სპარფლო 200მგ #6ტ

სპარფლო 200მგ #6ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სპარფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28245
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სპარფლო
Sparflo
(Sparfloxacin)

შემადგენლობა:
ყოველი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :
სპარფლოქსაცინი 200მგ

მოქმედების მექნიზმი:
სპარფლო (სპარფლოქსაცინი) წარმოადგენს ახალ სინთეზურ, ანტიმიკრობული პრეპარატების ქინოლინკარბოქსილური ჯგუფის ორალურად მისაღებ პრეპარტს. სხვა ქინოლონების მსგავასად სპარფლოს ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ჰირაზის ინჰიბირებით, რომელიც ბაქტერიულ უჯრედებში აკონტროლებს სხვადასხვა დნმ-განპირობებულ ფუნქციებს.

In vitro აქტივობა:
სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) In vitro ანტიბაქტერიული აქტივობა აღმოჩნდა ციპროფლოქსაცინის აქტივობის მსგავსი, მაგრამ გაცილებით აქტიური გრამდადებითი კოკების, ენტრეოკოკების და სტაფილოკოკების მიმართ. მაგრამ ნაკლებ აქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ.
სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ანტიბაქტერიული აქტივობა გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ ზოგადად გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქინოლონებისა. Streptococcus pneumoniae-ს მიმართ მისი აქტივობა 4 და 8 ფოლდით უფრო მაღალია, ვიდრე  შესაბამისად ოფლოქსაცინისა და ციპროფლოქსაცინისა.
სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) მოქმედება გრამ-უარყოფითი ორგანიზმების მიმართ მსგავსია ციპროფლოქსაცინის აქტივობისა  და გაცილებით მაღალია ოფლოქსაცინთან, ენოქსაცინთან და ნორფლოქსაცინთან შედარებით. ამასთან ერთად Enterobacter and Acinetobacter spp, Pseudomonas cepacia, Xanthomonas maltophilla and flavobacterium spp,-ს მიმართ სპარფლო (სპარფლოქსაცინი) წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ქინოლონს.
სხვა ქინოლონებთან შედარებით სპარფლოს გააჩნია ყველაზე მძლავრი In vitro აქტივობა Micobacterium tuberculosis მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
სპარფლო (სპარფლოქსაცინი) კარგად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 3-5 საათში. სპარფლო (სპარფლოქსაცინი) ფართოდ გადანაწილდება ორგანიზმში. სპარფლოს საშუალო გადანაწილების მოცულობა შეადგენს 4.5 ლ/კგ-ს.
სპარფლო (სპარფლოქსაცინი) კარგად დიფუნდირებს ქსოვილებში და ზედა და ქვედა რესპირატორული ტრაქტის სეკრეტებში, მინიმალური დამთრგუნველ კონცენტრაციაზე უფრო მეტი კონცენტრაციით  პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის. სპარფლოს გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფილტვის სიმსივნე, სპარფლოს კონცენტრაცია ბრონქულ სეკრეტში და ფილტვის ქსოვილში ორჯერ და ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მისი  შრატისმიერი კონცენტრაცია პრეპარატის 400 მგ დოზით 5-8 საათის მიღების შემდეგ.
სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი (1-2 საათი) საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთხელ დღეში. პრეპარტის დაახლოებით 60% გამოიყოფა არარენალური გზებით.

ჩვენებები:
• შეძენილი რესპირატორული ტრაქტის ინფექციები;
• მოზრდილთა პნევმონია, რომელიც გაპირობებულია საეჭვო ორგანიზმებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae;
• ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადების გამწვავება;
• ქრონიკული ჩირქოვანი სინუსიტები;
• სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები: გონორეა და ქლამიდიური ინფექციები;
• გასტროინტესტინალური-შიგელა და სალმონელოზური ინფექციები;
• საშარდე სისტემის ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი და პიელიტი;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: დაინფიცირებული ჭრილობები., აბსცესები, პიოდერმია, ცელულიტი, ფურუნკულოზი და ინფექციური დერმატიტი;
• ქირურგიული ინფექციები.

უკუჩვენენები:
• მომატებული მგრძნობელობა ქინოლონების მიმართ;
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ქინოლონების გამოყენებით გაპირობებული ტენდინიტის არსებობა; ანამნეზში;
• ბავშვები;
• გლუკოზ-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა.

მიღების წესები და დოზირება:
სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, უპირატესად დილით.
დოზები:
• ორი 200მგ-იანი ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს;
• ერთი 200მგ-იანი ტაბლეტი დღეში, შემდგომ დღეებში.

სიფრთხილის ზომები:
მკურნალობის განმავლობაში და პრეპარატის მოხსნიდან 3 დღის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზისა და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ტკივილის ან აქილევსის მყესის შესიების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
შესაძლებელია QT ინტერვალის უმნიშვენელო გახანგრძლივება (<3%) იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ პრეპარატით მკურნალობას.  შესაბამისად უნდა გამოირიცხოს QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთად სპარფლოს დანიშვნა.  იმდენად, რამდენადაც, ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის და მაგნიუმის მარილებს, ამცირებენ სპარფლოს შეწოვას, 50%-ით, თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი ერთდროული მიღება. სპარფლო არ უშლის ხელს თეოფილინის მეტაბოლიზმს, ამიტომ ამ ორივე პრეპარატის ერთად გამოყენება შესაძლებელია. რამდენადაც სპარფლო ზრდის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციას, პაციენტები, რომლებიც იღებენ ამ ორ პრეპარატს ერთად, საჭიროებენ დაკვირვებას.

გვერდითი მოვლენები:
სპარფლოს ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის დიარეა, აბდომინალური ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ალერგია და მომატებული მგრძნობელობა. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, შრატის ტრანსამინაზების გარდამავალი და ზომიერი გაზრდა.

შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-მდე ტემპერატურაზე. სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
36 თვე.

შეფუთვა:
კოლოფში 6 ტაბლეტიანი ბლისტერი.

გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
Dr.Reddy,s Laboratories LTD.,
7-1-27, ამეერპეტ, ჰიდერაბად – 500 016, ინდოეთი.
ტელ: +91 40 23736341
ფაქსი: +91 040 55511536

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)