დეკომბი 10გ კრემი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპ., ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და სხვა მოქმ. მქონე პრეპ.
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ნისტატინი+ნეომიცინი+გრამიციდინი+ტრიამცინოლონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 28731
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დეკომბი
Decomb
Decomb
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ნისტატინი, ნეომიცინის სულფატი, გრამიციდინი და ტრიამცინოლინის აცეტონიდი.
შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს: ნისტატინი 10000 მე, ნეომიცინის სულფატი 2,5მგ, გრამიციდინი 0,25მგ, ტრიამცინოლონის აცეტონიდი 1,0მგ.
გამოყენების ჩვენებები:
ზედაპირული დერმატოზი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისადმი მომატებული მგრძნობელობა, მეორადი ინფექციები ბაქტერიებით და სოკოებით. დეკომბს ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ, კანის ვირუსული დაზიანება, როზაცეა, დამწვრობა, კანის დაწყლულება, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილე:
არ შეიძლება კრემის მოხვედრა თვალში, არ გამოიყენება ბავშვებში დამწოლი ნახვევის ქვეშ, პაციენტებში თირკმლის პათოლოგიით, ან ანამნეზში მონაცემები ქალა-ტვინის მე-IX წყვილი ნერვის დაზიანების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, პრეპარატით მკურნალობის დროს დისკომფორტის აღმოცენების შემთხვევაში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
დოზირება:
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებში 2-4ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ დანიშნული დოზირების დარღვევა. პრეპარატი მიიღება ექიმის მიერ დანიშნულ დროს და გარკვეული ინტერვალებით. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება დანიშნულ დროს გამოიყენეთ იგი გახსენებისთანავე. სიმპტომების შემცირების შემდეგაც არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად.
სიფრთხილე:
პრეპარატი ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ შემთხვევით გამოიყენეთ პრეპარატის ჭარბი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა იგი, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. არ გამოიწვიოთ პირღებინება დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატი არ გამოიყენოთ სიბნელეში. შეამოწმეთ ეტიკეტზე წარწერა და დოზა პრეპარატის ყოველი გამოყენების წინ.
შენახვის ვადა: 2 წელი
შენახვის წესები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა:
10გ კრემი ალუმინის ტუბში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი:
Pharmacare Int.Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით