ლინკასი ბალზამი 25გ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლინკას ბალზამი
(ეფექტური საშუალება გაციებისა და გრიპის დროს)
სავაჭრო დასახელება: ლინკას ბალზამი
სამკურნალო ფორმა: მალამო
შემადგენლობა:
ყოველი გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
მენთოლი 200მბ
ევკალიპტის ზეთი 60მბ
ქაფური 70მბ
ტერპენტინის ზეთი 20მბ
მიხაკის ზეთი 40მბ
დამხმარე ნივთიერებები:
მყარი პარაფინი (160მბ) და თეთრი რბილი პარაფინი (450მბ).
ლინკას ბალზამი - არის უფერო მალამო, რომელიც არ შეიცავს ცხიმს და არ ტოვებს ლაქებს, უზრუნველყოფს სწრაფ შემსუბუქებას გაციებისა და გრიპის დროს. ეს არის შერჩეული სამკურნალო ზეთების ოპტიმალურად დაბალანსებული კომპოზიცია, რომელიც გამოიყენება გაციების და მკერდისმიერი შეგუბებისას. ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ადგილობრივი გამოყენების მალამო, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული გაციების სიმპტომების სწრაფი მოხსნისათვის.
აქტიური კომპონენტების ძირითადი თვისებები:
მენთოლი:
მენთოლი ტრადიციულად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში გაციებისა და გრიპის დროს. ლინკას ბალზამის შემადგენლობაში ის მოქმედებს როგორც შეშუპების, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება.
ევკალიპტის ზეთი:
ევკალიპტის ზეთი უძველესი დროიდან ეფექტურად გამოიყენება მალარიის, მუცლის ტიფის, დიფტერიის და გრიპის სამკურნალოდ, გააჩნია ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი, ანტისეფტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ქაფური:
ლინკას ბალზამში შემავალი ქაფური მოქმედებს, როგორც რბილი ამოსახველებელი საშუალება. კანზე შეზელვისას ის მოქმედებს, როგორც საშუალება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს და იწვევს სისხლძარღვების ადგილობრივ გაფართოვებას (აკსონ რეფლექსის მეშვეობით), რაც ქმნის კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას.
ტერპენტინის ზეთი:
ტერპენტინის ზეთი გამოიყენება, როგორც მკერდის დასაზელი საშუალება ცხვირისა და ყელის დაავადებებისას, გააჩნია ანტისეპტიკური და მუკოლიზური თვისებები.
მიხაკის ზეთი:
მიხაკის ზეთი შეიცავს ევგენოლს, რომელსაც გააჩნია ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური თვისებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკას ბალზამი შემუშავებულია გაციებით გამოწვეული სურდოს, ხველის და კუნთების ტკივილის სწრაფი მოხსნისათვის.
ლინკას ბალზამი კანზე წასმისას იწვევს სიცივის შეგრძნებას, რასაც მოსდევს დაბუჟება და ნაწილობრივი ანესთეზია: თავდაპირველას ის ახდენს ნერვის სტიმულირებას, სიცივის შეგრძნების გადაცემით, შემდეგ აღწევს კანში და ახდენს ცალკეული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების პარალიზებას.
ლინკას ბალზამი ხშირად გამოიყენება ცხელი წყლის ორთქლით ინჰალაციისათვის ცხვირისა და მკერდისმიერი შეგუბების სწრაფად მოსახსნელად.
გამოყენების ჩვენებები:
- გაციება
- გრიპი
- თავის ტკივილი
- მკერდის უჯრედში რთულად გამოდენადი სეკრეტის შეგუბება.
ინსტრუქცია და გამოყენების მეთოდი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. წაისთვით უშუალოდ მკერდის უჯრედის არეში, ყელზე, ცხვირზე და მტკივნეულ ნაწილზე აბსორბციის გაზრდის მიზნით.საუკეთესო შედეგისათვის დამუშავებული ადგილი დაიფარეთ დოლბანდით ან პირსახოცით. ღრმა სწრაფი მოქმედების მისაღწევად გააზავეთ 1 ჩაის კოვზი ლინკას ბალზამი ცხელ წყალში და ღრმად შეისუნთქეთ ორთქლი.
არ გააცხელოთ ეს ნაზავი განმეორებით.
გამოიყენეთ დღეში 3-4ჯერ.
უსაფრთხოების ზომები:
მოერიდეთ თვალში, ლორწოვან გარსზე და კანის დაზიანებულ ადგილას მოხვედრას. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
გვერდითი ეფექტი:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.
გამოშვების ფორმა:
25 გრ პლასტმასის ფლაკონით
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºCტემპერატურაზე. ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Herbion
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
37/A-3 ლანდჰის საწარმოო ზონა,
კარაჩი, პაკისტანი
www.herbion.com