ფლემოკლავ სოლუტ500/125მგ#20ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ამოქსიცილინი+კლავულანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28745
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფლემოკლავ სოლუტაბი
FLEMOCLAV SOLUTAB
FLEMOCLAV SOLUTAB
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - amoxicillin, clavulanic acid
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01CR02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
125მგ + 31,25მგ დისპერგირებადი ტაბლეტები №20
250მგ + 62,5მგ დისპერგირებადი ტაბლეტები №20
500მგ + 125მგ დისპერგირებადი ტაბლეტები №20
აქტიური ნივთიერება: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი (რაც ამოქსიცილინის ფუძეს შეესაბამება)-145,7მგ (125მგ), 291მგ (250მგ), 528,8მგ (0,5გ); კალიუმის კლავულანატი (რაც კლავულანის მჟავას შეესაბამება) 37,2მგ (31,25მგ), 74,5მგ (62,5მგ), 148,9მგ (125მგ).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ვანილინი, გარგარის არომატი, საქარინი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა
წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები თეთრი ან ყვითელი ფერის ყავისფერი წერტილოვანი ლაქებით ნაპრალის გარეშე, მარკირების მქონე: < < 421 > > -დოზირებისას 125მგ+31,25მგ; < < 422 > > - 250მგ+62,5მგ; < < 424 > > -0,5გ+125მგ, გააჩნია ფირმის ლოგო.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას-ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინირებული პრეპარატი. მოქმედებს ბაქტერიოციდულად, თრგუნავს ბაქტერიის კედლის სინთეზს. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით). პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კლავულანის მჟავა თრგუნავს ბეტა ლაქტამაზას II, III, IV და V ტიპს, არააქტიურია I ტიპის ბეტა-ლაქტამაზას წინააღმდეგ, რომელსაც წარმოქმნის Enterobacter spp., Pseudomonas aeruginosa, Serratia spp., acinetobacter spp. კლავულანის მჟავას გააჩნია მაღალი ტროპულობა პენიცილინაზებისადმი, რის შედეგადაც წარმოქმნის სტაბილურ კომპლექსს ფერმენტთან, რაც წინააღმდეგობას უწევს ბეტა-ლაქტამაზით ამოქსიცილინის ფერმენტულ დეგრადაციას და აფართოებს მისი მოქმედების სპექტრს.
ფლემოკლავ სოლუტაბი აქტივობას ამჟღავნებს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Enterococcus faecalis, Corynebacterium spp., Bacillus anthracis, Listeria monocytogenes
ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Yersinia enterocolitica, Salmonella spp., Shigella spp., Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae (ზემოაღნიშნული ბაქტერიების ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitides, Bordetella pertussis, Gardenella vaginalis, Brucella spp., Branhamella catarrhalis, Pasteurella multocida, Campylobacter jejuni, Vibrio cholerae, Moraxella catarrhalis, Helicobacter pylori.
ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., Bacteroides fragilis ჩათვლით (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ფარმაკოკინეტიკა
ამოქსიცილინი:
ამოქსიცილინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 94%-ს. აბსორბცია დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება ამოქსიცილინის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 500/125მგ (ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა) ამოქსიცილინის საშუალო კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) შეადგენს 0.3მგ/ლ-ს. სისხლის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 17-20%-ს. ამოქსიცილინი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით აღწევს რძეში.
ამოქსიცილინი მეტაბოლიზდება ღვიძლში (შეყვანილი დოზის 10%), უმეტესად თირკმელებით გამოიყოფა (დოზის 52±15% შეუცვლელი სახით 7 საათის განმავლობაში) და მცირე რაოდენობით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს (0.9-1.2სთ), იმ პაციენტებში რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 10-30მლ/წთ-ია შეადგენს 6 საათს, ანურიის შემთხვევაში კი 10-15 სააათს შორის მერყეობს. პრეპარატი გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
კლავულანის მჟავა:
კლავულანის მჟავას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 60%-ს. აბსორბცია დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე. სისხლში კლავულანის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 0,5გ/125მგ (ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა) კლავულანის მჟავას საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 8 საათის შემდეგ შეადგენს 0.08 მგ/ლ-ს. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 22%-ს. კლავულანის მჟავა აღწევს პლაცენტურ ბარიერში. რძეში შეღწევის სარწმუნო მონაცემები არ არსებობს.
