველი ეფექტების განვითარება.
კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოცულობა 50-60%, საკვები არ ანელებს შეწოვას.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 საათის შემდეგ.
რამიპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის – რამიპრილატის წარმოქმნით, რომლის აქტივობა 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე რამიპრილატის და აქტიური დიკეტოპიპერაზინის, რომელიც შემდეგ გლუკორონიზდება.რ ამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ, წონასწორული კონცენტრაცია – მე-4 დღისათვის.
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის 56% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. რამიპრილი და რამიპრილატი ორგანიზმიდან გამოიდევნება უპირატესად შარდით (დაახლოებით 60%), ძირითადად მეტაბოლიტების სახით, მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიდევნება უცვლელი რამიპრილის სახით. რამიპრილი გამოიდევნება რამდენიმე ეტაპად. თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს.
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას არ გამოვლენილა პრეპარატის რძეში სეკრეცია.
65-76 წლის ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რამიპრილის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში არსებული ფარმაკოკინეტიკისაგან. თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას რამიპრილისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ნელდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია – გაიზარდოს.
ჰიდროქლორთიაზიდი, ძირითადად, შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. აბსორბცია შეადგენს 70%-ს და მატულობს 10%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1.5-5 საათის შემდეგ. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 3 ლ/კგ. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 40%-ს. პრეპარატი გროვდება ერითროციტებში, აკუმულაციის მექანიზმი ცნობილი არ არის. არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, პრეპარატის 95% გამოიყოფა უცვლელი სახით, უპირატესად თირკმელებით. ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 5.58 მლ/წ-ს (335 მლ/წთ). ჰიდროქლორთიაზიდს გააჩნია გამოყოფის ორფაზიანი პროფილი. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) საწყის ფაზაში შეადგენს 2 საათს, საბოლოო ფაზაში (მიღებიდან 10-12 სთ-ს შემდეგ) – დაახლოებით 10 სთ-ს. აღწევს პლაცენტის ბარიერში და გროვდება ამნიონურ სითხეში. ჰიდროქლორთიაზიდის შრატისმიერი კონცენტრაცია ჭიპის ვენის სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც დედის სისხლში. კონცენტრაცია ამნიონურ სითხეში აღემატება ჭიპის ვენიდან სისხლის შრატში ასეთივეს 19-ჯერ. ჰიდროქლორთიაზიდის დონე დედის რძეში ძალიან დაბალია. ჰიდროქლორთიაზიდი არ აღმოჩნდა სისხლის შრატში ძუძუთი კვებაზე მყოფ იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ძუძუთი კვების დროს იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდს. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნისას მისი შეწოვა მცირდება 20-70%-ით დაავადების სიმძიმის ხარისხის პროპორციულად. ჰიდროქლორთიაზიდის T1/2 იზრდება 28.9 საათამდე; თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 0.17-3.12 მლ/წ-ს (10-187 მლ/წთ), საშუალოდ 1.28 მლ/წ (77მლ/წთ.). ერთდროული დანიშვნისას რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი არ ახდენენ ურთიერთგავლენას ფარმაკოკინეტიკაზე.
გამოყენებისჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
გამოყენებისწესიდადოზები
ამპრილანი HD მიიღება შიგნით, სასურველია დილით, საკვების მიღების მიუხედავად.
რამიპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალურად შერჩევის შემდეგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს არა ნაკლებ 3 კვირის ინტერვალით. ჩვულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტ ამპრილან HD-ს (2.5 მგ რამიპრილი და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი). მაქსიმალური დოზა – 2 ტაბლეტი (5 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი).
დიურეტიკებით თერაპიაზე მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის მოხსნა ან დიურტიკების დოზის შემცირება, ამპრილან HD-ით მკურნალობის დაწყებამდე როგორც მინიმუმ სამი დღით ადრე სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების პრევენციისათვის. მკურნალობის დაწყებამდე გამოკვლეული უნდა იყოს თირკმელების ფუნქცია.
დოზირებათირკმელებისფუნქციისდარღვევისას
0.5 მლ/წ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის ან 265 მკმოლ/ლ-ზე (3მგ/100მლ) ნაკლები შრატისმიერი კრეატინინის მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა.
გვერდითიმოქმედება
ზოგადიგამოვლინებები:
სისუსტე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, თრომბოციტოპენიური პურპურა), მანეკროზებელი ანგიიტი, ცხელება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება, ანაფილაქსური რეაქციები).
გულ-სისხლძარღვთასისტემისმხრივ:
პულსაცია, გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები, არტერიული წნევის გამოხატული დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული ინსულტი, სტენოკარდია, რეინოს სინდრომი.
საჭმლისმომნელებელიტრაქტისმხრივ:
პირის სიმშრალე, გლოსიტი, სტომატიტი, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, მელენა.
სუნთქვისსისტემისმხრივ:
რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, პნევმონია, ფილტვისმიერი ინფილტრატები, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვისმიერი არტერიის ემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ფილტვების შეშუპება.
