მულტი-ტაბსი იმუნო ქიდსი #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინები, საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ვიტ.ა+ცე+დ+ე+ბ1-ბ9+ლაქტობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 28937
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მულტი-ტაბს იმუნო ბავშვებისათვის
Multi-tabs immuno kid
Multi-tabs immuno kid
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი - # 30
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს
Lactobacillus GG (LGG) 109 koe
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) 1333 მე ≈ 400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 400 მე ≈ 10 მკგ
ვიტამინი E (D-α - ტოკოფეროლ აცეტატი) 10,43 მე ≈ 7 მკგ
ვიტამინი B-1 (თიამინის ნიტრატი) 1 მგ
ვიტამინი B-2 (რიბოფლავინი) 1,2 მგ
ვიტამინი B-6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 1,1 მგ
ვიტამინი B-12 (ციანოკობალამინი) 1,4 მკგ
ნიკოტინამიდი 13 მგ
პანტოტენის მჟავა 3 მგ
ფოლის მჟავა 100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
ბიოტინი (D- ბიოტინი) 20 მკგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) 30 მკგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 10 მგ
თუთია (თუთიას ჟანგი) 7 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 30 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) 90 მკგ
ვიტამინი A
წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სწორ ზრდასა და განვითარებას. ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ფორმირებაში, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვა და სხვა ინფექციების მიმართ.
აუცილებელია ნორმალური მხედველობითი ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.
ვიტამინი D
ბავშვის ორგანიზმში ვიტამინ D- ს ადექვატური მიწოდება აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორი ფორმირებისათვის, ძვლებისა და კბილების ზრდისათვის.
ვიტამინი C
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც შედის ძვლების, ხრტილოვანი ქსოვილებისა და კბილების შემადგენლობაში.
ვიტამინი E
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვან-კუნთური სისტემის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას, ფიზიკური დატვირთვების ადექვატურ ამტანობას.
ვიტამინი B1
ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირების, ცილებისა და ცხიმების ცვლის პროცესში. წარმოადგენს ნერვული სისტემის სწორი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტს.
ვიტამინი B2
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ვიტამინი B6
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ნიკოტინამიდი
მნიშვნელობა აქვს ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში.
პანტოთენის მჟავა
აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ცხიმების ცვლაში.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში, უჯრედების დაყოფაში, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების.
ვიტამინი B12
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.
ბიოტინი
ხელს უწყობს კანის ნორმალურ მდგომარეობას, ამცირებს ეკზემებისა და დერმატიტის გამოვლინებას.
კალციუმი
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ მოქმედებას. აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორი ფორმირებისათვის და განვითარებისათვის, ძვლოვანი ქსოვილებისა და კბილების მინერალიზაციისათვის, კბილების ემაილს გამაგრებისათვის.
მაგნიუმი
აქვს დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარვთა და ნერვული სისტემების რეგულაციური მოქმედებისათვის. აუცილებელი ელემენტია ორგანიზმში კალციუმის ასათვისებლად.
თუთია
ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ზრდის ბავშვის მიერ ინფორმაციის ათვისების უნარს. წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.
ვიტამინი K
აუცილებელია სისხლის შედედების ნორმალური პროცესისათვის, ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის, ძვლოვან-კუნთური სისტემის ნორმალური ფორმირებისათვის.
სპილენძი
წარმოადგნეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში.
ქრომი
მონაწილეობს ინსულინის გამომუშავების პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.
სელენი
აძლიერებს იმუნიტეტს. წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
მანგანუმი
შედის რამდენიმე ფერმენტული სისტემის შემადგენლობაში, აუცილებელია ძვლის ქსოვილის ნორმალური სტრუქტურის მხარდასაჭერად.
იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს: უზრუნველჰყოფენ ორგანიზმის ზრდას, ბავშვის ფიზიკურსა და ინტელექტუალურ განვითარებას, არეგულირებენ ნერვული სისტემის მოქმედებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიებისა და ესოდენ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებული კომბინაცია ხელსუწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გრიპისა და გაცივების პროფილაქტიკას, გადატანილი ავადმყოფობებისა და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ორგანიზმის აღდგენას, სტრესის დროს ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდას, გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვებისას.
მცირეწლოვან ბავშვებში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით (მრვი) დაავადებების მაღალი დონე დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვების იმუნურ სისტემას არ ძალუძს ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა მთელ რიგ ნეგატიურ ფაქტორებს. ხალხმრავალ შენობებში ცუდი ვენტილაციის პირობებში ყოფნა, საზოგადოებრი ტრანსპორტით ხშირი მგზავრობა, გასეირნებების დროს გაციება, ან პირიქით, ანტიბიოტიკებისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება, გაზრდილი გონებრივი, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვები, არაბალანსირებული კვება – ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების დაქვეითებას, რაც, როგორც წესი, იწვევს ხშირ გაციებებსა და გრიპს.
იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის ორგანიზმში გაციებებისა და სხვა ნეგატიური ფაქტორებისგან “დამცავი ბარიერის” ფორმირება, აუცილებელია არა მხოლოდ ტრადიციული ვიტამინო-მინერალური კომპლექსები. იმუნური დაცვის ოპტიმალურ დონეს, ასევე, ბავშვის ნორმალურ განვითარებასა და ზრდას უზრუნველჰყოფს სასარგებლო LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიებისა და უაღრესად მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია სპეციალური, ასაკის შესაბამისი დოზირებით.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი მულტი-ტაბს® იმუნო ბავშვებისათვის მიეკუთვნება ვიტამინო-მინერალური კომპლექსების ახალ თაობას, რომელიც შეიცავს რძისმჟავა LGG* ბაქტერიებს, ვიტამინებსა და მინერალებს. LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიების იმუნიტეტის გაძლიერების, ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის აღდგენის თვისება, მათ შორის ანტიბიოტიკებითა და სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შემდეგ, დადგენილია მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგად.
LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიების მაღალი უსაფრთხოება მტკიცდება მათი ფართო გამოყენებით რძის პროდუქტების წარმოებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
LGG* პრობიოტიკური ბაქტერიებისა და მიკრონუტრიენტების კომბინაცია ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ეფექტური დაცვის ფორმირებას გაცივების მაღალი რისკის სიტუაციებში : წელიწადის ცივ პერიოდში, ბაღში და სკოლაში სიარულის დროს ადაპტაციის პერიოდში, გაზრდილი სასწავლო და ფიზიკური დატვირთვებისას. გადატანილი ავადმოყოფობის, ანტიბიოტიკებისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების პერიოდში LGG* პრობიოტიკური ბაქტერიების, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს და აძლიერებს იმუნიტეტს, ხელსუწყობს ორგანიზმის უფრო სწრაფ ადაპტაციას გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ. მულტი-ტაბს® იმუნო ბავშვებისათვის გამოშვების ფორმა – ჟოლოსა და მარწყვის გემოთი საღეჭი ტაბლეტების სახით – გახდის მის მიღებას ბავშვისათვის მოსახერხებელსა და სასიამოვნოს, ხოლო გამაფერადებლებისა და კონსერვანტების არყოფნა მის შემადგენლობაში უზრუნველჰყოფს მაღალ უსაფრთხოებას.
ჩვენებები
პრეპარატი რეკომენდირებულია როგორც ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და პრობიოტიკური მიკროორგანიზმების (ლაკტობაკტერიების) დამატებითი წყარო.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებისათვის 4-დან 12 წლამდე და მოზრდილთათვის - 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
არაუმცირეს 1 თვისა.
გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ტემპერატურა არა უმეტეს 25°C.
შენახვის ვადა 18 თვე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფეროსან ა/ს
დანია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით