ფერონატი 100მლ სუსპენზია

ფერონატი 100მლ სუსპენზია

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის ფუმარატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 28168
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფერონატი
FERRONAT
 
 
საერთაშორისო დასახელება - ferrous fumarate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B03AA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანემიური პრეპარატები; შინაგანი გამოყენების

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

30მგ 100მლ სუსპენზია

1 მლ
რკინის ფუმარატი . . . . . . . . . 30 მგ, რაც შეესაბამება 10 მგ ელემენტარულ რკინას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები
ანემია, რომელიც ვითარდება რკინის დეფიციტის შედეგად, ძლიერი სისხლდენის შემდეგ, რკინის აბსორბციის დარღვევის ან მისი გაძლიერებული მოხმარების გამო.

მიღების წესები და დოზები

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ!
ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 5-6 მგ ელემენტარულ რკინას 1 კგ სხეულის წონაზე ანუ დაახლოებით 0.5 მლ პრეპარატი `ფერონატის სუსპენზია~ 1 კგ სხეულის წონაზე. შესაბამისად 5 კგ წონის მქონე ბავშვისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2.5 მლ-ს.
ჩვეულებრივი დოზა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის არის შემდეგი:
2 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ ერთხელ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში.
6 წელზე უფროსი ბავშვები: 5 მლ 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილები (ინიშნება მხოლოდ რკინის შემცველი სხვა პრეპარატების აუტანლობის შემთხვევაში): 10 მლ ჩვეულებრივ 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ეფექტი (გამომდინარე სისხლის ანალიზიდან) ვლინდება დაახლოებით 4 დღის შემდეგ, თუმცა ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ სულ მცირე 4-5 კვირის განმავლობაში.
დოზის განსაზღვრა ხდება სპეციალური მენზურის საშუალებით
უმჯობესია პრეპარატის მიღება კვებათა შორის პერიოდში და მხოლოდ წყალთან ერთად (არავითარ შემთხვევაში ჩაისთან ერთად!). პრეპარატის მიღებამდე არ არის სასურველი ცხიმიანი საკვების მიღება. მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის. პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს. წარმოქმნილი ნალექი არ მოქმედებს პრეპარატის თვისებებზე. გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ მენზურა უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ღებინება, ფაღარათი, კბილების შეღებვა შავ ფერად, ყაბზობა – განსაკუთრებით ეს ეხება მოზრდილებს. აგრეთვე შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

უკუჩვენება

არ გამოიყენება სიდერობლასტური ანემიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის დადასტურებული, რომ პრეპარატის გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდზე, შესაბამისად მისი გამოყენება დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად და მისი დაკვირვების ქვეშ! ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში.
პრეპარატი შეიცავს 50 გ საქაროზას. რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას თითოეული დოზა შეიცავს 5 გრ საქაროზას. პრეპარატის მიღება არ არის სასურველი ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე გლუკოზის და გალაქტოზის დარღვეული მეტაბოლიზმის და საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის დროს. ალერგიული რეაქციები უხშირესად ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. პრეპარატი ღებავს ტექსტილის ნაკეთობებს.

ჭარბი დოზირება

მძიმე ინტოქსიკაციის დროს ჭარბობს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების და სერიოზული დაზიანებს ნიშნები, მათ შორის პირველ რიგში ღებინება და ფაღარათი. ასეთი პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მოთავსებული საავადმყოფოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭიროა ღებინების გამოწვევა, აგრეთვე დასაშვებია კვერცხის ცილიანი რძის დალევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მჟავა გარემოს გამანეიტრალებელი პრეპარატები, მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, კალციუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ოქსალატები, ფოსფატები, ბოსტნეული, მარცვლეული, კვერცხის გული და ჩაი აქვეითებს რკინის შეწოვას. თავის მხრივ რკინა ძალიან აქვეითებს ტეტრაციკლინების და პენიცილამინის აბსორბციას. შესაბამისად პრეპარატი არ გამოიყენება ზემოხსენებულ სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.
შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
IVAX Pharmaceutocals s.r.o
ჩეხეთი