ბათაბოლილი 50მგ/1მლ #1ა

ბათაბოლილი 50მგ/1მლ #1ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნანდროლონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28517
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბათაბოლილი


გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Nandrolone decanoate.  

გამოშვების ფორმა:
ზეთოვანი საინიექციო ხსნარი, 1მლ ამპულა #1.
შემადგენლობა: 1 ამპულა შეიცავს:
ნანდროლონის დეკანოატს – 50მგ, ბენზილის სპირტს – 0,05მლ,
იზოპროპილის სპირტს – 0,2მლ, მზესუმზირას საინიექციო ზეთს–1,0მლ-მდე.   
ათქ კოდი.  A14AB01.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანაბოლური სტეროიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროლონგირებული მოქმედების ანაბოლური სტეროიდი. ასტიმულირებს ორგანიზმში ცილების სინთეზის პროცესს და აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, ფოსფორის, გოგირდის, კალიუმის გამოყოფას, ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლებში, ძვლის მასის გადიდებას ოსტეოპოროზის დროს, იწვევს მადის მომატებას, კუნთების მასისა და შესაბამისად სხეულის მასის მომატებას. ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით.  

ჩვენებები:
სხვადასხვა ეთიოლოგიის კახექსია, ასთენია, ოსტეოპოროზი, რეგენერაციის დაჩქარების აუცილებლობა (მათ შორის მოტეხილობების, ტრამვების დროს), ცილოვანი ცვლის მოშლა, მძიმე ტრამვების, ოპერაციების, დამწვრობის, სხივური თერაპიის შემდეგ, დიაბეტური რეთინოპათია და ნეიროპათია, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ხანგრძლივი ანაბოლური თერაპიის აუცილებლობა კუნთების პროგრესირებადი დისტროფიის დროს, სარძევე ჯირკვლების "დისემინირებული" კიბო ქალებში.

გამოყენების წესი და დოზები:
შეიყვანება კუნთებში. მოზრდილებში 50მგ ერთხელ 3 კვირაში. ცილების ცვლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება - 25მგ ერთხელ 3 კვირაში. ბავშვებში 0,4მგ/კგ წონაზე ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების შედარებით მაღალი ალბათობა მოსალოდნელია პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენების შემთხვევაში. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ქალებში, გოგონებში შესაძლებელია ვირილიზაცია; დის- და ამენორეა; სპერმატოგენეზის დარღვევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: პუბერტატულ პერიოდში შესაძლებელია ნაადრევი გაძვლიანება და ზრდის შეფერხება, სითხის შეკავება ორგანიზმში.

უკუჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კიბო, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი, სარძევე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში, ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე დისტროფია.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს საჭიროა საკვებთან ერთად ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების ადექვატური რაოდენობით მიღება.
ამპულებში კრისტალების გამოლექვის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის შეთბობა ცხელ წყალში ნალექის სრულ გახსნამდე. გამოიყენება სრულიად გამჭვირვალე ხსნარი.  

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა", 6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65