ბათრონატი 0.5გ/5მლ 5მლ #10ა

ბათრონატი 0.5გ/5მლ 5მლ #10ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელდონიუმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28554
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბათრონატი




გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ)-პროპიონატის დიჰიდრატი.

სამკურნალო ფორმა:

საინიექციო ხსნარი  10% 5მლ ამპულებში #10.
კაფსულები 250მგ #50.
კაფსულები 500მგ #50.

შემადგენლობა:

საინიექციო ხსნარი: 1 ამპულა შეიცავს: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ)-პროპიონატის დიჰიდრატს - 500მგ, საინიექციო წყალს.
კაფსულები: 1 კაფსულა შეიცავს: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ) პროპიონატის დიჰიდრატს - 250მგ ან 500მგ, სახამებელს, აეროსილს, კალციუმის სტეარატს.
ათქ კოდი:  C01CX.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, ნივთიერებისას, რომელიც ადამიანის ყველა ორგანიზმის უჯრედში არის.
ამცირებს კარნიტინის დონესა და გრძელჯაჭვური აცილების ტრანსპორტირებას უჯრედული მემბრანიდან, ეწინააღმდეგება რა დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტიური ფორმების დაგროვებას.
იშემიის დროს ააქტიურებს გლიკოლიზს, მატულობს გამა-ბუტირობეტაინის შემცველობა, რომელიც ახდენს ვაზოდილატურ მოქმედებას. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ანელებს ქსოვილების ნეკროზს, ამოკლებს რეაბილიტაციურ პერიოდს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობას. ასტიმულირებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასუსტებს ფსიქიკურ და ფიზიკურ დაძაბულობას. ააქტიურებს უჯრედულ და ჰუმორალურ იმუნიტეტს. ხსნის აბსტინენციის სინდრომს ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
ფარმაკოკინეტიკა: შინაგანად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 78%. Сmax პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ორგანიზმში ბიოტრანსფორმირდება ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა  თირკმელებით. Т 1/2 შეადგენს 3-6 საათს და დამოკიდებულია დოზაზე.

ჩვენებები:

სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიალგია მიოკარდიუმის დისტროფიის ფონზე (კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი), ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები (კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი). ჰემოფტალმი და სხვადასხვა ეთიოლოგიის სისხლჩაქცევა ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი; სხვადასხვა ეთიოლოგიის რეთინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული). აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი მიიღება პარენტერალურად და პერორალურად.
არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტი: 500-1000მგ ვენაში, ნაკადით 1-ჯერ დღე-ღამეში.
კარდიალგია: ვენაში 500მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შინაგანად 0,5-1გ დღე-ღამეში  ან 0,25-0,2გ ორჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 12 დღე.
ბადურას სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და დისტროფიისას: პარაბულბალურად 50 მგ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას ნიშნავენ შინაგანად 0,25გ 4-ჯერ დღე-ღამეში ან ი/ვ 0,5გ 1-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს ურჩევენ გამოიყენონ 0,5-1გ 2-ჯერ დღე-ღამეში ვარჯიშების წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში - 10-14 დღე.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატს ნიშნავენ შინაგანად 0,5გ 4-ჯერ დღე-ღამეში, ი/ვ 0,5გ 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში კანის ქავილი, დისპეპსიური მოვლენები, ტაქიკარდია, აგზნება, არტერიული წნევის ცვალებადობა.

უკუჩვენებები:

ორსულობა და ლაქტაცია.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.
შიდა ქალის წნევის მომატება.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების დროს ხანგრძლივი გამოყენებისას პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ნიტროგლიცერინის, ნიფედიპინის, ბეტა- ადრენომაბლოკირებელი და სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებებისა და კარდიოდილატატორების მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:

საინიექციო ხსნარი 0,5გ/ 5მლ ამპულებში #10 გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
კაფსულები 250მგ, კაფსულები 500მგ. 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი), 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

საინიექციო ხსნარი - სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25°C, დაუშვებელია გაყინვა.
კაფსულები - მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

საინიექციო ხსნარი, კაფსულები - 4 წელი.

გაცემის წესი:

საინიექციო ხსნარი, კაფსულები - რეცეპტით.

მწარმოებელი:

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა                     
შპს  "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.