მიდაქსი 0.5% 10მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მიდაქსი
(MIDAX)
სავაჭრო დასახელება
მიდაქსი, Midax
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტროპიკამიდი, Tropicamide
სამკურნალო ფორმა
0,5 და 1%-იანი თვალის წვეთები
აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,5% ან 1%
აქტიური ნივთიერება: ტროპიკამიდი 5 მგ ან 10 მგ
კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის), გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: S01FA06
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თვალის სნეულებათა სამკურნალო პრეპარატები. მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები. ანტიქოლინერგული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მიდაქსი – ანტიქოლინერგული საშუალება, აბლოკირებს ფერადი გარსის სფინქტერის და ცილიარული კუნთის M-ქოლინორეცეპტორებს, იწვევს მიდრიაზს და აკომოდაციის დამბლას. მიდაქსი ატროპინის მსგავსად მოქმედებს, თუმცა ციკლოპლეგიური და მიდრიაზული ეფექტები უფრო სწრაფად ვითარდება და შედარებით ხანმოკლეა.
ფარმაკოკინეტიკა
გუგების გაფართოება ჩაწვეთებიდან 5-10 წუთის შემდეგ აღინიშნება; მაქსიმალური მიდრიაზი და ციკლოპლეგია მიიღწევა 20-45 წუთის შემდეგ და ნარჩუნდება 1-2 საათის განმავლობაში. გუგების საწყისი დიამეტრი 6 საათის შემდეგ აღდგება.
თვალში ინსტილაციისას ცუდად შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში (0,03%). საცრემლე არხების მეშვეობით ცხვირში მოხვედრილი აქტიური ნივთიერების აბსორბციის დონე შედარებით მაღალია. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 5-10 წუთი. ნარჩენი რაოდენობა (0,01%-ზე ნაკლები) აღწევს ნამში და სრულად გამოიყოფა დღის განმავლობაში.
ჩვენებები
დიაგნოსტიკური მიზნებით:
- მიდრიაზის აუცილებლობის შემთხვევაში თვალის ფსკერისა და ბროლის მდგომარეობის გამოკვლევისას;
- აკომოდაციის დამბლის აუცილებლობის შემთხვევაში რეფრაქციის გამოკვლევისას (სკიასკოპიის დროს და ა.შ.)
- გუგის გამაფართოებელი სხვა პრეპარატების (ატროპინი, სკოპოლამინი) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე:
- თვალის ბროლის ქირურგია;
- ბადურის ლაზეროთერაპია;
- ბადურის და მინისებრი სხეულის ქირურგია.
თერაპიული მიზნებით:
კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით თვალის ანთებითი დაავადებების დროს და ასევე, პოსტოპერაციულ პერიოდში სინექიების განვითარების პროფილაქტიკისათვის.
უკუჩვენებები
- გლაუკომა (განსაკუთრებით, დახურულკუთხიანი და პირველადი შერეული);
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები
მხედველობის ორგანოს მხრივ: თავლშიგა წნევის მომატება; მხედველობის სიმახვილის დარღვევა; ფოტოფობია.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქოზური სიმპტომები, ქცევის დარღვევა (განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებში); თავის ტკივილები (მოზრდილებში).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სისხლისმიმოქცევისა და სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები (განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებში); ტაქიკარდია (მოზრდილებში).
სხვა: პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების მეთოდები და დოზები
პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში.
გუგის გასაფართოებლად აწვეთებენ პრეპარატ მიდაქსის 1,0%-იანი ხსნარის 1 წვეთს ან 0,5%-იანის 2 წვეთს (5 წუთიანი ინტერვალით). 10 წუთის შემდეგ შეიძლება ოფთალმოსკოპიის ჩატარება. არასათანადო ეფექტის შემთხვევაში (სინათლის ძალიან მაღალი ინტენსივობა, უკანა სინექიების დარღვევის მიზნით გამოყენება) შესაძლებელია ფენილეფრინთან ერთად გამოყენება.
