ველკიდი #30ტ საღეჭი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ველკიდი
WELLKID
საღეჭი ტაბლეტი
გამოყენების რეკომენდაცია
ველკიდის ყოველი საღეჭი ტაბლეტი, ლიმონისა და ჟოლოს არომატით, შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო სპექტრს, რომლის ქიმიური ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.
ველკიდში შემავალი 21 აქტიური ინგრედიენტი ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებას.
შემადგენლობა:
ინგრედიენტები დღიური | 1 ტაბლეტი | რეკომენდებული რაციონი % |
სელის ზეთი | 114 მგ | - |
A ვიტამინი (1332 სე) | 400 მკგ | 50 |
D ვიტამინი | 5 მკგ | 100 |
E ვიტამინი (ბუნებრივი წყარო) | 10 მგ | 100 |
C ვიტამინი | 40 მგ | 67 |
თიამინი (B1 ვიტამინი) | 0.9 მგ | 64 |
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) | 0.8 მგ | 50 |
ნიაცინი (B3 ვიტამინი) | 9 მგ | 50 |
B6 ვიტამინი | 0.7 მგ | 35 |
ფოლიუმის მჟავა | 200 მკგ | 100 |
B12 ვიტამინი | 3 მკგ | 300 |
ბიოტინი | 25 მკგ | 17 |
პანთოტენის მჟავა | 4 მგ | 67 |
რკინა | 7 მგ | 60 |
მაგნიუმი | 75 მგ | 25 |
თუთია | 7.5 მგ | 50 |
იოდი | 75 მკგ | 50 |
სპილენძი | 100 მკგ | - |
მანგანუმი | 0.2 მგ | - |
სელენი | 20 მკგ | - |
ქრომი | 10 მკგ | - |
ჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.
გამოყენების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია სადილის დროს.
ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.
არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
გაფრთხილება:
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება, ველკიდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს.
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
30 საღეჭი ტაბლეტი ბლისტერებზე
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“
ლონდონი, ინგლისი.