შარდ-სასქესოსისტემისმხრივ:
ოლიგურია, გინეკომასტია, პოტენციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ალერგიულირეაქციები:
ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი.
კანისსაფარისმხრივ:
ოფლიანობა, გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შემომსარტყლელი ლიქენი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა.
გრძნობისორგანოებისმხრივ:
მხედველობის დარღვევა, გემოს დარღვევა, ყნოსვის დარღვევა, შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის სიმშრალე, ცრემლდენა.
ცენტრალურინერვულისისტემისმხრივ:
დეპრესია, ატაქსია, ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, პერიფერიული ნეიროპათია (პარესთეზიები, დისესთეზია).
ლაბორატორიულიმაჩვენებლები:
ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, პანციტოპენია.
სხვა:
მგლურასმაგვარი სინდრომი, აღწერილი ლიტერატურაში (სხეულის ტემპერატურის მომატება, მიალგია და ართრალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია, კანზე გამონაყარი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულზე).
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობლობა (მათ შორის პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ან სულფონამიდების მიმართ);
• ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან, აგრეთვე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები);
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
• ადისონის დაავადება;
• პოდაგრა;
• პორფირია;
• ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი, ძუძუთი კვება.
სიფრთხილითინიშნებაშემდეგიმდგომარეოებებისას:
• თირკმლისმიერი არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30-75 მლ/წთ.);
• აორტის თავის გამოხატული სტენოზი ან იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი;
• გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულარული დაავადებები (მათ შორის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა);
• გულის ქრონიკული უკმარისობა;
• შემაერთებელი ქსოვილების მძიმე აუტოიმუნური სისტემური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
• ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ჰიპერკალიემია;
• მდგომარეობა თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ;
• მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (დიურეტიკებით თერაპიის შედეგად, საკვებში მარილის მოხმარების შეზღუდვისას, დიარეის და ღებინების დროს);
• ხანდაზმული ასაკი.
გაფრთხილებებიდაგანსაკუთრებულიმითითებები
ამპრილანი HD-ის მიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის მძიმე უკმარისობა და ჰიპონატრიემია, თირკმლის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია და განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია დიურეტიკებით თერაპიით, უმარილო დიეტით, დიარეით, ღებინებით ან ჰემოდიალიზით. პირველი დოზის მიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია და მისი უფრო სერიოზული შედეგები იშვიათი და გარდამავალი ხასიათის მოვლენაა. მისი თავიდან აცილება შეიძლება დიურეტიკების მოხსნით, თუ შესაძლებელია, პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წ.). ჰიდროქლორთიაზიდის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს აზოტემია. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის კუმულაციის ნიშნები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ამპრილანი HD -ს დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის თირკმლისმიერი არტერიის სტენოზი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება ან თირკმლის მწვავე უკმარისობაც კი. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, გამოხატული ცერებროვასკულარული დაავადებები, აორტული სტენოზი ან სხვა სახის სტენოზი, რაც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდინებას, გამოხატული ათეროსკლეროზი, ხანდაზმულ პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზისა და გულის, თავის ტვინისა და თირკმელების პერფუზიის გაუარესების რისკის შედეგად.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციების რეგულარული კონტროლი შესაძლო დისბალანსის გამოვლენისა და შესაბამისი ზომების დროულად მიღების მიზნით. შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა აუცილებელია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დიარეა, ღებინება და რომლებიც იღებენ ინტრავენურ ინფუზიებს. ამპრილან HD -ის მიმღებ პაციენტებში აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, სისუსტე, აგზნება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები (უპირატესად, ფეხის კუნთი), არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, ოლიგურია, კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, ღებინება). პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპომაგნიემია და ზოგჯერ ჰიპერკალციემია, რაც ვითარდება მაგნიუმის გამოყოფის მომატების შედეგად და შარდით კალციუმის გამოყოფის შეფერხებით ჰიდროქლორთიაზიდის ზემოქმედებით. კალციუმის შრატისმიერი დონის მნიშვნელოვანი მომატება შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. აუცილებელია სიფრთხილე ყველა იმ პაციენტში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება შეასუსტოს, ხოლო რამიპრილმა გააძლიეროს მათი მოქმედება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია უფრო ხშირი დაკვირვება, ხოლო აუცილებლობისას, შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის რამდენადმე შეცვლა.
სახის ან კისრის ანგიონევროტული შეშუპების განვითარებისას ჩვეულებრივ საკმარისია თერაპიის მოხსნა და ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა. ანგიონევროტული შეშუპების უფრო მძიმე შემთხვევების (ენის, ყელისა და ხორხის შეშუპება) მკურნალობა ხდება ადრენალინით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება (ინტუბაციით ან ლარინგოტომით).
ამპრილანი HD -ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატექტომიის შემდეგ.
ანაფილაქსური რეაქციების რისკის მომატების შედეგად პრეპარატი არ ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით, რომლებიც ექვემდებარებიან ეფერეზს დექსტრანსულფატთან და უშუალოდ ბზიკის ან ფუტკრის შხამისადმი დესენსიბილიზაციის პროცედურის წინ.
პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე არ აღინიშნებოდა ალერგია ან ბრონქული ასთმა. ცნობილი გახდა სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გაუარესების შესახებ.
ცნობილია თირკმლის მწვავე უკმარისობის რამდენიმე შემთხვევა ქოლესტატიური სიყვითლით, ღვიძლის ნეკროზით და ლეთალური შედეგით (იშვიათად) აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს. ამ სინდრომების მიზეზი სრულად ახსნილი არ არის. სიყვითლისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.
სიფრთხილე არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სულფონამიდებს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს სულფონილშარდოვანას ჯგუფიდან (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა).
მკურნალობის დროს საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით შემაერთებელი ქსოვილების ან თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში. ფართო ქირურგიული ჩარევებისას ან ისეთი საშუალებებით ანესთეზიისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას, რამიპრილმა შეიძლება დაბლოკოს II ანგიოტენზინის წარმოქმნა, რაც მეორადია რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების მიმართ. თუ ექიმი ვარაუდობს არტერიული ჰიპოტენზიის მოცემულ მექანიზმს, მკურნალობა შეიძლება მიმართული იყოს მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდაზე.
მკურნალობის დროს აუციელებელია ელექტროლიტების, გლუკოზის, შარდოვანას, კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების, ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის, აგრეთვე შარდისმიერი ცილების პერიოდული კონტროლი. პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე. პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, ვინაიდან არ არსებობს ამ ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
სპეციალურიინფორმაციაპრეპარატისზოგიერთიკომპონენტისშესახებ
პრეპარატი ამპრილანი HD შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ლაქტოზას მემკვიდრეობითი გადაუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
ორსულობადაძუძუთიკვება
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ დაგეგმილია ან დადგენილი ორსულობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.
აგფ ინჰიბიტორების კონტროლირებული კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, მაგრამ შემთხვევათა შეზღუდულ რაოდენობაში, გამოყენებამ პირველ ტრიმესტრში არ გამოავლინა განვითარების მხრივ დარღვევები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმეტრებში, ვინაიდან ამ ვადებში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედებაავტომობილებისადაპოტენციურადსახიფათომექანიზმებისმართვისუნარზე
ამპრილანი HD გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ზოგიერთ პაციენტში, უპირატესად მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარი. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში, პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილების, მექანიზმების მართვას და ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას იმ დრომდე, ვიდრე დადგენილი არ იქნება პასუხი მკურნალობაზე.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ბარბიტურატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოთიაზინებისა და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე ალკოჰოლის იმავდროული მიღება აძლიერებს ამპრილან HD -ის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიეტაში მარილის დიდი რაოდენობა, ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის იმავდროული გამოყენება აქვეითებს ამპრილანი HD -ს ეფექტს.
ამპრილან HD -სა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმით ინტოქსიკაცია, ვინაიდან რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას. აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ამპრილანი HD -სა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ანალგეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს რამიპრილის ეფექტიანობა და გააუარესოს თირკმლის ფუნქცია და/ან გულის უკმარისობის მიმდინარეობა. იმავდროული მკურნალობისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შემცირდეს რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ამიტომ აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება.
კალიუმდამზოგავ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ან კალიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად დანიშვნა შეიძლება გახდეს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის მიზეზი, ამიტომ აუცილებელია ჰემოგრამის პერიოდული კონტროლი.
სულფონამიდებისა და სულფონილშარდოვანას ჯგუფიდან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნა შეიძლება გახდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მიზეზი (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა). აუცილებელია სიფრთხილე გულის გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რაც ზრდის გულის გლიკოზიდების ტოქსიკურობას.
კორტიკოსტეროიდებთან ერთად დანიშვნა ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს.
ამპრილან ჰდ-სა და ციმეტიდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რამიპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი.
არტერიული ჰიპოტენზიის რისკი მატულობს ზოგადი ანესთეზიისას ან არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) გამოყენებისას.
ჭარბიდოზა
სიმპტომები:
მომატებული დიურეზი, არტერიული წნევის გამოხატული დაწევა ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა დარღვევებით, კრუნჩხვები, დამბლა, პარალიზური ილეუსი, ცნობიერების დარღვევა (მათ შორის კომა), თირკმლის უკმარისობა, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა, სისხლის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
მკურნალობა:
პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ოდნავ წამოწეული თავით. მსუბუქ შემთხვევებში, ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა და მარილხსნარის მიღება შიგნით, ხოლო უფრო სერიოზულ შემთხვევებში – არტერიული წნევის სტაბილიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები (ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმაშემცვლელების ვენებში შეყვანა). აუცილებელია არტერიული წნევის, გულის შეკუმშვების სიხშირის, სუნთქვის სიხშირის, შარდოვანას, კრეატინინის, ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციების და დიურეზის კონტროლი. აუცილებლობისას ინიშნება ანგიოტენზინი II ვენაში, ტარდება ჰემოდიალიზი.
შენახვისპირობები
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდანგაცემისწესი
ექიმის რეცეპტით.