აკომოდაციის დამბლის მისაღწევად (რეფრაქციის გამოკვლევისას) აწვეთებენ მიდაქსის 1,0%-იანი ხსნარის 1 წვეთს 6-ჯერ 6-12 წუთის ინტერვალით. სასურველია გამოკვლევა ჩატარდეს პრეპარატის ბოლო ჩაწვეთების მომენტიდან 25-50 წუთის შემდეგ.
ახალშობილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ 0,5%-იანი თვალის წვეთების გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.
დღენაკლულ ბავშვებში ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა მიდაქსის სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედება, რომელიც განმეორებითი ჩაწვეთებისას ძლიერდებოდა. ამ არასასურველი მოვლენების თავიდან აცილება ეფექტურობის შემცირების გარეშე შესაძლებელია პრეპარატის ნატრიუმის ხსნარის იზოტონურ ხსნარში (1:1) განზავების ხარჯზე.
პრეპარატის ჩაწვეთების დროს საჭიროა საცრემლე არხებზე მსუბუქი დაჭერა ტროპიკამიდის ჭარბი შეწოვის შეზღუდვისა და პრეპარატის სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების თავიდან აცილების მიზნით.
თერაპიული მიზნებისათვის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად (პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით).
ჭარბი დოზირება
დღეისათვის პრეპარატ მიდაქსის დოზის გადაჭარბების (კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებისას) შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგული საშუალებების და ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორების, ფენოთიაზინების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, პროკაინამიდის, ქინიდინის, მაო-ს ინჰიბიტორების, ბენზოდიაზეპინებისა და ანტიფსიქოზური საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას ერთი მეორეს მოქმედება ძლიერდება. მიდაქსით გამოწვეული აკომოდაციის დამბლა ძლიერდება მისი ერთობლივი გამოყენებით სიმპათომიმეტურ საშუალებებთან და სუსტდება პარასიმპათომიმეტურ საშუალებებთან გამოყენებისას.
მიდაქსისა და ნიტრატების, ნიტრიტების, გამატუტეანებელი სამკურნალო საშუალებების, დიზოპირამიდის, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ჰალოპერიდოლის ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება თანმხლები დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს.
განსაკუთრებული მითითებანი
თვალის გუგის გასაფართოებლად მიდაქსის გამოყენებამდე თვალის ფსკერის დათვალიერების მიზნით აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამოსავლენად (ანამნეზის დაზუსტება, წინა კამერის სიღრმის შეფასება, გონიოსკოპია), ვინაიდან პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის მწვავე შეტევები.
დიაგნოსტიკური მიზნებით მიდაქსის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტის ან თანმხლები პირის გაფრთხილება მხედველობის დროებითი დაქვეითების და ფოტოფობიის შესახებ.
არ შეიძლება საწვეთურზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შიგთავსის დაბინძურება.
მიდაქსის გამოყენებამდე საჭიროა რბილი კონტაქტური ლინზების მოხსნა. მათი ჩადგმა შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 30 წუთის შემდეგ.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
მიდაქსის გამოყენებისას ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
პედიატრიაში გამოყენება
დიაგნოსტიკური მიზნებით ბავშვებში მიდაქსის გამოყენებამდე საჭიროა თანმხლები პირის გაფრთხილება მხედველობის დროებითი დაქვეითების და ფოტოფობიის შესახებ.
ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ცნს-ის მხრივ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ორსულობის დროს მიდაქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის დროს.
გამოშვების ფორმა
0,5% და 1%-იანი მიდაქსის თვალის წვეთები გამოდის 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით
მწარმოებელი
მიდაქსი წარმოადგენს კომპანია “ვორლდ მედიცინი”-ს, ინგლისი (“World Medicine”, England) სავაჭრო ნიშანს.
დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი
(“Rompharm Company S.R.L.”, Otopeni, Eroilor street 1A, Romania).