ფსორესგლ პლუსი 50გ მალამო
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფსორესგლ პლუსი 50გ მალამო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გარეგანი გამოყენების ფსორიაზის სამკურნალო საშუალება ფსორესგლ. ეს არის კომბინირებული მკურნალობისთვის განკუთვნილი საშუალება. შედგება 2 კომპონენტისგან. ხსნარისგან და მალამოსგან. სამკურნალოდ გამოიყენება მონაცვლეობით რაც აძლიერებს მკურნალობის ეფექტს.
ჩვენება - ბალთისებური, პუსტულეზური, ერითროდერმული ფსორიაზისა და ნეიროდერმიტის სამკურნალო გარეგანი საშუალება.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსორესგლ - ხსნარი ადვილად აღწევს კანში, აძლიერებს კანის უჯრედების პროლიფერაციას. ადგილობრივად აუმჯობესებს კანში სისლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის შიდა ფენებში არსებული ფსორიაზული კერების კანის ზედაპირზე ამოტანას, ინფილტრატის გაწოვას და კერატოზების მოცილებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ახდენს კანის რეგენერაციას და აქრობს ქავილს.
ფსორესგლ პლუსი - მალამო ზედაპირულად ასუფთავებს კანს ფსორიაზული კერებისგან. აცილებს დანეკროზებულ და გარქოვანებულ ფუფხებს, აძლიერებს კანის უჯრედების პროლიფერაციას. ადგილობრივად აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, ინფილტრატის გაწოვას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ახდენს კანის რეგენერაციას და აქრობს ქავილს.
პრეპარატის გამოყენების წესი
აუცილებელი დიეტა. აკრძალულია - ღორის, ცხვრის, ბატის ხორცი. ცხიმიანი, ნიგვზიანი, შებოლილი, მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე საკვები. ასევე კვერცხი, პომინდორი, ბადრიჯანი, ციტრუსები. შოკოლადი, ყავა, კაკაო, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. ასევე ქიმიური სასმელები როგორიც არის კოკა-კოლა ფანტა და ა.შ.
დასაშვებია - საქონლის, ხბოს, თხის, ბოცვრის და ქათმის მოხარშული ხორცი. თევზი შეიძლება შემწვარიც მიირთვათ. მიიღეთ ასევე ფაფეული, ბოსტნეული გარდა აკრძალულისა. მწვანილი, ხილი, ნატურალური წვენები. კომპოტები, ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი, ყველი, მინერალური წყალი. საკვები მდიდარი უნდა იყოს Ca, K, Mg და პროტეინით.
გამოიყენება კომბინირებულად ხსნარის და მალამოს მონაცვლეობით. გამოიყენეთ 5 დღიანი ინტერვალებით. მაგ:
პირველი 5 დღე წაისვით ხსნარი. გამოყენებამდე ბოთლი ოდნავ შეანჯღრიეთ, პრეპარატი ღრუბლით ან ბამბით დაიტანეთ დაავადებულ კერებზე ზეწოლის გარეშე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ამ 5 დღის განმავლობაში დაუშვებელია წამალწასმული დაავადებული კერების ჩამობანა.
5 დღის გასვლის შემდეგ ფრთილად ჩამობანეთ დაავადებული კერები და გადადით შემდეგ 5 დღიან პროცედურაზე.
მეორე 5 დღე წაისვით მალამო. პრეპარატი ფითხით (შპატელით) თხლად დაიტანეთ დაავადებულ კერებზე ზეწოლის გარეშე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ამ 5 დღის განმავლობაშიც დაუშვებელია წამალწასმული დაავადებული კერების ჩამობანა.
ასეთი მონაცვლეობით უნდა ცვალოთ პრეპარატები სრულ გამოჯანმრთელებამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 თვე.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად იკურნება ავადმყოფების 90%.
გაფრთხილება
მკურნალობის დროს დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნა! დაუშვებელია ულტრაიისფერი სხივებით დასხივება! არასასურველია PUVA თერაპია! დაუშვებელი კანის დაზიანებულ კერებზე ზეწოლა და მათი ტრავმირება!
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
არ გამოიყენოთ ჩვილ ბავშვებზე. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ჰეპატიტის, მწვავე ნეფრიტის, ინსულინ დამოკიდებულების და ალერგიის შემთხვევაში.