კლავულანის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლში (50-70%) და დაახლოებით 40% თირკმელებით გამოიყოფა (18-38% უცვლელი სახით). საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 260 მლ/წთ-ს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, იმ პაციენტებში რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 20_70მლ/წთ-ია შეადგენს 2.6 საათს, ანურიის შემთხვევაში 3-4 საათს. პრეპარატი გამოიყოფა ჰემოდიალიზით
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
ზემო სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებები (მათ შორის შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტი და მისი გამწვავებები, არაჰოსპიტალური პნევმონია;
კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებები;
თირკმლისა და ქვემო საშარდე გზების დაავადებები.
მიღების წესები და დოზები
დისპეფსიური სიმპტომების პროფილაქტიკის მიზნით ფლემოკლავ სოლუტაბს ნიშნავენ საკვების მიღებამდე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მიაყოლონ ჭიქა წყალი ან გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში (მინიმუმ 30მლ) და მიღებამდე კარგად უნდა აირიოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს.
მოზრდილებსა და 40კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 0,5გ/125მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე, მორეციდივე და ქრონიკული ინფექციების დროს ეს დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა დაახლოებით 5-12კგ) დღე-ღამური დოზა შეადგენს სხეულის კილოგრამ წონაზე ამოქსიცილინის 20-30მგ-ს და კლავულანის მჟავას 5-7.5მგ-ს. ჩვეულებრივ ეს შეადგენს 125/31.25მგ-ს დღეში 2ჯერ. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (სხეულის მასა დაახლოებით 13-37კგ) დღე-ღამური დოზა შეადგენს სხეულის კილოგრამ წონაზე ამოქსიცილინის 20-30მგ-ს და კლავულანის მჟავას 5-7.5მგ-ს. ჩვეულებრივ ეს შეადგენს 125/31.25მგ-ს დღეში 3-ჯერ 2-დან 7 წლამდე ბავშვებში (სხეულის მასა დაახლოებით 13-25კგ) და 250/62.5მგ-ს 3-ჯერ დღეში 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის წონა დაახლოებით 25-37კგ). მძიმე ინფექციებისას ეს დოზები შეიძლება გაორმაგდეს (მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს ამოქსიცილინის 60მგ-ს და კლავულანის მჟავას 15მგ-ს სხეულის 1კგ წონაზე).
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კლავულანის მჟავის და ამოქსიცილინის თირკმელებით გამოყოფა შენელებულია. თირკმლის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით ფლემოკლავ სოლუტაბის საერთო დოზამ (გამოხატული ამოქსიცილინის დოზით) არ უნდა გადააჭარბოს ცხრილში მითითებულ რაოდენობას.
გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე | მოზრდილები | ბავშვები |
10-30 მლ/წთ | 0,5გ 2ჯერ/დღეში | 15მგ/კგ 2-ჯერ/დღეში |
< 10მლ/წთ | 0,5გ დღეში | 15მგ/კგ დღეში |
ჰემოდიალიზი | 0,5გ დღეში და 0,5გ დიალიზის დროს და მის შემდეგ | 15მგ/კგ დღეში და 15მგ/კგ დიალიზის დროს და მის შემდეგ |
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.
გვერდითი მოვლენები
კანის ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ერითემატოზული გამონაყარი, იშვიათად-მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ძალიან იშვიათად-ექსფოლიატიური დერმატიტის, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი), ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ეგრეთწოდებული “მეხუთე დღის გამონაყარი” (ქერქისებური ეკზანთემა). რეაქციები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და პაციენტის მდგომარეობაზე.
რეაქციები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა, ერთეულ შემთხვევეებში-ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი. ღვიძლის ტრანსამინაზების (ასტ და ალტ), ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება ძირითადად აღინიშნება მამრობითი სქესის და ხანდაზმულ პაციენტებში (განსაკუთრებით 65 წელზე უფროსებში). არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კვების დაწყებამდე. ამგვარი ცვლილებების რისკი იზრდება პრეპარატის 14 დღეზე ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში. აღნიშნული მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნება ბავშვებში. ზემოჩამოთვლილი ცვლილებები, ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ზოგჯერ შეიძლება ისინი აღმოცენდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ძირითადად, საჭმლის მომნელებელი სისტემის რეაქციები უმნიშვნელო ხასიათისაა, მაგრამ ზოგჯერ მკვეთრად გამოხატულია.
სხვა: კანდიდომიკოზი, სუპერინფექციის განვითარება, პროთრომბინის დროის შექცევადი ზრდა.
ქვემოთ მოყვანილი სია კლების მიხედვით აჩვენებს შესაძლო გვერდით ეფექტებს: ხშირად
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში.
იმუნური რეაქციები: ჭინჭრის ციება
კანი და რბილი ქსოვილები: ეკზანთემა
იშვიათად
სისხლი და ლიმფური სისტემა: ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია).
