კეტოფტილი 0.05% 10მლ თვ.წვეთებ

კეტოფტილი 0.05% 10მლ თვ.წვეთებ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოტიფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 28691
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კეტოფტილი

 0.05% თვალის წვეთები, ხსნარი,

კეტოტიფენი

შემადგენლობა:

100 მლ ხსნარი შეიცავს: კეტოტიფენის ფუმარატი 0.069გრ, 0.05გრ კეტოტიფენის ექვივალენტი.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, TS-პოლისაქარიდი, საინექციო წყალი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები, 0.05% ხსნარი, 10 მლ ბოთლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიჰისტამინური -ანტიალერგიული საშუალება

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ფარმიგეა ს.პ.ა. ვია გ.ბ. ოლივა, 6/8, 56121 -პიზა

მწარმოებელი და კონტროლიორი

ფარმიგეა ს.პ.ა. ვია გ.ბ. ოლივა, 6/8, 56121 -პიზა

ჩვენებები

მწვავე და ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი(სეზონური, ატოპიური და სხვა)

უკუჩვენებები

ზემგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია ორსულობის დროს(იხ. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მგრძნობიარე პაციენტებში კეტოფტილმა მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა დაასუსტოს რეაქტიულობა. კეტოფტილის ჩაწვეთებისთანავე მანქანისა და სხვა მექანიზმის მართვა რეკომენდებული  არ არის.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს წვა ჩაწვეთებისას.

კეტოფტილის თვალის წვეთები შეიცავენ ბენზალკონიუმის ქლორიდს, ამიტომ მისი დაწვეთება კონტაქტურ ლინზაზე არ არის სასურველი.

ორსულობა: მიუხედავად იმისა რომ ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა კეტოტიფენის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე, მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შემდეგ თვეებში კი აუცილებლობის შემთხვევებში.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთნ

მიუხედავად იმისა რომ კეტოტიფენი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ტრანკვილიზატორებთან, საძილე საშუალებებთანა და ალკოჰოლთნ, თვალის წვეთის სახით გამოყენებისას პლაზმაში მისი დაბალი კონცენტრაციით მოხვედრა ამ მოვლენებს ნაკლებ სავარაუდოს ხდის.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დოზირება

ჩაიწვეთეთ 1 წვეთი კონიუნქტივალურ  ტომარაში 2-ჯერ ან მეტჯერ დღეში, ექიმის რეცეპტის მიხედვით.

მითითება გამოყენების შესახებ

ბოთლი იხსნება სახურავზე დაწოლით და ამოხრახვნით. გამოყენების შემდებ ბოთლს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში აღწერილია მსუბუქი წვა, ლოკალური გაღიზიანება, ჰიპერემია(სიწითლე) და ბლეფარიტი(ქუთუთოების ანთება). პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ინსტრუქციაში აღწერილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე: ვარგისიანობის ვადა ვრცელდება გაუხსნელად შენახულ პრეპარატზე.

პრეპარატის გახსნის შემდეგ მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში.

ინსტრუქციის შემოწმების ბოლო თრიღი: 2011 წლის ივნისი