ჯოინტეისი #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ჯოინტეისი
JOINTACE
ქონდროიტინით და გლუკოზამინით
30 ტაბლეტი
გამოყენების რეკომენდაცია:
ჯოინტასი წარმოადგენს ქონდროიტინის და გლუკოზამინის კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებას. მისი აქტიური ინგრედიენტებია:
გლუკოზამინის სულფატი – სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობის შენარჩუნებას. ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილება გლუკოზამინზე კოლაგენის წარმოსაქმნელად, რათა მოხდეს სახსრებისა (ხრტილის) და სინოვიალური სითხის რეგენერაცია და აღდგენა. გლუკოზამინი ჯოინტეისში წარმოდგენილია მინერალების ფორმით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ აბსორბციას.
გინგერის(კოჭა) ექსტრაქტი – რომელიც ზოგადად დაკავშირებულია სახსრების ჯანმრთელობასთან.
ქონდროიტინის სულფატი (ხსნადი) – ხელს უწყობს პროტეინების წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს ხრტილის ელასტიურობას და მოქმედებს სინერგიულად გლუკოზამინთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ჯანსაღი სახსრების შენარჩუნებას. ჯოინტასი შეიცავს ქონდროიტინის მაღალხარისხიან დაბალი მოლეკულური წონის ფორმას.
მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი | საშ. 2 ტაბლეტი | რეკომენდებული დღიური რაციონი % |
გლუკოზამინის სულფატი KCI | 1000მგ | - |
ქონდროიტინის სულფატი | 400 მგ | - |
ვიტამინი E | 40 მგ | 400 |
ვიტამინი D | 10 მკგ | 200 |
ვიტამინი C | 60 მგ | 100 |
ფოლაცინი (ფოლის მჟავა) | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 20 მკგ | 2000 |
თუთია | 10 მგ | 67 |
მარგანეცი | 4 მგ | - |
სპილენძი | 1.0 მგ | - |
სელენი | 120 მკგ | - |
გინგერის ფესვის ექსტრაქტი | 80 მგ | - |
მიღების წესი
დღეში 2 ტაბლეტი ძირითად საკვებთან ერთად. ტაბლეტი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება.
ჯოინტასის ეფექტი ვლინდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება. ჯოინტასის მიღებისას რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, უმჯობესია საკვები მდიდარი იყოს თევზის ცხიმით.
ეს პრეპარატი არ მიიღება თევზის ან წყლის ცხოველების მიმართ ალერგიის დროს. ჯოინტასი შეიცავს ნატურალური ქიტინისგან მიღებულ გლუკოზამინს. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებმა ჯოინტასის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ჯოინტასის მიღება შეიძლება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო