ბათალგინი 5მლ #5ა

ბათალგინი 5მლ #5ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონი+ფენპივერინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28518
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბათალგინი



გამოშვების ფორმა:

საინიექციო ხსნარი 5მლ ამპულებში №5.

შემადგენლობა:

1 ამპულა შეიცავს
მეთამიზოლის ნატრიუმს       -  2,5გ,
პითოფენონის ჰიდროქლორიდს -  0,01გ,
ფენპივერინის ბრომიდს        -  0,0001გ,
საინიექციო წყალს            -  5მლ-მდე.
ათქ კოდი: N02BB02.

კლინიკურ-ფარმაკოლიგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, სპაზმოლიზური, სიცხის დამწევი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრაპარატი. ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ, სპაზმოლიზურ, სიცხის დამწევ მოქმედებას. იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას პირდაპირი მიოტროპული მოქმედების ხარჯზე, ნაწილობრივ, ანტიქოლინერგული მოქმედების ხარჯზე.

ჩვენებები:

ტკივილის სინდრომი შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების დროს (მათ შორის თირკმელების, ღვიძლის, ნაწლავების ჭვალი, დისმენორეა, ნაღველმდენი გზების დისკინეზია); ტკივილების მოკლევადიანი კუპირებისათვის, ნევრალგიის, ართრალგიის, იშიალგიის დროს; როგორც დამხმარე პრეპარატი, ტკივილების შემსუბუქებისათვის ქირურგიული ჩარევებისა და დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ.

მიღების წესი და დოზები:

საინიექციო ხსნარის შეყვანა შეიძლება კუნთებში ან ვენაში. ხსნარის შეყვანის წინ საჭიროა ამპულა შევათბოთ ხელში. ხსნარის ი/ვ სწრაფი შეყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია არტერიული წნევის კრიტიკული დაცემა და შოკი. ი/ვ შეყვანა უნდა განხორციელდეს ნელა, არა უმეტეს 1მლ/წთ-ში, მწოლიარე მდგომარეობაში. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის და სუნთქვის სიხშირის კონტროლი.
ზრდასრულთათვის, 15 წლის ზევით რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 2მლ ხსნარს ი/ვ ან კუნთებში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-10 მლ (5-5 მლ 2-ჯერ).
ბავშვებისათვის:
-12-დან 14 წლამდე (სხეულის მასით 50კგ-მდე). რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა -0,8მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-6,4მლ (1,6მლ 4-ჯერ);
-8-დან 11 წლამდე (სხეულის მასით 33კგ-მდე). რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა  -0,5მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4მლ (1მლ 4-ჯერ);
-5-დან 7 წლამდე (სხეულის მასით 24კგ-მდე). რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა - 0,4მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-3,2მლ (0,8მლ 4-ჯერ);
-3-დან 4 წლამდე (სხეულის მასით 18კგ-მდე). რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა -0,2მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-2,4მლ (0,6მლ 4-ჯერ);

-1-დან 2 წლამდე (სხეულის მასით 12-14კგ-მდე). რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა -0,2მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-1,6მლ (0,4მლ 4-ჯერ);
-6-დან 11 თვემდე (სხეულის მასით 8-10კგ-მდე). პრეპარეტი შეყავთ მხოლოდ კუნთებში. რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა-0,1მლ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-1,2მლ (0,3მლ 4-ჯერ);
-3-დან 5 თვემდე (სხეულის მასა 5,5-7,5კგ). პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში. რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა -0,1მლ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-0,8მლ (0,2მლ 4-ჯერ).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ძალიან იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება), ანგიონევროტული შეშუპება, წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ციანოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებისას შესაძლებელია შეტევის პროვოცირება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი; თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდის შეღებვა წითლად); ოფლის გამოყოფის შემცირება, შარდის გამოყოფის გაძნელება. ადგილობრივი რეაქციები – ინფილტრატები კუნთებში შეყვანის ადგილას.  

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების, აგრეთვე ფენილბუტაზონის, პითოფენონის, ფენპივერინის ან მათი წარმოებულების მიმართ; ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევები; გრძნობის დაკარგვა, ტაქიარითმია; ჩაკეტილკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური სტენოზი, ახალშობილები 3 თვემდე.
პრეპარატის მიღება არაა რეკომენდირებული ორსულობის I ტრიმესტრში და ბოლო 6 კვირის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ღებინება, არტერიული წნევის დაცემა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში, ტკივილები ეპიგასტრიუმში, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების დანიშვნა, სიმპტომატური მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში პაციენტებს, რომელთაც აქვთ 100მმ ვწ.სვ-ზე დაბალი სისტოლური წნევა ან არასტაბილური ჰემოდინამიკა, აგრეთვე დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრიდან.
პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან ბრონქიალური ასთმით, სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით, აქვთ თივის  და ჭინჭრის ციების მსგავსი სიმპტომები, ხშირი კონიუნქტივიტები ან რინოსინუსიტები, მიეკუთვნებიან სულის ხუთვისა და შოკური მდგომარეობის შესაძლებელი განვითარების რისკ ჯგუფს. იგივე ეხებათ პაციენტებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან საკვები პროდუქტების, ბეწვის, თმის საღებავების და სხვათა მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ბათალგინისა და ქინინშემცველი პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება.
ბათალგინისა და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას, შეიძლება შეინიშნოს ციკლოსპორინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.         
ალკოჰოლისა და ბათალგინის ერთდროული მიღება აძლიერებს ტოქსიკურობას. ბათალგინის ხსნარი შეუთავსებელია ერთ შპრიცში ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მწარმოებელი:                     
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა“.
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.