ჰეპატო-ბილიარული სისტემა: ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი.
იმუნური სისტემა: ანგიონევროზული შეშუპება, ვასკულიტი.
სისხლის შედედების სისტემა: პროთრომბინული დროის გახანგრძლივება.
შარდგამომყოფი სისტემა: ინტერსტიციული ნეფრიტი.
ერთეული შემთხვევა
ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ფსევდომემბრანული კოლიტი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან სხვა კომპონენტების მიმართ. მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა პენიცილინები და ცეფალოსპორინები. ანამნეზში ამოქსიცილინის/კლავულანატის მიღებისას სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქცია. ინფექციური მონონუკლეოზით ან ლიმფოლეიკოზით დაავადებულ პაციენტებში იზრდება ეკზანთემის რისკი, ამიტომ ამ დაავადებებისას არ შეიძლება ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას დანიშვნა.
სიფრთხილით
ღვიძლის მძიმე უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (მათ შორის ანამნეზში პენიცილინების მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი), თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანატის გამოყენებისას არ აღინიშნა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე და ახალშობილებზე. ორსულობის II და III ტრიმესტრში მიღება უსაფრთხოდ ითვლება. I ტრიმესტრში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
ამოქსიცილინი გამოიყოფა რძესთან ერთად. რძესთან ერთად კლავულანის მჟავის გამოყოფის მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღების ფონზე ბავშვზე მავნე ზემოქმედება არ აღინიშნა
განსაკუთრებული მითითებები
პენიცილინებისადმი მგრძნობიარე პაციენტების ამ პრეპარატებით მკურნალობამ, შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები. ამ შემთხვევაში, ფლემოკლავ სოლუტაბით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს სხვა შესაბამისი თერაპიით. ანაფილაქსიური შოკის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის, კორტიკოსტეროიდების სასწრაფო შეყვანა და სუნთქვის უკმარისობის მოხსნა.
არსებობს ჯვარედინი წინააღმდეგობისა და მომატებული მგრძნობელობის შესაძლებლობა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ. როგორც მოქმედების ფართო სპექტრის სხვა პენიცილინების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სოკოვანი ან ბაქტერიული გენეზის სუპერინფექციები (უმეტესად კანდიდოზი), განსაკუთერებით ქრონიკული დაავადებებისა და/ან იმუნური სისტემის დარღვევის მქონე პაციენტებში. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ და/ან ირჩევენ შესაბამის თერაპიას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შერჩევა აუცილებელია მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ღვიძლის ფუნქციის შეფასების გარეშე ფლემოკლავ სოლუტაბის მიღება არ შეიძლება 14 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
იშვიათად აღინიშნება პროთრომბინული დროის ზრდა. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ანტიკოაგულაციურ თერაპიას იტარებენ.
შარდში შაქრის განსაზღვრის არაფერმენტულმა მეთოდებმა და ასევე, ურობილინოგენზე ტესტმა, შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები.
კურსობრივი თერაპიისას, აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესაძლო დარღვევით.
მკურნალობა
ინიშნება აქტივირებული ნახშირი. აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება. კრუნჩხვებისას ინიშნება დიაზეპამი. სხვა სიმპტომებს სიმპტომურად მკურნალობენ. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, საჭიროა ჰემოდიალიზის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები ანელებს და აქვეითებს აბსორბციას; ასკორბინის მჟავა აძლიერებს აბსორბციას. ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) მოქმედებს სინერგისტულად; ბაქტერიოსტატიკური სამკურნალო საშუალებები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები)-ანტაგონისტრად.
ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვით აქვეითებს K ვიტამინის სინთეზს და პროთრომბინის ინდექსს). ანტიკოგულანტებთან ერთად მიღებისას, აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლებზე დაკვირვება.
ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივებისა და იმ პრეპარატების ეფექტურობას, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესშიც წარმოიქმნება პარაამინობენზოინის მჟავა, ეტინილესტრადიოლისას- “გარღვევის” სისხლდენის განვითარების რისკი.
დიურეზულები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები და მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი სხვა საშუალებები ზრდის ამოქსიცილინის კონცენტრაციას (კლავულანის მჟავა ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის გზით გამოიყოფა).
ალოპურინოლი ზრდის კანის გამონაყარის განვითარების რისკს.
ამოქსიცილინის დანიშვნა არ შეიძლება დისულფირამინთან ერთად.
ამოქსიცილინისა და დიგოქსინის ერთროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში დოგოქსინის კონცენტრაციის მომატება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით